ბათუმელებთან მატჩის წინ

კვირას, 30 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” უმასპინძლებენ.

ბათუმელთა და ზესტაფონელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლის 18 სექტემბერს იღებს სათავეს – “ზესტაფონისა” და ბათუმის “დინამოს” პირველ მატჩს ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა სტუმართა განადგურებით 5-0 დასრულდა. საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ დღემდე ეს ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როდესაც მარგველებმა აჭარლებთან დაპირისპირება დათმეს.

იმერული კლუბისათვის სადებიუტო სეზონის მეორე წრის შეხვედრა 2004 წლის 20 ნოემბერს ზესტაფონში შედგა და მასპინძელთა მცირე რევანშით დასრულდა – 2-1. გამარჯვებულთაგან გოლები გოჩა სულაკაძემ და დავით ჩიღვინაძემ გაიტანეს.

მორიგი მატჩი 2005 წლის 20 მარტს ბათუმში გაიმართა და უგოლოდ 0-0 დასრულდა (სხვათაშორის, სწორედ 0-0 გახლავთ იმერულ-აჭარული დუელების ისტორიაში ყველაზე “პოპულარული” ანგარიში, ასეთი ანგარიშით 5 საჩემპიონატო და ერთიც სათასო შეხვედრა დასრულდა). შემდეგ მატჩს, რომელიც 2005 წლის 18 მაისს შედგა, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ლანჩხუთმა უმასპინძლა – შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა და ზაზა ზირაქიშვილის დუბლის წყალობით გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს – 2-0.

შემდეგი შეხვედრა უკვე საქართველოს XVII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. 2005 წლის 11 ნოემბერს მას ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის ფრედ 2-2 დასრულდა (იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გრიგოლ იმედაძემ და ზურაბ იონანიძემ გამოიჩინეს). მეორე წრის მატჩი 2006 წლის 22 აპრილს ზესტაფონში ჩატარდა და ფრედ 0-0 დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა XVIII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 2006 წლის 17 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული მატჩიც, სამაგიეროდ, 2007 წლის 7 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში ზესტაფონელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა – 4-0. შალვა ღონღაძის და გოგი ფიფიას გოლებს ნიკა კვასხვაძემ (2-0; 4-0) დუბლი მოაყოლა.

ზუსტად ასეთი ანგარიშებით დასრულდა ბათუმურ-ზესტაფონური მატჩები მომდევნო სეზონშიც – 2007 წლის 24 ნოემბერს ზესტაფონელებმა აჭარელი სტუმრები 4-0 (გიორგი (პაჭელო) ჭელიძე, ჟონატას ოლივეირა ტორესი, გოგი ფიფია და ზურაბ იონანიძე) დაამარცხეს, ხოლო 2008 წლის 11 მაისს გამართულ მატჩში 0-0 დაფიქსირდა.

კიდევ ერთი უგოლო ფრე, მასპინძელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, იხილა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ 2012 წლის 2 სექტემბერს. ამ გუნდების ბოლო ოფიციალური შეხვედრა კი 2012 წლის 18 ნოემბერს შედგა და ისევ ფრედ 3-3 დასრულდა. იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ალექს ბენაშვილმა, თორნიკე გორგიაშვილმა და ბერდია შარვაძემ გამოიჩინეს.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 4-ში იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს ბათუმელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 17:11 იმერელთა სასარგებლოდ.

FCZestafoni.GE

თბილისის „დინამოს“ დუბლებმა ბათუმელები დაამარცხეს

დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის გუნდმა ბათუმის დინამოს დუბლებს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, ნემსაძემ კი გაათანაბრა 31- ე წუთზე. მანამდე კობახიძემ ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანიდან გათანაბრება. პირველი ტაიმის ბოლოს კვერნაძემ ითამაშა ზუსტად და დააწინაურა მასპინძლები. მეორე ტაიმში ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს ანგარიში 2:2. შეხვედრის დამატებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი კობახიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა 3:2 თბილისელთა სასარგებლოდ.

დინამო თბ 3:2 დინამო ბთ (დუბლები)

დინამო თბ (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, კირკიტაძე (ქანთარია 55), გადრანი, ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 55), ო. კობახიძე (ლოჩოშვილი 93), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 93)

fcdinamo.ge

ასლან ბალაძე: “გამარჯვება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო”

თბილისის “დინამოსთანა” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი ბათუმის “დინამოს” მწვრთნელმა, ლევან ხომერიკმა გააკეთა.

