რუმენიგე: „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიულერში რეკორდულ თანხას გვთავაზობდა“

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღიარა, რომ 2015 წელს მიუნხენურმა კლუბმა თავდამსხმელი ტომას მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რეკორდული თანხის სანაცვლოს არ გაუშვა.

„მიულერი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის მიუნხენის გვერდით დაიბადა, აქ განათლება მიიღო და გულშემატკივართა თვალში გმირი გახდა. გასულ წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ არანორმალური წინადადება ჰქონდა, მაგრამ მას არ გადავხედეთ. თანსხმობის შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთსთვის რეკორდულ თანხას მივიღებდით“, – ციტირებს რუმენიგეს FAZ.

რუმენიგე: “პეპის ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ პეპ გვარდიოლას ბოლო მატჩი “რეკორდმაისტერი” მწვრთნელის რანგში არა თასის ფინალი, არამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო.

“მინდა ამ საღამოს ერთი გმირი გამოვყო და ეს გმირი პეპ გვარდიოლაა. ჩვენ მასთან ერთად სამი წელი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამი წელი დიდებული იყო. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ, ეს თასი მეშვიდე იყო.

მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ არის ერთი რაღაც, რაც ძალიან მაბრაზებს – ის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ვიქნებით ერთად.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს თუ განვიხილვათ, მივხვდებით, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ და ფინალის საგზურიც დავიმსახურეთ, თუმცა მილანში ვერ ვითამაშებთ. ეს ცოტა არ იყოს მაბრაზებს კიდეც, პეპის ბოლო მატჩი ჩემპიონთ ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო.

ჰიონესმა ჩვენ ტრიპლეტი მოგვაგებინა, რომ არა პეპი, მომავალ წელს დუბლს ვერ მოვიგებდით. ასეთი წარმატებული წლის შემდეგ ძალიან რთულია დუბლის გაფორმება. ჩვენ მისი მადლობელნი უნდა ვიყოთ.”

რუმენიგე: “ლევანდოვსკისთან თამაშს არ ვაპირებთ”

კარლ-ჰაინც რუმენიგე დარწმუნებულია, რომ რობერტ ლევანდოვსკი მომავალში კვლავ “ბაიერნის” მაისურით იასპარეზებს და უარყოფს პოლონელის წასვლის შესაძლებლობის არსებობას.

“ლევანდოვსკის კონტრაქტის გახანგრძლივების პოტენციალზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.”- განუცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა Kicker-ის ჟურნალისტს.

“არ ვაპირებთ მის აგენტთან თამაშს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი სიმშვიდის საფუძველზს გვაძლევს.” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის რობერტ ლევანდოვკით, რომლის კონტრაქტის 2019 წლის ზაფხულში იწურება, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა არის დაინტერესებული.

რუმენიგე: „სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატების დაწყების წინ უნდა იხურებოდეს“

„ბაიერნის“ ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ეროვნული ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა იხურებოდეს.

„ეს საკითხი აუცილებლად განსახილველია. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. შესაძლოა, მომავალში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა დაიხუროს“, – განაცხადა რუმენიგემ.

რუმენიგე პლატინის ემხრობა

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას შესანიშნავად გაუძღვება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ პლატინი გახლავთ.

“პლატინი ფიფასთვის კარგი პრეზიდენტი იქნება. უეფასთან და განსაკუთრებით მიშელთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ერთად შევქმენით ევროპულ კლუბთა ასოციაცია. მთელი კარიერის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთის მრჩევლები ვიყავით. ჩვენ ამ დრომდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა მის პროგრამას ჯერ არ გავცნობივარ”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AFP.

 

რუმენიგე: „რეინა „ბაიერნიდან“ წავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მართვის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმ,ენიგემ აღიარა, რომ მეკარე პეპე რეინა კლუბს დატოვებს.

„რეინა „ბაიერნს“ დატოვებს. ამის შესახებ მან თვითონ გვთხოვა. მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ვფიქრობ, ის „ნაპოლიში“ დაბრუნდება“, – განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ რეინა „ბაიერნში“ განვლილის ეზონის დაწყების წინ გადავიდა და მიუნხენურ კლუბში მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.

რუმენიგემ “ატლეტიკო” გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მადრიდის “ატლეტიკოს” თამაშს გამოეხმაურა და ესპანურ კლუბს სათამაშო სტილი დაუწუნა.

“მინდოდა, რომ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გვეთამაშა. ფეხბურთი სიხარული და გართობაა, მაგრამ ამ კლუბში ასე არ ფიქრობენ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ სასურველი კლუბი არ გვყავს, თუმცა არც მათ ენდომებათ ჩვენთან მოხვედრა. აქ ევროპის საუკეთესო კლუბებმა მოიყარეს თავი და მიხარია, რომ ჩვენც ნახევარფინალში ვართ”, – რუმენიგეს სიტყვები ესპანურმა “ასმა” გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

 

რუმენიგე კომპენსაციას ითხოვს

ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში გადატანის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი-2022 ყატარში გაიმართება, სადაც ივნის-ივლისში საკმაოდ ძლიერი სიცხეა. დღე-დღეზე უნდა დამტკიცდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, რაც რიგი ევროპული ფედერაციების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ თავიანთი ჩემპიონატების განრიგის შეცვლა მოუწევთ.

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კალენდარი უნდა შეიცვალოს და მუნდიალის განრიგს მოერგოს. ევროპული კლუბები და ლიგები ამ ცვლილების შედეგად დაზარალდებიან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიყოს კომპენსაცია, რომელიც მუნდიალის განრიგის შეცვლის შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს”, – რუმენიგეს სიტყვებს ITV ციტირებს.

 

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი მის კლუბისთვის სერიოზული დარტყმაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალმა“ სახეში ჩაგვარტყა. ამ საღამოს ნადმვილი კატასტროფა გადავიტანეთ. თუმცა ჩვენ ხოსეპ გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე მარცხია, თუმცა ამჟამად ფუნდამენტალურ პრობლემებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა რუმენიგემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუმენიგე: „ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი იქადნებოდა, „ალიანს არენაზე“ „რეალს“ ჯოჯოხეთს მოვუწყობთო, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე, კუპრში დამწვარს „ბაიერნი“ უფრო ჰგავდა.

„ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო. მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ნამდვილი ფიასკო განვიცადეთ.

არის თუ არა პეპ გვარდიოლა დამნაშავე? ჩვენ კომპეტენტური მწვრთნელი გვყავს. კი ბატონო, მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალმა“ დიდებულად ითამაშა“, – რუმენიგეს სიტყვები „ასმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი