ვილიანი: “იმედი მაქვს, კვლავ შევძლებ მოურინიოსთან თანამშრომლობას”

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ ლონდონში რჩება, აღიარა, რომ მომავალში ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით სურს თამაში.

“მოურინიო საუკეთესო სპეციალისტია, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, კარგი მეგობრები ვართ.ხშირად ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, ვესაუბრებით. მასთან მუშაობისას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი, იმედი მაქვს, კვლავ შევძლებ მოურინიოსთან თანამშრომლობას.

არ ვიცი, იყო თუ არა ოფიციალური წინადადება “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან, მაგრამ ის ყოველთვის ესაუბრება ჩემს აგენტს და ეუბნება – “ჩემთან მოიყვანე, ჩემთან”.

ამაზე ბევრს, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ. ლონდონი გასაოცარი ქალაქია და აქ მე და ჩემი ოჯახი თავს დიდებულად ვგრძნობთ. ასე რომ, დიახ, აქ დარჩენას ვაპირებ,” – განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.

ვილიანი: “ჩელსიში” ბედნიერი ვარ”

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს, როგორც ამას უცხოური გამოცემები გვარწმუნებენ.

“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიხარია “ჩელსის” ფეხბურთელი რომ ვარ. მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოვიგებთ.

თავს მშვენივრად ვგრძნობ. სამი დღეა, რაც ვარჯიში განვაახლე და ბუნებრივია, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვარ. ყოველი მატჩისგან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი და ასე ნამდვილად შევძლებთ წარმატების მიღწევას,” -აცხადებს “ბარსელონას” სამიზნე.

მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთვარმა მწვრთნლმა მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნით, როგორებიც ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანი არიან. ძალიან მინდა ისინი კლუბში დარჩნენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დარჩებიან. თუმცა ბოლო პასუხს თვის ბოლოს გეტყვით, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მათ პირისპირ გავესაუბრები,”- აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარისა და ტიბო კურტუას ტრანსფერებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ვილიანის ტრანსფერზე კი უკვე სამჯერ მიმართა “ჩელსის” კატალონიურმა “ბარსელონამ”.

“ბარსელონამ” “ჩელსის” მესამე ოფიციალური წინადადებით მიმართა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ორჯერ მიღებული უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვილიანის, დამატებას.

Sky Sports-ის ცნობით, კატალონიელები უკვე მესამე თვეა, რაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავად ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასი და რამდენიმე ფორმალური დეტალია შესათანხმებელი.

კატალონიური გრანდი მზადაა, ვილიანის სანაცვლოდ, რომელიც ლონდონის “ჩელსის” გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 53 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ბრიტანული გამოცემიბს თანახმად, ვილიანს მაურიციო სარისთან თანამშრომლობის დიდი სურვილი არ გააჩნია და ის ანტონიო კონტეს წასვლის წინააღმდეგიც იყო. 2013 წელს “ანჟიდან” გადასვლის შემდეგ მან 236 მატჩი ჩაატარა “არისტოკრატთა” რიგებში და 44 გოლი გაიტანა.

“ბარსელონაში” კოუტინიოს ალტერნატივად ვილიანს განიხილავენ

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი სამიზნე ბოლო დროს ფილიპე კოუტინიოა, თუმცა 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – “ბარსელონაში”. შესაბამისად, ესპანელებმა გეგმა ბ-ც შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” 29 წლის ვილიანს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილავენ. ამიტომაც, ვილიანი მზადაა, კლუბი ზამთარშიც დატოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვილიანსა და კოუტინიოს ერთი აგენტი ჰყავთ – ჟულიანო ბერტოლუჩი.

ლონდონის “ჩელსიმ” უილიანის შემცვლელი უკვე იპოვა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან, კლუბიდან წასვლის უფლება მისცენ უილიანს, თუ ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ლუკას მოურად დამატებას შეძლებენ.

როგორც იცით, “არისტოკრატთა” რიგებში უილიანი წელსაც სათარადიგო ფეხბურთელად განიხილება და მოედანზე ცოტა დროს აძლევენ – შედეგად, პრემიერ ლიგის 12 მატჩში მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

Sunday Express ირწმუნება, რომ უილიანს ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს კარიერის გაგრძელება და იმედი აქვს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მეთაურობით ის ისევ შეძლებს ძველი ფორმის დაბრუნებას.

