19-წლამდელების გადამწყვეტი სამზადისი იწყება

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, უეფას 19-წლამდელთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნით ფაზაში გადადის.

გიორგი დევდარიანი და მისი გუნდი შეკრებაზე არიან და ყოველდღიურ ვარჯიშებს ატარებენ.

1 სექტემბერს კი, ნაკრები გუნდი სლოვაკეში მიემგზავრება, სადაც შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოვაკეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების 19-წლამდე ნაკრებებთან.

ამჟამად კი, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში ნაკრების სტაჟიანი ფეხბურთელების გარდა, ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი აკვირდება. შესაბამისად, ნაკრებში ბევრი ახალი სახეა.

მეკარეები: რომეო ტურავა („მერანი“, მარტვილი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“)

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი („სპარტაკი“, ცხინვალი), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი), ლაშა ჯინჭარაშვილი („სიონი“, ბოლნისი), გიორგი გოცაძე („მეტალურგი“, რუსთავი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ვეკუა, დემურ ჩიხლაძე (ორივე „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), საბა კვერნაძე, ოთარ კობახიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადიშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი)

დღეს, გუნდს შეუერთდება ნაკრების ძირითადი ბირთვი „საბურთალოდან“ – ბექა ქურდაძე (მეკარე), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი (მცველები), გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ნახევარმცველები), გიორგი ხორხელი(შემტევი).

აქვე გაგაცნობთ იმ 19 ფეხბურთელის სიას, რომელთაც გიორგი დევდარიანი სლოვაკეთში წაიყვანს:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი),  შალვა სანიშვილი („პიაჩენცა“, იტალია), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ალექსანდრე შერაზადიშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი)

გუნდს სლოვაკეთში შეუერთდება კიდევ ერთი ახალწვეული – ლადო მოხევიშვილი, რომელიც დევდარიანის ნაკრების დებიუტანტია. მოხევიშვილი ნახევარმცველია და ესპანურ „ლევანტეში“ ირიცხება.

3 სექტემბერი, 19:00. პრადი

სლოვაკეთი U19 vs საქართველოU19

 

5 სექტემბერი, 19:00. სენეცი

საქართველოU19 vs არაბთა გაერთიანებული საემიროებიU19

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი მზადებას თბილისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ჯგუფის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები რუმინეთის, კვიპროსისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. მატჩები 8, 10 და 13 ოქტომბერს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელები: ბოლო ვარჯიში თბილისში, შეკრება გერმანიაში

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი გამთენიას გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ელიტრაუნდისწინა დასკვნით შეკრებას გაივლის.

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“);

მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი გაფრინდაშვილი („დილა“, გორი);

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი (ყველა „დინამო“ თბილისი);

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა)

ნაკრების ახალწვეული – ალექსანდრე შერაზადაშვილი გუნდს გერმანიაში შეუერთდება. 22 მაისს, პირდაპირ შვეიცარიაში ჩავლენ ნაკრების ლიდერები – მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რადგან მათ 21 მაისს, „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალი უნდა ითამაშონ.

ვასილ მაისურაძის გუნდი გერმანიის საკურორტო ქალაქ გარმიშპატერკირხენში იცხოვრებს და იქ მოემზადება. 18 მაისს, ჩვენს გუნდს ამხანაგური შეხვედრა ექნება მიუნხენის „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდთან. ელიტრაუნდამდე მეტი ამხანაგური მატჩი აღარ იქნება. ნაკრები შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრება.

სფფ-ის პრესსამსახური