გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მადრიდელთა კაპიტანი, სერხიო რამოსი ესაუბრა.
“შედეგი მიუღებელია და, რა თქმა უნდა, “ტოტენჰემთან” სულ სხვაგვარ შეხვედრას ველოდით. თუმცა, ვიცით, ახლა რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენს შესაძლებლობებს ვაცნობიერებთ. ძალიან მალე დავიწყებთ მოქმედებას და ამ სიტუაციიდან ერთად გამოვალთ. იმ გამოცდილებიდან, რაც აქ თამაშით შევიძინე, ვიცი, რომ ახლა აუცილებელია, სიშვიდე შევინარჩუნოთ.”
“მიუხედავად მარცხისა, ჩვენს საყვარელ ტურნირზე მაინც ვთამაშობთ. მატჩის დროს ბევრი კარგი რამე გავაკეთეთ და მშვენიერი მომენტებიც გვქონდა. თუმცა, წაგება ყოვეთვის ყველას ყველაფერს ავიწყებს,” – აცხადებს “რეალის” კაპიტანი.