“ლილმა” ბიელსა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

ლიგა 1-ში მოასპარეზე “ლილის” ხელმძღვანელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარსელო ბიელსას გათავისუფლების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 62 წლის სპეციალისტი კლუბის მიერ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო ანაზღაურების სახით საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს – საუბარია 15-20 მილიონ ევროზე.

ბიელსას დათხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები გახლავთ. საქმე იმაშია, რომ “ლილმა” საფრანგეთის ჩემპიონატის 17 ტურში მხოლოდ 18 ქულის დაგროვება შეძლო და ახლა მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

ბიელსას შემცვლელებად კლუბის ხელმძღვანელები ლორან ბლანს, ოსკარ გარსიასა და მარკო სილვას განიხილავენ.

გვარდიოლა არგენტინელ მწვრთნელზე: “ის საუკეთესოა”

პეპ გვარდიოლამ მარსელო ბიელსას, რომელიც მომავალ სეზონში ფრანგულ “ლილს” ჩაუდგება სათავეში, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

“მარსელო ბიელსას უდიდეს პატივს ვცემ, ვაღიარებს მის სიძლიერეს, რადგანაც მას შეუძლია, ფეხბურთელების დონე განსაკუთრებული შესაძლებლობის წყალობით აამაღლოს.

ჯერაც არ შევხვედრივარ მარსელო ბიელსას ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც მასზე ცუდი რამ ეთქვას. მასთან მუშაობით ყველა კმაყოფილია.

ბიელსას რჩევები მეც არაერთხელ გამომადგა. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

მარსელო ბიელსამ “მარსელი” დატოვა

საფრანგეთის ჩემპიონატის I ტურში “კანთან” დამარცხების (0:1) შემდეგ “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ პოსტი დატოვა.

60 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატშისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა ფრანგულ კლუბს 2014/15 წლების სეზონიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “მარსელმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

ბიელსას “ვესტ ჰემის” ჩაბარება სურს, თუმცა კონკურენტებიც ჰყავს

“მარსელის” მთავარ მწვრთნელი, მარსელო ბიელსას, შესაძლოა, “ვესტ ჰემის” დამრიგებელი გახდეს. ინგლისური პრესის ცნობით 59 წლის არგენტინელმა, რომელიც სეზონის ბოლოს საფრანგეთს დატოვებს, “სამპდორიას” კონტრაქტზე უარი “ვესტ ჰემის” სასარგებლოდ უთხრა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ამჟამინდელი თავკაცის, სემ ელარდაისი გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია. მის შესაძლო შემცვლელებად რაფა ბენიტესი, კარლო ანჩელოტი და ანდრე ვილას-ბოაში სახელდებოდნენ, ხოლო მთავარი ფავორიტი სლავენ ბილიჩია, რომელიც “ბეშიქთაშს” ტოვებს.

 

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

ბიელსა: “მარსელი კრიზისშია”

“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, “ლორიანთან” წაგებული (3:5) შეხვედრა შეაფასა.

“გუნდს მძიმე პერიოდი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შეცდომების რაოდენობა უნდა შევამიროთ. სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა უნდა შევძლო. ყოველი მატჩის წინ ვიმედოვნებ, რომ უკეთესები გავხდით, მაგრამ უკანასკნელმა ორმა თამაშმა საპირისპირო აჩვენა.

თავის მართლებას არ დავიწყებ. ზედიზედ ოთხი წაგების გამო ძალიან მრცხვენია. “მარსელი” კრიზისშია” – განაცხადა ბიელსამ.

34 თამაშში მოპოვებული 57 ქულით “მარსელი” მეოთხე ადგილზეა.

 

ბიელსა: “ფაქტობრივად ყველა საგოლე მომენტი გამოვიყენეთ”

“მარსელის” თავკაცმა, მარსელო ბიელსამ, “ტულუზასთან” 6:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

“თამაშის ბედი მაღალმა რეალიზაციამ გადაწყვიუტა. ჩვენც და “ტულუზამაც” ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად ყველა საგოლე მომენტი გამოვიყენეთ.

საბოლოო ანგარიშმა, შესაძლოა, ბევრი შეცდომაში შეიყვანოს, რადგან მატჩი შეიძლებოდა ნებისმიერი აგნარიშით დასრულებულიყო” – განაცხადა მარსელელთა თავკაცმა.

“მარსელი” საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, მაგრამ პარიზის მოგების შემთხვევაში მესამეზე გადაინაცვლებს.

ბიელსას მასტერკლასი ზიდანს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “მარსელის” საწვრთნელ პროცესს დაესწრო. ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მარსელო ბიელსას შეხვდა და მისი მუშაობის მეთოდებსაც გაეცნო. ზიზუს გარდა, ფრანგული გუნდის საწვრთნელ ცენტრს კლოდ მაკელელე, ერიკ რუა და ბერნარ დიომედიც ესტუმრნენ.

შეხვედრის შემდეგ “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა ზიდანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ზიდანი ფეხბურთის ცოცხალი ძეგლია. მე მას ქანდაკებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე ცოცხალ არსებად. ზიდანი ჩემ გვერდით იდგა და ყურადღებით მისმენდა. დაუვიწყარი მომენტი იყო. ის ყველას ხიბლავს. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, რისი გამოხატვაც ძალიან რთულია”, – ბიელსას სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

მარსელო ბიელსამ “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა

“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”.

“მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ფიფა, მე მინდა, რომ “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცეს”, – განაცხადა “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ “ოქროს ბურთისთვის” მებრძოლ კანდიდატთა სამეულში მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მანუელ ნოიერი არიან.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

“მარსელის” მწვრთნელი ცხელ ყავას დააჯდა – რა დაემართა მარსელო ბიელსას (ვიდეო)

19 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელის “ოლიმპიკსა” და “ტულუზას” შორის გამართულ მატჩში კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

„მარსელს“ მარსელო ბიელსა უთავკაცებს

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალი სეზონიდან მარსელო ბიელსა იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

მხარეები ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს შემდეგი ვიზიტის დროს მოაწერს ხელს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის დასასრულს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

 

ბიელსა „მარსელს“ პასუხს კვირის ბოლოს შეუთვლის

„მარსელი“ ფეხბურთის არგენტნელ სპეციალისტ მარსელო ბიელსას კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. ფრანგულმა მხარემ ბიელსას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. არგენტინელმა მწვრთნელმა „მარსელის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ პასუხს მიმდინარე კვირის ბოლოს ეტყვის.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბიელსას სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც აქვს, კერძოდ – საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისი“.

ბექა დოგრაშვილი