ასლან ბალაძე: “გამორჩეული, ტრადიციული გუნდების დაპირისპირება იყო. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. „დინამო“ ძლიერი გუნდია. პირველ ტაიმში სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც გაამართლა. მეორე ნახევარში აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ. გამარჯვება ჩვენთვისაც მოულონდელი იყო. ვულოცავ ჩემს ფებურთელებს. „დინამო თბილისი“ ერთ-ერთი წარმატებული, ახალგაზრდული გუნდია. ჩვენს გულშემტაკივრებს კი ვეტყოდი, რომ ცოტა მოთმინება გვმართებს. ვმუშაობთ და შედეგი აუცილებლად იქნება.”

დინამო თბილისი vs დინამო ბათუმი – მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს. გუნდების დაპირისპირება დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევროასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა.

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

მიმდინარე წლის მარტიდან აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელად- ლევან ხომერიკი დაინიშნა. პირველი ლიგა გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო. მიმდინარე გათამაშებაში ბათუმელები 11 ჩატარებული შეხვედრიდან დაგროვებული 14 ქულით, გათამაშების ცხრილის მე- 11 ადგილზე იმყოფებიან.

დინამომდე

ბათუმის დინამომ სეზონი რუსთავის მეტალურგთან მარცხით გახსნა 1:2. ამას ზღვისპირელებმა ზედიზედ სამი გამარჯვება მიაყოლეს. ორი ჩემპიონატში და ერთიც თასზე. შესაბამისად ფოთის კოლხეთთან და დილასთან 1:0 და ჭიათურასთან 5:0. შემდეგ მონაცვლეობით მარცხი და გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 0:2 და 3:1. ცხინვალის სპარტაკთან განცდილი მარცხი 0:1 და ფრე ქუთაისის ტორპედოსთან 2:2. ბათუმელებმა შემდეგი ორი თამაში წააგეს. თასზე ჭიათურასთან 0:2 და ჩემპიონატში სამტრედიასთან 0:2. იმავე ანგარიშით იმარჯვეს ზღვისპირელებმა ზუგდიდთან, რასაც მოჰყვა მარცხი გურიასთან 0:1. ბოლო მატჩი ბათუმელებმა საყაიმო ანგარიშით დაამთავრეს- 0:0 ჩიხურასთან.

დინამო თბ VS დინამო ბთ  – ურთიერთშეხვედრები

ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი ტრადიციულად უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 46– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 45 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 5 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/41 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ– ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთ–ხუთჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2 წლის წინ 11 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჯაბა დვალმა და ჩისკომ დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი- ნიკოლოზ ჭანტურია ვერ იასპარეზებს. ნიკამ ყვითელი ბარათების ლიმიტს გადააჭარბა.

დინამო თბ VS დინამო ბთ  – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს– ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . ფიფია და კაკაბაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გლუშჩუკი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილს მატჩი არ უმსაჯია. ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მან განსაჯა 2 ნოემბერს გამართული- მერანი 1:0 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ირაკლი კვირიკაშვილიმა ხუთჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი და ერთხელაც მსაჯმა წითელი ბარათი გამოიყენა.

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამინაშვილი – ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მგელაძე, ჩირიკაშვილი – მუჯირი, შონია, თევდორაძე, მახარაძე, დიასამიძე – ტატანაშვილი

FCDinamo.GE

6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 6 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.
6 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მტკვრისპირელთა აქტივში ოთხი გამარჯვებაა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და სამჯერ მეტოქემ მიაღწია წარმატებას. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/11 დინამოს სასარგებლოდ.
1938 წელს თბილისელებმა მოსკოვის მეტალურგი 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში ბერძენიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა. 1957 წელს დინამო სახლში დამარცხდა კიშინიოვის ბურევესტნიკთან სამი უპასუხო ბურთით. 1962 წელს ფრე 1:1 კიეველ თანაკლუბელებთან. გოლი საკუთარ კარში შჩეგოლკოვმა გაიტანა. 1976 წელს მარცხი მოსკოვის ტორპედოსთან 0:1. ერთი წლის შემდეგ ჩელებაძის და ყიფიანის გოლებით დინამოელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი 2:0 დაამარცხეს. 1983 წელს თბილისელებმა სტუმრად მოსკოვში 1:0 აჯობეს ადგილობრივ ცსკა- ს. გამარჯვების გოლი ჩივაძემ გაიტანა.
1994 წელს დინამოელებმა რუსთავის მეტალურგი დაჯაბნეს 4:1. ყაველაშვილის დუბლს თითო გოლი კორღალიძემ და ნემსაძემ მიამატეს. 2002 წელს მტკვრისპირელებს ვიტ ჯორჯიამ 1:0 აჯობა, ხოლო 2011 წელს ისევ ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირება ფრე 2:2. გოლები ალვაროს და კახელიშვილის ანგარიშზეა.

