რაულმა ამერიკაში კიდევ ერთხელ გაიტანა (ვიდეო)

24 მაისს, ამერიკის NASL-ში, “ნიუ იორკ კოსმოსმა” საკუთარ მოედანზე “სან ანტონიო სკორპიონსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე, ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა რაულმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდის სათადარიგოთა რიგებში იყო ზურაბ ცისკარიძე, ამერიკის მოქალაქეა.

“ნიუ იორკ კოსმოსის” რიგებში რაულს დებიუტი 4 აპრილს ექნება

“ნიუ იორკ კოსმოსის” რიგებში რაულის დებიუტი 2015 წლის 4 აპრილს შედგება, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური გაიმართება. 37 წლის ესპანელი თავდამსხმელი პირველ შეხვედრას “ფორტ ლოდერდეილის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

უკვე 18 აპრილს რაული “ნიუ იორკ კოსმოსის” საშინაო არენაზე ითამაშებს პირველად. იმ შეხვედრაში მისი გუნდი “ტამპა ბეი რაუდისს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ რაულმა ამერიკულ კლუბთან ოქტომბრის ბოლოს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელი ფეხბურთელი “ნიუ იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მომავალი წლიდან რაული კლუბის აკადემიაშიც დასაქმდება.

 

რაულმა ახალი კლუბისთვის სარგებლიანობის მოტანა უკვე დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული ამერიკულ “ნიუ იორკ კოსმოსში” გადავიდა. კლუბის კომერციული დირექტორი ერიკ სტოუვერი აცხადებს, რომ ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის მისვლამ უკვე მოახდინა გუნდზე დადებითი ეფექტი.

“ჩვენი გუნდის ფანები რაულის შეძენით აღფრთოვანებულები არიან.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ბილეთებისა და საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვების რაოდენობა. რაულის დამატება ჩვენი კლუბის ისტორიის იმ მონაკვეთებს ჰგავს, როდესაც ჩვენთან პელე და ფრანც ბეკენბაუერი მოვიდნენ”, – ციტირებს “კოსმოსის” კომერციული დირექტორის სიტყვებს “ასი”.

 

რაული კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

მადრიდის “რეალის” ლეგენდარული კაპინატინი რაული კარიერის დასრულებას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით 36 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კარიერა ნიუ-იორკის “კოსმოსში” გააგრძელოს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რაული ყატარში ასპარეზობს და ახალი სეზონიდან მწვრთნელობის დაწყებაზე ფიქრობდა. თუმცა, როგორც ჩანს ესპანელმა ახალი თავგადასავლის დაწყება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ “კოსმოსის” ღირსებას სხვადასხვა პერიოდში ლეგენდარული პელე და ფრანც ბეკენბაუერი იცავდნენ. ნიუ-იორკის გუნდი ამჟამად აშშ-ს რანგით მეორე ლიგაში, NASL-ში ასპარეზობს.