რაც შეეხება ლუკას მოურას, მან ლიგა 1-ის მხოლოდ 5 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.

ტიტე: “რატომ ვარჩიე უილიანს ფილიპე კოუტინიო?”

ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გმოც ნაკრებში უილიანის ნაცვლად “ლივერპულის” ვარსკვლავი, ფელიპე კოუტინიო დააწინაურა.

“რატომ ვარჩიე კოუტინიო უილიანს? მას ტყუილად არ ეძახიან “პატარა ჯადოქარს” (“ლივერპულის” ფანებმა ასეთი სახელი შეარქვეს ფილიპეს). ასეთი გადაწყვეტილები მიღება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ახლა ეს სწორედ კოუტინიოს მომენტია.

თავისი პასებით კოუტინიოს მეტოქის დაცვის გაჭრა შეუძლია, ამასთანავე ის საკმაოდ კარგად ქმნის სივრცეებსაც შეტევისთვის. მომწონს მისი მობილურობა. ბოლო თამაშებში ის საკმაოდ კარგად ეხმარებოდა გუნდს.”

აზარმა ვილიანს გასახდელთან ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

გუშინ პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ჰალ სიტის”, ანგარიშით, 2-0 მოუგო. გოლები ვილიანმა და კოშტამ გაიტანეს.

შეხვედრის შემდეგ კონტეს შეგირდები კარგ ხასიათზე იყვნენ, რაც ამ ვიდეოშიც აისახა.

საოცარი მსგავსება დიეგო კოშტასა და მის ძმას შორის (ფოტო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც დიეგო კოშტა მის ძმასთან და მეგობართან ერთადაა. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მსგავსება, რომელიც “ჩელსის” ფეხბურთელსა და საკუთარ ძმას შორისაა. გეტყვით, რომ ეს ორი ადამიამი ტყუპები არ არიან.

20160822_153626

ვილიანმა “ჩელსისთან” ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ვილიანმა “ჩელსისთან” ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, ბრაზილიელი “სტემფორდ ბრიჯზე” 2020 წლამდე დარჩება.

მართალია, რომ “არისტოკრატებმა” უკვე მოასწრეს ბატშუაის შეძენა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა ვილიანის კონტრაქტის გახანგრძლივება პირველი დიდი ნაბიჯია, რომელიც უშუალოდ ანტონიო კონტემ გადადგა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოვახერხე – ეს ჩემი ოცნება იყო. მაქსიმალურად ვეცდები, მომდევნო 4 წლის მანძილზე კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

“სტემფორდ ბრიჯზე” მოსვლის დღიდან 3 წელი გავიდა და ეს პერიოდი მართლაც რომ გასაოცარი მონაკვეთი იყო ჩემს კარიერაში. აქ მე ტიტულები მოვიგე, გასულ წელს კი “ჩელსის” წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავსახელდი. იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე დარჩენას შევძლებ.” – განუცხადა ბრაზილიელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ვილიანი: “ჩელსი” მომავალ წელს ტიტულებს მოიგებს … თუ სეზონი კარგად დავიწყეთ”

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ვილიანს სჯერა, რომ ანტონიო კონტესთან ერთად მომავალ სეზონში “ჩელსი” წარმატებების მიღწევას შეძლებს.

“ჩვენ გაცილებით უკეთ დავიწყებთ სეზონს, ვიდრე ეს ბოლოს გავაკეთეთ. თუ სეზონს კარგად დავიწყებთ, ტიტულების მოგებას შევძლებთ.

“ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში პირადად მე დიდი პროგრესი განვიცადე. ეს არის ის, რაც ფეხბურთში ყოველთვის სასურველ რამედ ითვლება. ახლა კი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონს კიდევ უფრო კარგად ჩავატარებ.”

სესკ ფაბრეგასმა ვილიანს ბურთი სახეში გაარტყა (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში სესკ ფაბრეგასმა წაქცეულ ვილიანს ბურთი სახეში გაარტყა.