ტიაგო სილვა: “კოუტინიოს ვესაუბრე და დიდი იმედი მაქვს, რომ “პსჟ”-ს აირჩევს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი კაპიტანი, ტიაგო სილვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფილიპე კოუტინიომ არჩევანი კარიერის საფრანგეთში გაგრძელებაზე გააკეთოს და არა “ბარსელონაში” გადასვლაზე, რასთანაც ის ძალიან ახლოსაა.

“კოუტინიოს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვესაუბრებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს ან უფრო ადრე, ის “პარი სენ-ჟერმენში” გადმოვა. ეს დიდი სიურპრიზი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.

ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ის კარგად დაფიქრდება და მომავალი წლიდან ჩვენთან ერთად იმუშავებს. მან ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვურჩიო, ისევე როგორც ნეიმარს,”- აცხადებს სილვა.

მადრიდის “რეალმა” მიზანში შვედი თინეიჯერი ამოიღო

მადრიდის “რეალმა” 17 წლის შვედ ფეხბურთელს დაუმიზნა, რომელმაც ბოლო დროს ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. საუბარია “აიკ”-ის ფორვარდზე, ალექსანდერ ისაკზე.

ახალგაზრდა შვედმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო შვედეთის უმაღლესი ჩემპიონატის ისტორიაში შესვლა. ისაკი, რომელმაც ამ სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც გოლი აქვს გატანილი.

Sport Expressen-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მისი ასეთი წარმატებული ასპარეზობა არც “ჩელსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს გამორჩენიათ, მაგრამ ამ ბრძოლაში მთავარ ფავორიტად მაინც ზიდანის კლუბს ასახელებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ისაკის დებიუტი შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებში წელს შედგა. უცხოურმა პრესამ უკვე შეარქვა მას ზედმეტსახელი – “ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩი”.

უნდა დაენიშნა თუ არა მსაჯს პენალტი “ჩელსის” კარის მიმართულებით? (ვიდეო)

17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1), რამირესმა ლონდონელთა საჯარიმოში ხავიერ პასტორე წააქცია, მსაჯმა კი თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ზლატანს ცხვირის გამო დასცინიან

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.

ოთხშაბათს, “რენთან” გამართული მატჩის შემდეგ, კლუბის ოფიციალურმა არხმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ინტერვიუ ჩამოართვა, რის დროსაც იქ სახალისო რამ მოხდა.

“ფეინოორდის” ფეხბურთელის გასაოცარი გოლი

13 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, “პსვ ეინდჰოვენმა” საკუთარ მოედანზე “ფეინოორდი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დარილ იანმაატმა, უძლიერესი დარტყმის შემდეგ გაიტანა.