2 დეკემბერს გორში “დავით ყიფიანის სახელობის თასის” ფინალი გაიმართება, სადაც ქუთაისის “ტორპედო” და საჩხერის “ჩიხურა” ერთმანეთს დაუპირისპრდებიან. შეხვედრა 15:15 საათზე აიღებს სტარტს. მატჩზე დასწრება თავისუფალია, ხოლო მათთვის ვინც გორში ჩასვლას ვერ მოახერხებს, პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ორივე გუნდი “დავით ყიფიანის სახელობის თასის” გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ფინალამდე საკმაოდ რთული გზა განვლო.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში აღნიშნული გათამაშების პრიზიორი სწორედ ქუთაისის “ტორპედო” გახდა, რომელსაც წელს ფინალში მოსახვედრად თერჯოლის “საპოვნელას” (2:0), “სამტრედიას” (2:0), თბილისურ “შევარდენი 1906-ის” (2:1) და “დინამოს” დამარცხება მოუწია. სწორედ ამ უკანასკნელთან გამართა დიდი ბრძოლა “ტორპედომ”, ქუთაისში “რამაზ შენგელიაზე” ქართული დერბი ფრედ 0:0 დასრულდა და მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანებმა გადაწვიტეს.
რაც შეეხება საჩხერის “ჩიხურას”, 2017 წლის სეზონში ზემო იმერლები ეროვნულ ლიგა 1-ში, არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და გუნდმა ევრო ტურნირებზე მოსახვედრად აქცენტი სწორედ “ყიფიანის” თასსზე გააკეთა. საჩხერლებმა აღნიშნულ ტურნირზე 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი არ მიუღიათ. ზემო იმერლებმა პირველ ეტაპზე “ლესიჭინე” დაამარცხეს (7:0), ამის შემდეგ იყო “გაგრა” (2:0) და “დილა” (3:0), 1/2 ფინალში კი ხონის “იმერეთი” გაანადგურეს (5:0), რითაც გორში გასამართი ფინალის საგზური გაინაღდეს.
რაც შეეხება რაც შეეხება ხსენებულ გუნდებს შორის დღემდე გამართულ შეხვედრებს, “ჩიხურა” და “ტორპედო” ისტორიაში ერთმანეთს 20-ჯერ დაუპირისპირდნენ, 7 მატჩი საჩხერლებმა მოიგეს, 6-ში გამარჯვება ქუთაისს დარჩა, ხოლო 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გატანილი გოლების შეფარდება კი 23:21 არის “ჩიხურას” სასარგებლოდ.