სტერლინგი: “თუ “ლივერპულში” პრემიერლიგას ვერ მოვიგებდი, რატომ უნდა დავრჩენილიყავი?!”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა გამოცემა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა 2015 წელს “ლივერპული”.

“როდესაც “ლივერპულში” გადავედი, საკუთარ თავს ვუთხარი: “თუ 21 წლის ასაკამდე პრემიერლიგას ვერ მოვიგებ, აქ რატომ უნდა დავრჩე?! სხვა ვარიანტები უნდა განვიხილო”. მე ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალზედ ადრეულ ასაკში მივიღე. შემდეგ “მანჩესტერ სიტიში” გავაედი და პირველი საჩემპიონო თასიც მოვიგე”.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგს “ქალაქელთა” რიგებში ინგლისის პრემიერლიგა უკვე ორჯერ (2017–2018, 2018–2019) აქვს მოგებული.

რაჰიმ სტერლინგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. “დეილი მეილის” ცნობით, 23 წლის მოთამაშის ყოველკვირეული ანაზღაურება 180 ათასი გირვანქა სტერლინგიდან 300 ათასამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში ყველაზე მეტს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩილელ თავდამსხმელ ალექსის სანჩესს უხდიან, რომლის ხელფასიც კვირაში 350 ათას გირვანქას შეადგენს.

რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” 2015 წლიდან თამაშობს. მან “ქალაქელთა” რიგებში ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

რაჰიმ სტერლინგმა მიმდინარე გათამაშებაში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 14 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სტერლინგი: “მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა”

ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი “ლივერპულიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. ოფიციალურად არ ცხადდება, თუ რამდენი გადაიხადეს “ქალაქელებმა” 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ის კი ცნობილია, რომ “სიტის” ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერია.

სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“საოცარი გრძნობა მაქვს. დღეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესანიშნავი დღეა. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გავალ საწვრთნელ მოედანზე.

ინგლისის ნაკრებთან ერთად ყოფნისას ჯო ჰარტს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “მანჩესტერ სიტი” მართლაც კარგი გუნდია, რომელსაც ფანებიც საოცარი ჰყავს.

დიდ მადლობას ვუხდი რაფაელ ბენიტესს, რომელმაც 15 წლის ასაკში “ლივერპულში” მიმიყვანა. მადლობა ბრენდან როჯერსსაც, რომელმაც უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მომცა”, – სტერლინგის კომენტარი “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ევროპის ყველაზე ძირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელები

სპორტულმა ინტერნეტპორტალმა Soccerex.com-მა ევროპულ კლუბებში მოთამაშე ოცი ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა მოთამაშის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, რომელთა ასაკიც 2015 წლის პირველი იანვრისთვის 20 წელს არ აღემატებოდა. სიას “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ლიდერობს.

თითოეული ფეხბურთელის ღირებულება ბოლო ორ სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარეა გამოთვლილი. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია მოთამაშეთა კლუბები, კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა, ფეხბურთელთა სათამაშო პოზიცია, ტექნიკური შესაძლებლობები, ასაკი, მოქმედი კონტრაქტის ვადა, სანაკრებო მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობა, ტრავმებისა და მედიაში მოხსენიების სიხშირე.

რეიტინგი ასე გამოიყურება:

მოთამაშე: ეროვნება: კლუბი: ამპლუა: ასაკი: ღირებულება:
1. რაჰიმ სტერლინგი ინგლისი “ლივერპული” თავდამსხმელი 20 49,295
2. მარკინიოსი ბრაზილია “პსჟ” მცველი 21 39,768
3. მემფის დეპაი ჰოლანდია “მან იუნაიტედი” თავდამსხმელი 21 33,640
4. დომენიკო ბერარდი იტალია “სასუოლო” თავდამსხმელი 20 30,521
5. ხოსე ხიმენესი ურუგვაი “ატლეტიკო” მცველი 20 30,205
6. ჰაკან ჩალჰანოღლუ თურქეთი “ლევერკუზენი” ნახევარმცველი 21 27,431
7. მატეო კოვაჩიჩი ხორვატია “ინტერი” ნახევარმცველი 21 26,137
8. ხოსე გაია ესპანეთი “ვალენსია” მცველი 20 25,873
9. ლუკ შოუ ინგლისი “მან იუნაიტედი” მცველი 19 25,390
10. ემერიკ ლიაპორტი საფრანგეთი “ბილბაო” მცველი 21 23,956
11. კურტ ზუმა საფრანგეთი “ჩელსი” მცველი 20 22,726
12. იური ტილემანსი ბელგია “ანდერლეხტი” ნახევარმცველი 18 19,392
13. ალექსანდარ მიტროვიჩი სერბეთი “ანდერლეხტი” თავდამსხმელი 20 18,129
14. ანდერსონ ტალისკა ბრაზილია “ბენფიკა” ნახევარმცველი 21 18,091
15. ემრე ჯანი გერმანია “ლივერპული” ნახევარმცველი 21 17,026
16. ჯონ სტოუნსი ინგლისი “ევერტონი” მცველი 20 16,850
17. ანტონი მარსიალი საფრანგეთი “მონაკო” თავდამსხმელი 19 15,848
18. დივოკ ორიგი ბელგია “ლივერპული” თავდამსხმელი 20 15,261
19. კალუმ ჩემბერსი ინგლისი “არსენალი” მცველი 20 15,058
20. ექტორ ბელერინი ესპანეთი “არსენალი” მცველი 20 14,829

