მიქელთაძე: “ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია ჩემი თამაშის ხარისხი”

ბექა მიქელთაძე კვიპროსის “ანორთოსისში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა “რუსთავი” სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და ლარნაკაზე გაფრინდა.

Fanebi.Com-ი ბექას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

– გქონდა თუ არა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შემოთავაზებები სხვა უცხოური კლუბებიდან? რატომ აირჩიე “ანორთოსისი”?

– კი, მქონდა. თუმცა, ვთვლი, რომ “ანორთოსისი” კარგი ტრამპლინია უკეთეს გუნდში მოსახვედრად. ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ ევროტურნირებზე მუდმივად თამაშობს და არა მარტო თამაშობს. გვახსოვს, ქეცბაიას დროს რა და როგორ გააკეთა “ანორთოსისმა”.

– კიდევ რომელი ქვეყნებიდან იყო შემოთავაზება?

– ბევრი ქვეყანა იყო, თუმცა არ მინდა დაკონკრეტება. ევროტურნირებზე არცერთი კლუბი არ მონაწილეობს.

– ნიკა კაჭარავამ თუ ივარჯიშა შენთან ერთად? და, ზოგადად, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი კლუბში?

– ჯერ ნიკა არ ჩამოსულა. დაახლოებით, 2-3 დღეში შევხვდები მას. ყველაფერი კარგად მიდის. აქ ქართველები ძალიან უყვართ.

 

– ამ ეტაპზე, როგორ აფასებ ნაკრებში შენი მოხვედრის შანსებს?

– ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია, როგორ ვითამაშებ. დაიწყება ჩემპიონატი და მერე ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი აბურჯანიას ულამაზესი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში

27 სექტემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “აია ნაპა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

“ანორთოსის” ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. თორნიკე მაისურაძემ მოედანზე 56 წუთი დაჰყო, ხოლო გიორგი აბურჯანიამ მატჩი სრულად ჩაატარა და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა 79-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.

პაპუნაშვილი ანორთოსისში?

ბოლო დღეებში კვიპროსული პრესა აქტიურად წერს გიორგი პაპუნშვილის “ანორთოსისში” შესაძლო გადაბარგებაზე.

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელს საკამოდ კარგი სეზონი ჰქონდა, რაც 19 წლის ნახევარმცველის ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაგვირგვინდა.

უმაღლესი ლიგის გასული სეზონის გათამაშებაში პაპუნაშვილმა 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისმა უკვე დაიმატა გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე.

გიორგი აბურჯანია “ანორთოსისში”

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას კვიპროსის “ანორთოსისში” განაგრძობს, ინფორმაციას ამის შესახებ Kerkida.net ავრცელებს.

როგორც ირკვევა, “ანორთოსისის” წარმომადგენლები 19 წლის ნახევარმცველს ელიტ-რაუნდში, შვეიცარიისა და კვიპროსის 19-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში აკვირდებოდნენ, ხოლო აბურჯანიამ მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი თბილისი “ლოკომოტივში” გაატარა. იქამდე კი, გორის “დილას” ღირსებას იცავდა. მან გორელთა მაისურით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.

“ანორთოსისს” გრიგალაშვილის დუბლი არ ეყო

26 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატში, “აელმა” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა. გრიგალაშვილმა “აელის კარში გოლები 22-ე და 59-ე წუთებზე გაიტანა.

გრიგალაშვილის გოლმა “ანორთოსისს” ვერ მოაგებინა

9 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში, “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამინა” მიიღო. შეხვვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში პირველი გოლი “ანორთოსისის” ქართველმა ნახევარმცველმა, შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა. მასპინძლებს სამი ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდათ, რადგან სტუმრებმა ანგარიშით 92-ე წუთზე გაათანაბრეს. გრიგალაშვილმა მოედანზე 77 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც შეცვალეს.

ებრაელმა ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა

4 იანვარს, ისრაელის ჩემპიონატში, “აპოლონმა” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მოშე ოჰაიონმა გაიტანა – მან მეტოქის კარის საკუთარი ნახევრიდან დალაშქრა.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსში ყოფილი გუნდის – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქეცბაიამ 10 ევროდ ღირებული ჩვეულებრივი ბილეთი იყიდა და შეხვედრას კლუბის ქომაგებთან ერთად მიადევნა თვალყური. მას გვერდს ქალიშვილი და მეუღლე უმშვენედნენ.

„ერმისსა“ და „ანორთოსის“ შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ორმა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო: „ერმისის“ რიგებიდან მატჩი სრულად ჩაატარა 36 წლის ნახევარმცველმა ლევან მაღრაძემ. „ანორთოსისის“ მხრიდან 66-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი