ფაბიანსკი: “მზად ვართ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სათამაშოდ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს, ლუკაშ ფაბიანსკის სჯერა, რომ მისი გუნდი ევრო 2016-ის C ჯგუფის გახსნითი მატჩისთვის სათანადოდ არის მომზადებული.

“სიმართლე გითხრათ მათი თამაში არ გამიანალიზებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული მატჩი გველის. თავის დაცვა გაგვიჭირდება.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან ძალზედ დაძაბულ მატჩს ველით. გაგვიმართლა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მოგვიწია თამაში. ასე უკეთ ვიცით, თუ რას უნდა ველოდეთ მათგან.” – განაცხადა ფაბიანსკიმ.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად გერმანიისა და უკრაინის ნაკრებებიც იმყოფებიან.

ფაბიანსკი „სუონსიში“ გადავიდა

ლონდონის „არსენალმა“ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკის „სუონსი სიტიში“ ტრანსფერი დაადასტურა.

პოლონელმა გოლკიპერმა უელსურ კლუბთან წინასწარი შეთანხმების გაფორმებაც კი მოასწრო, რის შესახებაც „მეთოფეთა“ ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ „არსენალში“ ფაბიანსკი შვიდი წლის განმავლობაში ირიცხებოდა. აღნიშნულ პერიოდში „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მან 78 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 შეხვედრაში პოლონელმა კარი მშრალად შეინახა.

ალექსანდრე მატევოსოვი