ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

რუმენიგე: “რონალდუს ტრანსფერი? 33 წლის ფეხბურთელში ამდენს არასოდეს გადავიხდიდით”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე სატრანსფერო ბაზარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასების ასეთი ზრდა “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ქმედებებმა გამოიწვია. რუმენიგე რონალდუს ტრანსფერსაც შეეხო.

“საფეხბურთო სამყაროში ფულის ასეთი ინფლაცია “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” კისერზეა,” – აცხადებს “ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი Merkur-თან საუბრისას.

“ნახეთ რა შეძლო “რეალმა” მაშინ, როდესაც მათი დანახარჯები მინიმალური იყო. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სულაც არ არის აუცილებელი გიჟური ტრანსფერების განხორციელება, ჩვენი ფილოსოფიაც სწორედ ასეთია.

რონალდუს ტრანსფერი? გამიკვირდა ანდრეა ანიელიმ ასეთი რამ რომ დაუშვა, მაგრამ “იუვენტუსის” მდგომაროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ამის გამართლებაც. ჩვენ არასოდეს ჩავდებდით ასეთ თანხას 33 წლის ფეხბურთელში,” – განაცხადა რუმენიგემ.

“ბაიერნმა” რენატუ სანჩეშის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან რენატუ სანჩეშის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა აწ უკვე გასული სეზონი “სუონსიში” გაატარა.

რენატუ სანჩეში “ბაიერნში” ბრუნდება. ნიკო კოვაჩი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ძველი დიდება დაუბრუნოს,” – აცხადებს რუმენიგე ,” – აცხადებს რუმენიგე Münchener Merkur-თან საუბრისას.

“რენატუმ ორი ძალიან რთული სეზონი განვლო. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მას, ოქროს ბიჭუნას, ყველაფერი გაურთულა.

ის მუდამ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაშობდა და ჩვენ მისი ყოველთვის გვჯეროდა. ასეა ახლაც,” – განმარტავს რუმენიგე.

რუმენიგე: “თუ ვინმეს შეუძლია “რეალის” დამარცხება, ეს “ბაიერნია”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დარწმუნებულია, რომ “რეკორდმაისტერს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ორმატჩიან დუელში “რეალის” დამარცხება შეუძლია.

ასეთ თვითდაჯერებულობას მას გერმანიის თასის ნახევარფინალში მოპოვებული დიდებული გამარჯვება ჰმატებს “ლევერკუზენთან” (2-6):”ეს ჩვენი რეალური ძალის დემონსტრირება იყო, ჩვენ საკმაოდ მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს.

გუნდის თითოეულ ფეხბურთლს სჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და ვთვლი, რომ ამ მომენტში “ბაიერნის” ფანობა სამოთხისეულ ნეტარებას ჰგავს.

მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგანაც თუ ვინმეს შეუძლია მადრიდის “რეალის” დამარცხება, ეს მიუნხენის “ბაიერნია”,” – აცხადებს რუმენიგე.

რუმენიგე: “ბარსელონას” გორეცკას გადაბირება უნდოდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, რომ არა “ბაიერნი”, “ბარსელონა” მზად იყო “შალკედან” ლეონ გორეცკა გადაებირებინა.

“ჩვენ რომ არ გაგვეხორციელებინა ლეონის ტრანსფერი, ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ის “ბარსელონაში” გადასულიყო. საერთო ჯამში, ეს მოვლენა გერმანული ფეხბურთისთვის საზიანო იქნებოდა.

ლეონი წარმოუნდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, ამასთანავე ის ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და თანაც გერმანელი. ძალიან არასწორი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან მისი გადაბირების შანსი რომ არ გამოგვეყენებინა,” – აცხადებს რუმენიგე.

რუმენიგე ტოლისოს ტრანსფერზე: “ეს ანჩელოტის სურვილი იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ლიონის” ფრანგი ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს ტრანსფერს, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლის გატანა შეძლო.

ტოლისოს ტრანსფერი მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც შეფასა:”ძალიან მოხარულები ვართ ისეთი ფეხბურთელის დამატებით, როგორიც ტოლისოა.

ის ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მისი დამატება პირადად კარლო ანჩელოტის სურვილი იყო,” – აცხადებს რუმენიგე.

22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, “ბავარიელებს” 37 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტოლისომ გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ბაიერნმა” ზაფხულის ტრანსფერები უკვე დაგეგმა

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნეების ვინაობაზე უკვე შეთანხმდნენ.

“დირექტორთა საბჭომ კარლო ანჩელოტისთან ერთად უკვე განიხილა სატრანსფერო მიზნები და იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელთა ტრანსფერებზეც უნდა ვიმუშავოთ.

მომავალი სეზონისთვის ისეთი გუნდი გვეყოლება, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლის ფავორიტი იქნება. ტრანსფერებზე მუშაობას ახლა ვიწყებთ,” – აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელებმა უკვე განახორციელეს სებასტიან რუდისა და ნიკლას სულეს ტრანსფერები, რომლებიც აქამდე “ჰოფენჰაიმის” რიგებში ირიცხებოდნენ.