მაიკლ ოუენმა “ელ კლასიკოს” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გავხდებით. ბოლო პერიოდის მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მატჩის ირგვლივს ინტერესი საკმაოდ დიდია. ესპანურმა გამოცემა Marca-მ, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, მაიკლ ოუენს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელთაც “ელ კლასიკოში” მიუღიათ მონაწილეობა.

მეკარე: კასილასი;
მცველები: პუიოლი, რამოსი, კარლოსი;
ნახევარმცველები: მ. ლაუდრუპი, ზიდანი, კრუიფი, ინიესტა;
თავდამსხმელები: მესი, რონალდუ, მარადონა.

ოუენი: „როჯერსი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს“

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელის მაიკლ ოუენის აზრით, მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გუნდში მინიმუმ ერთი წლით უნდა დარჩეს.

„როჯერსი დიდი ზეწოლის ქვეშაა, თუმცა, ვფიქრობ, მას დრო უნდა მიეცეს.

12 თვის წინ „ლივერპული“ ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებდა, „ენფილდზე“ შეკრებილი მაყურებელი ლამაზ თამაშს უყურებდა.

ვიცი, რომ აქამდე „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას და სხვა ტიტულებსაც იგებდა, თუმცა მაშინ ეს საუკეთესო გუნდი იყო. პრემიერლიგის მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. სწორედ ამის გამო როჯერსი, მინიმუმ, კიდევ ერთი წლით დარჩენას იმსახურებს. ბრენდანის მოსვლამდე გუნდი გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა ოუენმა „BT Sport“-ის ეთერში.

ოუენმა „ლივერპულის“ აკადემიის ბავშვებთან ითამაშა

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა მერსესაიდული კლუბის აკადამია მოინახულა.

„ახლახანს „ლივერპულის“ აკადემიის ბავშებთან ფეხბურთი ვითამაშე. ათ წუთში დავიღალე და სიმართლე რომ გითხრათ, მეგონა, რომ მოედანზევე გონებას დავკარგავდი. ფორმაში საერთოდ აღარ ვარ“, – დაწერა ოუენმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

ოუენი ორიგის დაბრუნების აუცილებლობას ხედავს

“ლივერპულის”, “რეალის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდმა მაიკლ ოუენმა მერსისაიდული კლუბის შეტევის ხაზზე ისაუბრა.

“როჯერსის ადგილზე რომ ვიყო “ლილს” რამდენიმე მილიონს გადავუხდიდი და დივოკ ორიგის იჯარიდან დავიბრუნებდი. თუმცა, შაბათს “ჰალ სიტის” წინააღმდეგ ძირითადში მაინც ბალოტელის დავაყენებდი. მისი ფანი არ ვარ, თუმცა მას გაცილებით მეტი კლასი აქვს, ვიდრე სხვებს. წარუმატებლობა მხოლოდ ბალოტელის ბრალი არ არის” – წერს ოუენი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.

 

რომელი რვა ფილმი აქვს ნანახი კინოების მოძულე მაიკლ ოუენს

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი გამოტყდა, რომ სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ რვა ფილმი აქვს ნანახი. ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ფილმების ყურება მოსაწყენია და მხოლოდ ხანგრძლივი ფრენებისას, დროის გასაყვანად გამოდგება.

მაიკლ ოუენს შემდეგი რვა ფილმი აქვს ნანახი: “როკი”, “შერკინება”, “მოჩვენება”, “იურული პარკი”, “სწრაფი ვირაჟი”, “ფავორიტი”, “კარატისტი ბიჭუნა”, “ფორესტ გამპი”.

ფილმებისადმი ოუენის უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გახდა ქილიკის საგანი და ინტერნეტსივრცეში ამასთან დაკავშირებული სახალისო ფოტოებიც ვრცელდება.

OWEN FILM1OWEN FILM

მაიკლ ოუენის აცილება

Ice Bucket Challenge-ის ტრადიციულად ქცეული აქცია დღეს ბირმინგემში “ვილა პარკზე” განხორციელდა. საპასუხისმგებლო მისია ვეტერან ფეხბურთელ მაიკლ ოუენს დაეკისრა, თუმცა “ლივერპულის” მეგოლემ “მიზანს ააცილა”.

ოუენი: „ალბათ, რონალდუ ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა“

მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა კრიშტიანუ რონალდუს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა.

“ჩემი აზრით, რონალდუ, ალბათ, ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. სწრაფია, გოლებს იტანს, ორივე ფეხით შეუძლია თამაში, თავით შესანიშნავად ურტყამს.

კრიშტიანუ ამტანია და ყველა მატჩს ატარებს. ისეთი რამ არ არსებობს, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია“, – ოუენის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

ოუენი მუნდიალის ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის.

„არგენტინის ნაკრებს მუნდიალის მთავარ ფავორიტად ვთვლი. არგენტინელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სერხიო აგუერო და ლეო მესი უდგანან სათავეში.

მათთან მატჩში ძალიან ძნელი იქნება კარის მშრალად შენახვა. არგენტინის ნაკრები პრაქტიკულად სახლში თამაშობს, ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ამ სიმაღლესა და ამინდს.

არგენტინელებს დაცვაში აქვთ გარკვეული ხარვეზები, თუმცა მათ იციან, როგორ დაიყვანონ ხიფათი მინიმუმამდე. დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელები უფრო მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე დანარჩენი გუნდები“, – ოუენის სიტყვებს Sportlobster-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელებს მეტოქეებად ირანის, ნიგერიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები ჰყავთ.

ბექა დოგრაშვილი

მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის წლის გუნდი შეადგინა

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 2001 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სიმბოლური გუნდი შეადგინა. ოუენის ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“);
მცველები: პაბლო ზაბალეტა („მანჩესტერ სიტი“), ჯონ ტერი (ლონდონის „ჩელსი“), მარტინ შკრტელი („ლივერპული“), ლეიტონ ბეინსი (ლივერპულის „ევერტონი“);
ნახევარმცველები: ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“), სტივენ ჯერარდი („ლივერპული“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“);
თავდამსხმელები: ლუის სუარესი („ლივერპული“), დანიელ სტარიჯი („ლივერპული“).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი („ლივერპული“).

ბექა დოგრაშვილი

მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის ლიდერები შეაფასა

„ლივერპულის“, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერებზე გააკეთა კომენტარი. ინგლისელის თქმით, ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგაში კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდი სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით  35 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევრებს – „ლივერპულსა“ და ლონდონის „ჩელსის“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

„არსენალი“
„მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ „არსენალს“ წარუმატებელი მატჩი ჰქონდა, ლონდონელები ლიდერობას დამსახურებულად აგრძელებენ. ჩემი აზრით, ლონდონურ გუნდს არ ჰყავს იმ რაოდენობის უმაღლესი დონის მოთამაშე, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ზოგიერთი მუდმივად მეუბნება, რომ მესუთ იოზილი მსოფლიო დონის მოთამაშეა, თუმცა ამ არასტაბილურობით გამოჩნდა მისი რეალური სახე. მას შემთხვევეითი გამობრწყინებები ახასიათებს, ისიც არაფრით გამორჩეულ მატჩებში“.

„ლივერპული“
„ჩემი აზრით, „ლივერპულმა“ დაიმსახურა ტიტულის კანდიდატთა შორის მოხსენიების უფლება. დიდი ხნის განმავლობაში „წითლები“ ლიდერებს უკან იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრენდან როჯერსს სოლიდურ თანხას გამოუყოფენ. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, თუ სეზონის ბოლოს პირველ ადგილზე სწორედ „ლივერპული“ იქნება“.

„ჩელსი“
„სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ჩემპიონატს „ჩელსი“ მოიგებდა, თუმცა ახლა ეს რთული შესაფასებელია. ეს გუნდი უმაღლესი დონის თავდამსხმელის ნაკლებობას განიცდის. ჟოზე მოურინიოს რამდენიმე ტიპიური 10-ნომრიანი ჰყავს: მატა, ოსკარი, შიურლე, ვილიანი და აზარი. მათ ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ. ფერნანდო ტორესის, დემბა ბას და სამუელ ეტოოს უმაღლესი დონის მიუხედავად, მათ ვერ იპოვეს გუნდში თავიანთი ადგილი. მოურინიო, რა თქმა უნდა, შეცდა, როდესაც რომელუ ლუკაკუ იჯარის წესით „ევერტონში“ გაანათხოვრა. იანვარში გუნდს გაძლიერების შესაძლებლობა კი ექნება, მაგრამ სეზონის შუა პერიოდში უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატება იშვიათად ხდება. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოურინიოს თავკაცობით „ჩელსი“ კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ „განსაკუთრებულს“ თავისი სახელის გამართლება შეუძლია“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“
„მოიესი ფელაინის ყიდვით მყისიერ ეფექტს ელოდა. მარუანს დიდად ვაფასებ, მაგრამ მგონია, რომ ის ვერ ერგება „მანჩესტერ იუნაიტედს“. „ევერტონიდან“ ბარკლის გადმოყვანა უმჯობესი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარება, რომ მოიესი კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს“.

„მანჩესტერ სიტი“
„ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ ტურნირის საუკეთესო გუნდია. „ქალაქელები“ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან“.

„ტოტენჰემი“
„მგონია, რომ გარეტ ბეილის გაყიდვით ნაშოვნი ფული „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ უყაირათოდ გახარჯა. გუნდმა უკან გადადგა ნაბიჯი. თუ უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, მაშინ თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესონ. ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის ანდრე ვილაშ-ბოაშს. „დეზებისთვის“ ეს გადამწყვეტი იქნება“.

ბექა დოგრაშვილი