საქართველომ კვიპროსს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 3:1 დაამარცხა.

შეხვეედრა პირველივე წუთებიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. პირველი რეალური მომენტი ქართველებმა სტანდარტიდან შექმნეს. კვიპროსელები ძელმა იხსნა. ზუსტად სამ წუთში გოლის გატანის შანსი ზარანდიას მიეცა, თუმცა ამჯერად კვიპროსელები მეკარემ გადაარჩინა.

ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ხიფათი კვლავ სტანდარტის შემდეგ შეიქმნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ქიტეიშვილი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა – 0:1.

გატანილი გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. შესვენებამდე დევდარიანის შეგირდებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ყველაზე რეალური შანსი ისევ ქიტეიშვილს ჰქონდა, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შესძლო გატანა.

მეორე ტაიმი კვიპროსელებმა კარგად დაიწყეს. განსაკუთრებით შეტევის მარცხენა ფლანგზე კაციატი აქტიურობდა. გატანის რეალური შანსი ფრაგკოუს ჰქონდა, თუმცა მის ჩინებულად შესრულებულ ჯარიმას გოშაძე გაუმკლავდა.

67-ე წუთზე ნომინალურმა სტუმრების სტატუსში მოთამაშე ქართველებმა მეორე გოლი გაიტანეს. შორი მანძილიდან მოხევიშვილმა ჯარიმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა – 0:2.

ამის შემდეგ დევდარიანის გუნდს გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა 72-ე წუთზე დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომის გამო კვიპროსელებმა სხვაობის შემცირება შესძლეს. გოლის ავტორი კაციატი გახდა.

კვიპროსელებმა შეუტიეს და შეხვედრის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. საბოლოო ანგარიში ლუკა ზარანდიამ, ზუსტად შესრულებული პენალტით დააფიქსირა. მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელები ორშაბათს, რუმინეთთან ჩაატარებენ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მონტენეგრომ რუმინეთს მინიმალური ანგარიშით სძლია და ელიტრაუნდში ასპარეზობა გაინაღდა.

კვიპროსი 1-3 საქართველო

გოლები: ქიტეიშვილი 19′ (0:1); მოხევიშვილი 67′ (0:2); კაციატი 72′ (1:2); ზარანდია 83′ (1:3)

კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ვილერი, კატელარისი, ფრაგკესკო, ლილისი (ჩარალამპოსი 56′), ფრაგკოუ, კონსტანტინუ (ჩარალამბოსი 52′), პანაგი, ხრისტოდოლუ (მოზოროსი 71′), კაციატი.

საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ხარაიშვილი, ქიტეიშვილი (არაბიძე 73′), ჭანტურია, ზარანდია (მეხი 86′), კერძევაძე (ბერიძე 64′), შულაია.

კვიპროსი U19-საქართველოU19_68534 კვიპროსი U19-საქართველოU19_7595 კვიპროსი U19-საქართველოU19_6854 ოთო გოშაძე ლუკა ზარანდია_37038920 ლუკა ზარანდია_3733243 ლუკა ზარანდია_3734 კვიპროსი U19-საქართველოU19_98676 კვიპროსი U19-საქართველოU19_76965 კვიპროსი U19-საქართველოU19_76946

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ლობჟანიძის გოლი და გრიგალაშვილის საგოლე პასი ევროპის ლიგაზე

17 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ მოედანზე კვირპოსული “ომონია” მიიღო, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა და უჩა ლობჟანიძე იცავენ.

გრიგალაშვილი და ლობჟანიძე კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რაც შეეხება კაკუბავას, ის მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ანგარიში 36-ე წუთზე “ომონიას” მოთამაშე რობერტომ გახსნა, მას საგოლე პასი შოთა გრიგალაშვილმა გაუკეთა. საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, უჩა ლობჟანიძემ მეტოქის კარი თავური დარტმით აიღო – 0:2.

გრიგალაშვილის გოლმა “ანორთოსისს” ვერ მოაგებინა

9 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში, “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამინა” მიიღო. შეხვვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში პირველი გოლი “ანორთოსისის” ქართველმა ნახევარმცველმა, შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა. მასპინძლებს სამი ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდათ, რადგან სტუმრებმა ანგარიშით 92-ე წუთზე გაათანაბრეს. გრიგალაშვილმა მოედანზე 77 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც შეცვალეს.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსში ყოფილი გუნდის – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქეცბაიამ 10 ევროდ ღირებული ჩვეულებრივი ბილეთი იყიდა და შეხვედრას კლუბის ქომაგებთან ერთად მიადევნა თვალყური. მას გვერდს ქალიშვილი და მეუღლე უმშვენედნენ.

„ერმისსა“ და „ანორთოსის“ შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ორმა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო: „ერმისის“ რიგებიდან მატჩი სრულად ჩაატარა 36 წლის ნახევარმცველმა ლევან მაღრაძემ. „ანორთოსისის“ მხრიდან 66-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი