მცველ მარტინ მონტოიას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი, რომელიც იჯარით „ინტერში“ გამოდის, „ბარსელონაში“ არ დაბრუნდება.
„ეს სისულელეა. მარტინი იტალიურ ფეხბურთს ეჩვევა, მას გუნდის წამყვან მოთამაშედ გასახდომად დრო სჭირდება. ის მშვიდადაა და „მილანთან“ მოგებული დერბით კმაყოფილია. ახლა მონტოია მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ კარგად იმუშაოს და გუნდს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გამოადგეს“, – თვლის ხუან დე დიოს კარასკო.