fcdinamo.ge

დილა – დინამო ბათუმი 0:1

გორში გამართული ადგილობრივი “დილას” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართული შეხვედრა სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა.

ასლან ბალაძე: “უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას”

“მეტალურგი” – “დინამო ბათუმის” დასრულების შემდეგ მატჩი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ასლან ბალაძემ შეაფასა.

ასლან ბალაძე: “თამაშით უკმაყოფილო ვარ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დღვანდელ მატჩი თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას. 

პირველი ტაიმის შემდეგ ცენტრალური ხაზის გაძლიერება მუჯირის შემოყვანით ვცადეთ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და სამწუხაროდ დავმარცხდით. “მეტალურგს” გამარჯვებას ვულოცავ”.  

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

მეტალურგმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს, რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე საქართველოს 26-ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ბათუმის “დინამოს” უმაპსინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტში გუნდებმა სწრაფი გოლები გაცვლაეს. მე-7 წუთზე რუსთაველებმა მარჯვენა ფლანგიდან კარგი შეტევა განახორციელეს. ქავთარაძის ჩაწოდებას საჯარიმოში სიხარულიძე გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სტუმრები არ დაიბნენ და გათანაბრება მომდევნო შეტევაში მოახერხეს. ბედიაშვილთან პირისპირ დარჩენილ შონიას გატანა არ გასჭირვებია.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდიანარეობდა. სიცხის გამო, გუნდები საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად მატჩიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.

რუსთაველები ხიფათს ძირითადად სტანდარტულებიდან ქმნიდნენ. გატანის შანსი მეტოქის საჯარიმოში ჩასულ ცნობილაძეს მიეცა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

37-ე წუთზე სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება ბათუმელებმა ჩირიკაშვილის ძალისხმევით მოიპოვეს. ჯარიმის დარტყმა დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ტაიმის ბოლო წუთზე “მეტალურგმა” გატანა მოახერხა, რასაც ბათუმელთა პროტესტი მოჰყვა. “დინამოელების” აზრით მეტოქემ ბურთი კარში ხელით გადაგზავნა. მსაჯმა პაუზის შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება დაიძაბა, თუმცა ფეხბურთელების დაწყნარება მალევე მოხერხდა.

მეორე ნახევარი “მეტალურგის” იერიშებით დაიწყო. რუსთაველები ხიფათს კვლავ სტანდარტულებიდან ქმნიდნენ.

მე-60 წუთზე გატანა “დინამოს” შეეძლო. სტუმრების რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩირიკაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველს გასცდა და კარში დაარტყა, თუმცა ბათუმელთა შვიდიანს ხელი ძელმა შეუშალა.

66-ე წუთზე კი რუსთაველები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. მორიგი კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით დაჩი ცნობილაძემ ისარგებლა და ბურთი კარში ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა – 2:1.

დარჩენილ დროში “დინამო” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა სტუმრებმა ვეღარ შესძლეს. “მეტალურგმა” ანგარიში შეინარჩუნა და ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვება იზეიმა.

მეტალურგი 2:1 დინამო ბათუმი

გოლები: სიხარულიძე 7′ (1:0); შონია 8′ (1:1); ცნობილაძე 66′ (2:1)

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ვ.კილასონია, ნარიმანიძე (გ, კილასონია 40′), ექვთიმიშვილი, ქავთარაძე, კაკაშვილი (ქიტეიშვილი 56′), ვასაძე, ცნობილაძე, სიხარულიძე (ტორონჯაძე 58′), ხაბელაშვილი. 

