“ოთხშაბათს კასილიასის და რონალდუს წასვლის შესახებ გახდება ცნობილი”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ აგუსტინ როდრიგესმა განაცხადა, რომ იკერ კასილიასი და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებენ. “სამეფო კლუბის” ვეტერანმა ისიც ივარაუდო, რომ ამის შესახებ ესპანური პრესა ოთხშაბათს დაწერს.

“დარწმუნებული ვარ, რომ კასილიასი და რონალდუ “რეალს” დატოვებენ. ამის შესახებ ესპანური პრესა ოთხშაბათს დაწერს” – განაცხადა როდრიგესმა მარკასთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში კასილიასი გულშემატკივრებმა უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს. მადრიდული პუბლიკა არც რონალდუს თამაშითაა აღფრთოვანებული. გავრცელებული ინფორმაციით, ფანების გარკვეული ნაწილი კლუბის ბაზასაც ესტუმრა და რონალდუს გამოსვლის დროს ლეო მესის სახელის სკანდირება დაიწყო.



კასილიასი: “ანჩელოტიმ “რეალის” ფანებს ღიმილი დაუბრუნა”

მადრიდის “რეალის” კიპერმა, იკერ კასილიასმა კლუბის მთავარი მწვრთნელის მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. მადრიდულთა კარის დარაჯი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ იტალიელი სპეციალისტის მოწვევით სწორი ნაბიჯი გადადგა.

“ანჩელოტიმ კლუბის ფანებს ღიმილი დაუბრუნდა და ნანატრი დესიმაც მოიპოვა. 2014 წელი “რეალისთვის” ჯადოსნური იყო. ოთხი ტიტული მოვიგეთ, რისი გაკეთება ანჩელოტიმდე ვერავინ შეძლო” – განაცხადა კასილიასმა

ანჩელოტიმ “რეალი” 2013/14 წლების სეზონში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

რეალი: ვინ ითამაშებს ატლეტიკთან?

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით რაფაელ ვარანი ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

იტალიელი სპეციალისტის ცნობით ფრანგის ნაცვლად სასტარტოში გამოჯანმრთელებული პეპე ითამაშებს.

ასევე, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “რალის” კარს მომდევნო შეხვედრაში იკერ კასილიასი დაიცავს და მოედანზე პირველი წუთებიდან ხამეს როდრიგესიც გამოვა. ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც კარგ ფორმაშია.

“რეალის” თავკაცმა სამი ხედირას მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გემრანელის დაბრუნებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.

პეპე: “კასილიასს უსტვენდნენ? გულშემატკივარი ყოველთვის მართალია”

მადრიდის “რეალის” მცველმა პეპემ “ატლეტიკოსთან” მატჩის დროს გულშემატკივართა ქმედებებზე გააკეთა კომენტარი.

“რეალის” ფანებმა საკუთარი გუნდის მეკარეს იკერ კასილიას ობსტრუქცია მოუწყვეს. შეხვედრა “ატლეტიკოს” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“კასილიას უსტვენდნენ? მე ეს არ გამიგია, თუმცა  გულშემატკივარი ყოველთვის მართალია” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ასევე, 31 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ ახლა “სამეფო კლუბს” ფანების მხარდაჭერა განსაკთრებულად ესაჭიროება.

“ამ მარცხის ახსნას ვერ ვპოულობ. ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ და რაც შეიძლება მეტი ვიშრომოთ. გულშემატკივართა მხარდაჭერა ახლა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს” – ამბობს პეპე.

ანჩელოტი: “კასილიასიც და ლოპესიც პირველი ნომრები არიან”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის მეკარე, იკერ კასილიასი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩში კარგი თამაშის შემდეგ შეაქო. შეგახსენებთ, მადრიდელებმა “ესპანიოლის” დამარცხება მოახერხეს მინიმალური ანგარიშით. იკერმა კი, ახალი რეკორდი დაამყარა და კარს მშრალად უკვე 592 წუთის განმავლობაში ინახავს.

“მინდა მივულოცო იკერს. ის შესანიშნავ ფორმაშია. ეს რეოკორდი მან საკუთარი შრომით დაიმსახურე და ამით გუნდსაც ეხმარება. რაც მთავარია, ჩვენი ორივე კიპერი სტაბილურობით გამოირჩევა და მეც თამამად მივმარტავ როტაციას. ასე რომ კასილიასიც და ლოპესიც ჩვენთან პირველ ნომრები არიან” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ჩეხი: “საუკეთესო ნოიერი გახდება”

ლონდონის “ჩელსის” მეკარე, პეტარ ჩეხი თვლის, რომ FIFPro-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ “ბაიერნის” კიპერი მანუელ ნოიერი დასახელდება.

ჩეხმა აღნიშნა, რომ გერმანელმა გასულ სეზონში კლუბთან ერთად მნიშნელოვანი ტიტულები მოიგო.

“მიუნხენელებმა სამ ფრონტზე მიაღწიეს წარმატებას. ამიტომ, ვთვლი, რომ იკერ კასილიასს წელს მანუელ ნოეირი შეცვლის მსოფლიო ნაკრებში. მაგრამ არჩევანის გაკეთბა მაინც რთული იქნება” – განაცხადა ჩეხმა.

რობენი: “კასილიასისთვის გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მექნება”

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი მუნდიალზე იკერ კასილიასისთვის აპირებს გოლის გატანას.

“ბაიერნის” მოთამაშეს ამის შანსი ნამდვილად ექნება. წილისწყრის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლუი ვან გალის ნაკრების მოწინააღმდეგეები ავსტრალიის, ჩილეს და ესპანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

“კასილიასის კარში გოლის გატანის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. ესპანეთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება, ჩილეს გუნდი კი ყველაზე სახიფათო. მუნდიალის მთავარი ფავორიტი, ჩემი აზრით, ბრაზილიის ნაკრები იქნება” –  განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის, არიენ რობენი კასილიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა ესპანელმა მეკარემ ჰოლანდიელს არ გაატანინა.