 

“ლივერპულის” პარტნიორმა მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა (ფოტო)

საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” პარტნიორმა – სარესტორნო ქსელმა Subway-მ მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდული გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთ მატჩს ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარებს. Subway-ს ავსტრალიურმა წარმომადგენლობამ ამ შეხვედრაზე დასასწრები VIP ბილეთების გათამაშება დაანონსა, თუმცა პოსტერზე გამოსახული “ლივერპულის” სამი მოთამაშიდან ორი რაჰიმ სტერლინგი იყო – ძველი და ახალი ვარცხნილობით. სავარაუდოდ, ის დანიელ სტარიჯში შეეშალათ.

მოგვიანებით ეს შეცდომა გამოასწორეს და ახალი პოსტერი გამოაქვეყნეს, რომელზეც ადამ ლალანა, რაჰიმ სტერლინგი, დანიელ სტარიჯი, ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპე კოუტინიო არიან გამოსახულნი.

Subway mistake

“მანჩესტერ სიტი” სტერლინგის სანაცვლოდ 40 მლნ ფუნტს იხდის

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ “ლივერპულს” 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას “დეილი მირორი” აქვეყნებს.

“ქალაქელთა” გარდა 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და მიუნხენის “ბაიერნი”.

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 35 შეხვედრა ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი გააკეთა.

 

“ლივერპული” სტერლინგის გასაყიდად მზადაა

ბრიტანული გამოცემა “მირორი” იუწყება, რომ “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგის გასაყიდად მზად არის. წყაროს თანახმად, მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

თავის მხრივ, “წითლები” “ასტონ ვილას” თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს, “პეესვე ეინდჰოვენის” შემტევის მემფის დეპაისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მილნერის დამატებას აპირებენ. ამ უკანასკნელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“სტოკის” ფეხბურთელი: “რაჰიმ სტერლინგზე მეტს უნდა მიხდიდნენ” (ფოტო)

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას უფრო მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადოს, ვიდრე “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგს უხდის. ირლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “რაჰიმ სტერლინგმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თუმცა ჯონათან უოლტერსზე ნაკლები აქვს გატანილი”. უოლტერსმა ამავე სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აკაკუნებს კლუბის ხელმძღვანელის კარზე.

“უკმაყოფილო ვარ. კვირაში მინიმუმ 120 ათასი ფუნტი მინდა”, – დაწერა უოლტერსმა.

Jonathan Walters Tweet

სტერლინგი და “ლივერპული” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა და კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან. კერძოდ, 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კვირაში არანაკლებ 100 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

ცნობისათვის, რაჰიმ სტერლინგს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტერლინგმა 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

 

“ლივერპული” სტერლინგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი იანვრის ბოლოს კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მას შემდეგ, რაც გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს, “ლივერპულის” მომავალ ლიდერად სწორედ სტერლინგს მოიაზრებენ.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს სურთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი სრული ნდობა გამოავლინონ და მას გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების 2020 წლამდე გახანგრძლივებაზე.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

 

სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს

“ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს და Golden Boy-ს ჯილდო გადასცეს.

აღნიშნული ჯილდო იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” 2003 წელს დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა.

20 წლის რაჰიმ სტერლინგმა ამ წოდების მოპოვებაში ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც არიან ადნან იანუზაი, ლიუკ შოუ, მარკინოსი, კურტ ზუმა, ჯონ სტოუნზი, კალუმ ჩემბერსი, დივოკ ორიგი, ლაზარ მარკოვიჩი და სხვა.

გამოკითხვაში სტერლინგმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის უეინჰ რუნის შემდეგ მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

 

“გადაღლილი” სტერლინგი ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლნგი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს.

თვითმხილველთა თქმით, სტერლინგს თან ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები — დანი უელბეკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლდნენ. მათი განცხადებით, სტერლინგი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა.

ესტონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სტერლინგი სასტარტო განაცხადში ფეხბურთელის დაღლილობის მომიზეზებით არ დააყენა.

Sterling