ზინედინ ზიდანის ორი ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი გუნდი ახლა ძალიან ცუდად გამოიყურება.
ომარ მომანიმაც არ დააყოვნა.
ზინედინ ზიდანის ორი ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი გუნდი ახლა ძალიან ცუდად გამოიყურება.
ომარ მომანიმაც არ დააყოვნა.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის პირველი წრის ბოლო, მეცხრამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალი” მიიღო. პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა და გოლი არ გასულა. ყველაფერი მეორე ნახევარში, 87-ე წუთზე გადაწყდა. სწორედ ამ დროს გავიდა ერთადერთი გოლი, რომლის ავტორიც სტუმართა ფეხბურთელი, პაბლო ფორნალსი გახდა. სწორედ 21 წლის ნახევარმცველის ერთადრთი გოლის წყალობით “წყალქვეშა ნავმა” “ბლანკოსს” სძლია და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
ამ წაგების შემდეგ “რეალი” 32 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. ხოლო, “ვილიარეალს” 31 ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზე იმყოფება.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე დანიელ ვასმა მოახერხა. 31 წლის მოთამაშემ ეს იაგო ასპასის დახმარებით გააკეთა. თუმცა, 36-ე წუთზე გარეთ ბეილმა ტონი კროოსის პასის შემდეგ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 38-ეზე კი ისკოს საგოლე გადაცემით წინ გაიყვანა “ბლანკოსი”.
საინტერესოა, რომ 71-ე წუთზე კეილორ ნავასმა საჯარიმოში წაქცევის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა. იგი იაგო ასპასმა ვერ გამოიყენა – კეილორმა ბურთი მოიგერია. “რეალი” ქულების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. 82-ე წუთზე ვასის ჩაწოდების შემდეგ მაქსი ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, 2-2. “რეალი” ამჟამად 32 ქულით მეოთხეა, ხოლო “სელტა” 22 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.
23 დეკემბერს მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” ძირითად შემადგენლობაში იყო ცენტრალური მცველი, ტომას ვერმაელენი. ბელგიელმა ამ სეზონში ლა ლიგაში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც მისმა გუდნმა სამში იმარჯვა და ორი ფრეც ითამაშა. ისე კი, 32 წლის ფეხბურთელს 2014 წლიდან მოყოლებული “ბარსას” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. ტომასს ამ შეხვედრებიდან არცერთი არ აქვს წაგებული.
შეგახსენებთ, რომ ვერმაელენი 2014 წლის ზაფხულზე ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა კატალონიურ გრანდში. მუდმივი ტრავმიანობით დატანჯული მცველი ესპანური კარიერის რიგით მესამე სეზონში “რომაში” გაანათხოვრეს. გასულ ზაფხულში მისი გაყიდვა სურდათ, თუმცა ნეიმარის ტრანსფერის გამო, სათანადო მყიდველი ევრ იპოვეს. ამიტომ, ვერმაელენს “ბარსელონას” დატოვებას ან ამ ზამთარში, ან, მაქსიმუმ, მომავალ ზაფხულზე უწინასწარმეტყველებენ.
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
“ეს საფეხბურთო გაკვეთილი იყო. ამ სპორტში გუნდები ხშირად აღზევდებიან და ეცემიან. მაგალითად, “რეალი” სეზონის დასაწყისში ჩვენზე უკეთესი იყო, თუმცა “კლასიკოში” მათ ვაჯობეთ. შესაძლოა, ყველაფერი ისევ შეტრიალდეს. სწორედ ამიტომ, მუდმივი შრომა და კონცენტრაციაა საჭირო. ნახევარი საქმე გაკეთებული გვაქვს? ჩვენ სეზონის მატჩებში მოსაპოვებელი ქულების ნახევრისთვის არ მიგვიღწევია. წინ კიდევ დიდი ბრძოლაა. ჯერ არაფერი გადაწყევტილა,” – ამბობს ვალვერდე.
მადრიდის “რეალი” და “პსჟ” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.
საშობაოდ ბრაზილიაში მყოფმა პარიზელთა ფეხბურთელმა, ნეიმარმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, “რეალი” ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, მატჩისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ვიცით, რომ “ბლანკოსი” ტიტულის დაცვას ბოლომდე შეეცდება. ამიტომ, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგვიწევს, რათა ორმატჩიან დუელში ისინი დავამარცხოთ.”
