24 ივნისს, ჩინეთის ჩემპიონატში “ჯიანგსუმ” საკუთარ მოედანზე “შანხაი შენხუა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან, ერთ-ერთი გოლი ცნობილმა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა ტიმ კეჰილმა გაიტანა.
24 ივნისს, ჩინეთის ჩემპიონატში “ჯიანგსუმ” საკუთარ მოედანზე “შანხაი შენხუა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან, ერთ-ერთი გოლი ცნობილმა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა ტიმ კეჰილმა გაიტანა.
სეად სალიჰოვიჩი კარიერას ჩინურ სუპერლიგაში გააგრძელებს. “ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ნახევარმცველი “გუიჩჟოუ ჟენხეს” ღირსებას დაიცავს. კონტრაქტი ერთწლიანია.
“ჰოფენჰაიმში 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კლუბის დატოვება მიჭირს. წინ ნამდვილი თავგადასავალი მელის, რომელსაც მოუთმენლად ველი” – განაცხადა სალიჰოვიჩმა.
ბუნდესლიგის დასრულებულ გათამაშებაში ბოსნიელმა 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ჩინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში საკმაოდ უცნაური გოლი გავიდა. ეს იმ დროს მოხდა, როცა მეკარე წყალს სვამდა.
21 მარტს, ჩინეთის ჩემპიონატში, “გუიჟოუ რენესა” და “შანხაი შენხინს” შორის გამართულ მატჩში (2:1), მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები პენალტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ კი, დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რის გამო დანიშნა მსაჯმა პენალტი ჩინეთის თასის ერთ-ერთ შეხვედრაში.
25 თებერვალს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ავსტრალიურ “ბრისბეინსა” და ჩინურ “გუოანს” შორის გამართულ შეხვედრაში, ჩინური გუნდის ფეხბურთელმა ერტონ ფეზულაუმ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა.
22 იანვარს აზიის თასზე, ჩინეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ავსტრალიელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა. შეხვედრაში ჩინელთა კარი ორივეჯერ ტიმ კეჰილმა დალაშქრა, მისი პირველი გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.
10 იანვარს, აზიის თასზე, ჩინეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის 62-ე წუთზე საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელს ნაიფ ჰაზაზის პენალტის დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. იქამდე სანამ პენალტს შეასრულებდნენ, ჩინელ მეკარე ვანგ დალეის 12 წლის ბიჭმა უკარნახა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდე მისი მეტოქე ბურთს.
ჩინეთს ნაკრების ნახევარმცველმა ჟენგ ჟიმ ახალ ზელანდიასთან ფრედ 1:1 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟისთან კონტრაქტის გაფორმება „ჩარლტონ ატლეტიკსა“ და გლაზგოს „სელტიკს“ სურათს.
აქვე წარმოგიდგენთ მისი გოლის ამსახველ ვიდეოს.
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი და ფიფას 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ფაბიო კანავარო ჩინური “გუანჩჯოუ ევერგანდის” მწვრთნელი გახდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე 41 წლის კანავარომ 66 წლის თანამემამულე, მარჩელო ლიპი შეცვალა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა კი დაასრულა და ჩინურ კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
შეგახსენებთ, ლიპი “გუანჩჯოუში” 2012 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩინეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და 2013 წელს აზიურ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.
10 ოქტომბერს, ჩინეთისა და ტაილანდის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:0), ტაილანდელმა მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა.
ტაილანდისა და ჩინეთის 23 წლამდე ნაკრებებს შორს გამართულ მატჩში (2:0) ორივე გუნდის ფეხბურთელების მიერ შექმნლი ლამაზი კომბინაცია ეფექტური გოლით დაგვირგვინდა.
დიახ, გოლის ეპიზოდში ორივე ნაკრებს მოთამაშეებმა მიიღეს მონაწილეობა: ერთ-ერთი შეტევის დროს ტაილანდელმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ქუსლით დააბრუნა, შემდეგ ჩინელმა მცველმა უხეიროდ ითამაშა და ასევე ქუსლით ბურთი კიდევ უფრო მიაახლოვა საკუთარ საჯარიმოს, საბოლოო ჯამში კი – ტაილანდელმა თავდამსხმელმა ადისაკ კრაისორნმა აკრობატულ ნახტომში ლამაზი გოლი გაიტანა.
გთავაზობთ ამ გოლის ამსახველ ვდეომასალას.