„ლივერპულმა“ „საუთჰემპტონისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რიკი ლამბერტი გაიფორმა. ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულმა გუნდმა 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო. ლამბერტმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც მერსისაიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება.
ცნობისათვის, ლამბერტი მერსისაიდელია და სწორედ „ლივერპულის“ აღზრდილი გახლავთ.
ინგლისის პრემიერლიგის 2013-13 წლების სეზონში ლამბერტმა 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გაკეთა. საერთოდ კი, ინგლისელ ფეხბურთელს „საუთჰემპტონის“ რიგებში 2009 წლიდან მოყოლებული 235 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 117 გოლი – გატანილი.
ბექა დოგრაშვილი