“ეს ის დაპირისპირებაა, რომელსაც ხალხი ფინალში ვარაუდობდა. თუმცა, ჩვენ ნაადრევად შევხვდით ერთმანეთს. ევცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი და, თავისთავად, შედეგიანი შევხედრა შევთავაზოთ,” – აცხადებს ბრაზილიელი.
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ესაუბრა.
“შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “რეალი” ლა ლიგისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. შესაბამისად, მათ მეტოქეებად ისევ ვთვლით და ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც წარმატების მიღწევა აუცილებელია.”
“ფეხბურთში ბევრი თითქოს შეუძლებელი რამ მოხდარა. უპატივცემულობა იქნება, “რეალის” არაფრად ჩაგდება. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მადრიდის “ატლეტიკოს” წაგებით ასევე ვისარგებლეთ. თუმცა, “ვალენსიაც” არ უნდა დაგვავიწყდეს,” – ამბობს “ინი”.
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
პრინციპული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი ესაუბრა.
“პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. თუმცა, მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. გოლი გავუშვით, ამას მოჰყვა დანის წითელი ბარათი და თამაშში დაბრუნება გაგვიჭრდა. ფეხბურთში რთული მომენტები არსებობს. ჩვენ ახლა ასეთში ვიმყოფებით, თუმცა გონს მალე უნდა მოვიდეთ. შესანიშნავი კოლექტივი ვართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია,” – ამბობს მატეო.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.
პრინციპული მატჩის წინ ჟურნალისტებთან მადრიდელთა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა. ფრანგი კრიშტიანუ რონალდუს თემას შეეხო, რომელსაც სურს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.
“რონალდუ ასი პროცენტით მზადაა. მხოლოდ ეს მაინტერესებს ახლა. არ ვაპირებ, მატჩამდე ყველაფერს შევეხო, რაც მნიშვნელოვანი არაა. ერთადერთი რამ, რაზეც პორტუგალიელი ფიქრობს, ეს “ბარსელონასთან” დაპირისპირებაა. მოკლედ ვიტყვი, რომ კრიშტიანუს მიღწევები გამაოცებელია და ის პატივისცემას ყველა მხრივ იმსახურებს. მის ხელფასზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ ვისაუბრებთ.”
“ვაგრძელებთ ფიქრს და მუშაობას. სეზონი გრძელია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაში გამარჯვება. მაგრამ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ჯერ არაფერი გადაწყდება. ვფიქრობ, წინ რთული მატჩი გველის. “კლასიკოები” სწორედ ასეთები არის. თუმცა, ასევე ულამაზესი დაპირისპირების მოლოდინში ვართ. ფეხბურთელები ხომ ასეთი თამაშებისთვის ცხოვრობენ.”
“ჯერ სეზონის მხოლოდ ნახევარი გავიდა. გვინდა, უფრო წარმატებულად ვითამაშოთ. “ბარსასთანაც” იმავეს ვაპირებთ. საპატიო კორიდორი? ეს არ მაინტერესებს. მხოლოდ მატჩია ჩემი ინეტერსის სფერო! სხვა არაფერი. სამი ქულისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებ!” – ამბობს “ზიზუ”.
23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.
“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.
“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”
“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო. ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.
კატალონიის “ბარსელონა” რომ ანტუან გრიზმანს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, ეს არავისთვისაა ახალი. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის ფრანგის გუნდში ყოლით ბედნიერია და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, საუკეთესო მოთამაშეების შესანარჩუნებლად.
“ატლეტიკოს” მესვეურები შესანიშნავად მუშაობენ. ისინი ხვდებიან, რა არის საუკეთესო კლუბისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ანტუანი ჩემი ფეხბურთელია. ჩემს ფიქრებს, მოლოდინებს, გეგმებს რეალობაზე ვაწყობ, ანუ იმაზე ვამყარებ იმედებს, რასაც ვხედავ. ხოლო, ახლა რეალობა ისაა, რომ ფრანგი გუნდის ნაწილია. იგი ძალიან ერთგულია!”
“გრიზმანი თავის გუნდელებს შესანიშნავად უგებს, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ის ჩვენთვის დასაყრდენია. ვენდობი და მჯერა მისი,” – აცხადებს სიმეონე.
17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.
ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.