დღეს, 19:00 საათზე, საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი დაიწყება. ცნობილი გახდა შემადგენლობები, რომლითაც გუნდები აღნიშნულ შეხვედრაში იასპარეზებენ:
gbf.ge
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი დაიწყება. ცნობილი გახდა შემადგენლობები, რომლითაც გუნდები აღნიშნულ შეხვედრაში იასპარეზებენ:
gbf.ge
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის 2015 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში უნგრეთთან ერთი ქულით – 74:73 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი მაპსინძელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით 19:18 დასრულდა. მეორე მეოთხედი თანაბარი აღმოჩნდა, საბოლოოდ, დიდი შესვენების დაწყების წინ ტაბლოზე ანგარიში 37:36 დაფიქსირდა.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც ერთქულიანი უპირატესობით დაასრულა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე ეპიზოდი თავის სასარგებლოდ ვერ დაასრულეს, რასაც უნგრელებზე ვერ ვიტყვით, რომლებმაც ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ორი ქულით აჯობეს და მატჩი ანაგრიშით 74:73 მოიგეს.
საუკეთესო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაზა ფაჩულია იყო, რომლის მონაგარმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა. მასზე ერთი ქულით ნაკლები თორნიკე შენგელიამ დააგროვა.
რაც შეეხება სტუმრებს, მათი რიგებიდან 20 ქულით დავიდ ვოივოდა გამოირჩა.
უნგრეთი – საქართველო – 74:73 (19:18, 18:18, 17:19, 20:18)
უნგრეთი: ვოივოდა (20 ქ. 5 მ. 2 პ.), უიტმანი (15 ქ. 2 მ.), ტომასი (14 ქ. 3 მ. 6 პ.), ფერენცი (9 ქ. 1 მ.)
საქართველო: ფაჩულია (19 ქ. 6 მ. 2 პ.), შენგელია (18 ქ. 5 მ. 4 პ.), სანიკიძე (12 ქ. 2 მ.), ცინცაძე (6 ქ. 2 მ. 4 პ.)
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთის ნაკრები ანგარიში 6:1 დაამარცხა.
პორტუგალიელთა მესამე გოლი, რომელიც ჟელსონ მარტინსმა გაიტანა, ძალიან ლამაზი გამოდგა.
16 აპრილს, უნგრეთში, ერთ-ერთ ჩატარებულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა.
უნგრეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “დებრეცენსა” და “დიოსგიორს” შორის ჩატარებულ მატჩში ძალიან უცნაური რამ მოხდა.