გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პედრო როდრიგესი ზაფხულში კარიერის გასაგრძელებლად ახალ კლუბს იპოვის.
ნეიმარი-სუარესი-მესის ტრიო ესპანელ წინახაზელს გუნდის დატოვებას აიძულებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 28 მატჩიდან მან მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, სასტარტოში კი ამ მატჩების ნახევარი დაიწყო.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი შეხვდება ხელმძღვანელობას, რათა მისი მომავალი განიხილოს. 27 წლის შემტევს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება.
პედრო კატალონიური გუნდის აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის გარდა, არსად უთამაშია.