ბლანი: “თასის ფინალის წინ “მარსელზე” საკმაოდ დიდი ზეწოლაა”

ლორან ბლანმა საფრანგეთის თასის ფინალის წინ “მარსელის” ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის გადასარჩენად “მარსელს” აღნიშნული ტიტულის მოგება აუცილებლად სჭირდება.

“მარსელი” უდიდესი ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, რამეთუ ხვალ მათ საკუთარი სეზონის გადარჩენის შანსი მიეცემათ. ორივე კლუბზეა ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ზეწოლა არასდროს გვაფერხებს.

როდესაც “პსჟ-ში” ხარ, ერთადერთი რამ, რაც გინდა არის მოგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შაბათს სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მე მხოლოდ ჩემი გუნდის იმედზე ვარ.”

პსჟ ლიგის თასის მფლობელია

მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა “პარი სენ ჟერმენმა”. ედისონ კავანის დუბლის წყალობით პარიზელებმა ფინალურ შეხვედრაში “ლიონი” დაამარცხეს. ლიონელთაგან ერთი ბურთი ლიაკაზეტმა გაიტანა.