სათადარიგოები: ნადირაშვილი, გოცაძე, გელაშვილი, მიქ აუტაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, მაკარიანი, სუხიაშვილი, ვარშანიძე (თევდორაძე 83′), შონია, მახარაძე, ბერიაშვილი (ტატანაშვილი 46′), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (მუჯირი 46′). 

სათადარიგოები: მამინაშვილი, გოგიტიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, 

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_03რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_06 რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_05 რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_04

„დინამო“ 1 – 0 „დენიზლი“

თურქულ შეკრებაზე ბათუმურმა კლუბმა მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად დინამოელებს თურქული პირველი ლიგის წარმომადგენელი „დენიზლისპორი“ დაუპირისპიდა. შეხვედრა, რომელიც ბათუმური კლუბის უპირატესობით წარიმართა, „დინამოს“ გამარჯვებით 1 – 0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, ქათამაძის გადაცემით თემურ შონიამ გაიტანა.

გოლი: შონია (81 წთ.)
დინამო – ალავიძე, ქორიძე, მგელაძე(გავაშელიშვილი 46 წთ.), მახარაძე (ქათამაძე 60 წთ.), სუხიაშვილი (პაჭკორია 60 წთ.) – შონია, გოგიტიძე (გოგიტიძე 65 წთ.), თევდორაძე (მუჯირი 46 წთ.), ჩირიკაშვილი – კაკალაძე (კაკალაძე 46 წთ.), ბერიაშვილი (ზივზივაძე 46 წთ.).

შემდეგ მატჩს დინამო 28 ივლისს, თურქმენულ “აშხაბადთან” გამართავს.

dinamobatumi.com

ბათუმის დინამომ დენიზლისპორი დაამარცხა

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.

დღეს, ბათუმელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი თურქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ, “დენიზლისპორთან” გამართეს. შეხვედრა ქართული გუნდის მინიმალური გამარჯვები, 1-0 დასრულდა. მატჩის ბოლოს გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი შონია გახდა, რომელსაც ასისტენტობა ქათამაძემ გაუწია.

“ბუნიოდკორი” 0 – 0 “დინამო”

ბათუმურმა კლუბმა უზბეკურ „ბუნიოდკორთან“ კიდევ ერთი მატჩი გამართა, ამჯერად შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე, 0 – 0 დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში უზბეკური კლუბი გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა ტაიმის მიწურულს აშბას შეეძლო გოლის გატანა – დინამოელთა ნახევარმცველმა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გააცუდა. შესვენების დროს გაკეთებული ცვლილებების შემდეგ უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ. მეტოქის კარის აღების კარგი შანსი სუხიაშვილმა გაუშვა ხელიდან.

„დინამო“ მომავალ მატჩს, 26 ივლისს, თურქულ „დენიზლისპორთან“ გამართავს.

დინამო: ალავიძე, ქორიძე, ქათამაძე, მახარაძე, მაკარიანი, ვარშანიძე (შონია 46 წთ.), გოგიტიძე, მუჯირი (თევდორაძე 46 წთ.), აშბა (მგელაძე 80 წთ.), პაჭკორია (სუხიაშვილი 46 წთ.) და ზივძივაძე (კაკალაძე 46 წთ.).

DinamoButumi.GE

დინამომ თურქეთში ორი ამხანაგური გამართა

უმაღლეს ლიგაში დაბურნებული ბათუმის “დინამოს” მომავალი სეზონისთვის ემზადება. ბათუმელები შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც გუშინ და დღეს ორი შეხვედრა გამართეს. ქართული გუნდის მეტოქეები ირანული “პერსეპოლისი” და უზბეკური “ბუნიოდკორი” იყვნენ.

ამხანაგური მატჩი 18.07.
ბათუმის “დინამო” 1 – 4 “პერსეპოლისი”
გოლი: ჩირიკაშვილი
შემადგენლობა: ალავიძე, ქორიძე, მგელაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, შონია, მახარაძე, მუჯირი, ჩირიკაშვილი, კაკალაძე(პაჭკორია), ზივზივაძე

ამხანაგური მატჩი 19.07
დინამო 1-0 ბუნიოდკორი (უზბეკეთი)
გოლი: ბერიაშვილი
შემადგენლობა: ტაკიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ქათამაძე, მაკარიანი, ვარშანიძე, გოგიტიძე, თევდორაძე(მახარაძე), აშბა, პაჭკორია(ჩირიკაშვილი), ბერიაშვილი(კაკალაძე)

ფოტო: http://dinamobatumi.com/