ლამბერტი “ლივერპულს” “ვესტ ბრომვიჩით” შეცვლის

გამოცდილი თავდამსხმელი კარიერას პრემიერ ლიგის შუაადგილოსან გუნდში გააგრძელებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რიკი ლამბერტი სამედიცინო შემოწმებას გადის და შემდეგ კონტრაქტს პრემიერ ლიგის მე-13 ადგილოსანთან გააფორმებს.

“წითლებმა” 33 წლის შემტევი გასულ ზაფხულს “საუთჰემპტონიდან” 5.5 მილიონის სანაცვლოდ შეიძინეს, მაგრამ მან ბრენდან როჯერსის გუნდში ვერ გაამართლა და 36 მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

გარდა რიკისა, “ლივერპული” გუნდიდან ორ თავდამსხმელს, ფაბიო ბორინის და მარიო ბალოტელის უშვებს, რომელთაც იტალიური კლუბები იწვევენ.

“ტოტენჰემმა” ლამბერტს დაუმიზნა

“ქათმები” ახალ თავდამსხმელს ეძებენ.

ლონდონის “ტოტენჰემი” იწყებს მოლაპარაკებას “ლივერპულთან”, 33 წლის თავდამსხმლის, რიკი ლამბერტის თაობაზე.

ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბი ეძებს გამოცდილ შემტევს ტონგოელის შემცვლელად, რადგან დიდი ალბათობით, ემანუელ ადებაიორი კლუბს შეიცვლის.

აღსანიშნავია, რომ რიკი ლამბერტის სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ფუნტია.

გასულ სეზონში, ვეტერანმა ინგლისელმა 25 პრემიერლიგურ მატჩში ორჯერ გაიტანა.

წყარო: Daily Mail

“ვესტ ბრომვიჩს” ლამბერტი სჭირდება

“ლივერპულის” ფორვარდი, რიკი ლამბერტი, შესაძლოა, “ვესტ ბრომვიჩში” გადაბარგდეს.

Liverpool Echo-ს ცნობით, ბირმინგემელები მერსისაიდელებს უახლოეს მომავალში სატრანსფერო წინადადებით მიმართავენ.

33 წლის ფორვარდი, რომელიც ბრენდან როჯერსის ფორმაციის გუნდის ძირითადში ვერ ხვდებოდა, ქპრ-ს და “ბორნმუთის” ყურადღებაც მიიპყრო.

გასულ სეზონში ლამბერტმა წითლების შემადგენლოაში 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

ქპრ ლამბერტზე ოცნებობს

გამოცდილმა რიკი ლამბერტმა, შესაძლოა, მომდევნო სეზონი ჩემპიონშიპში გაატაროს. მისი გადაბირება პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ქპრ-ს სურს.

გუშინ ლონდონლებმა გუნიდან 10 ფეხბურთელი, მათ შორის რიო ფერდინანდი, ჯოი ბარტონი და ბობი ზამრა გუშვეს, რაც კლუბის ბიუჯეტზე დადებითად აისახა.

გარდა ამისა, გუნდიდან მოსალოდენლია ჩარლი ოსტინის წასვლა, რომელიც გასულ სეზონში გატანილი 18 გოლის შემდეგ ჩემპიონშიპშიც ალბათ არ ითამაშებს. მის შემცვლელად კი ლონდონელები სწორედ ლამბერტს მოიაზრებენ, რომელსაც “ლივერპულში” ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს.

მიმდიანრე სეზონში გამოცდილმა შემტევმა 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილებოა და 2 გოლი გაიტანა.

ლამბერტი, შესაძლოა, “ჩელსიში” აღმოჩნდეს

ლონდონის “ჩელსი” შემადგენლობის გაძლიერებას ფორვარდით აპირებს. “არისტოკრატები” დიდიე დროგბას შემცვლელს ეძებენ, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ვაკანტურ პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტი “ლივერპულის” 33 წლის შემტევი, რიკი ლამბერტია, რომელმაც მერსისაიდულ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.

მიმდინარე სეზონში ლამბერტმა პრემიერლიგის 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

„ლივერპულმა“ რიკი ლამბერტი გაიფორმა

„ლივერპულმა“ „საუთჰემპტონისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რიკი ლამბერტი გაიფორმა. ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულმა გუნდმა 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო. ლამბერტმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც მერსისაიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება.

ცნობისათვის, ლამბერტი მერსისაიდელია და სწორედ „ლივერპულის“ აღზრდილი გახლავთ.

ინგლისის პრემიერლიგის 2013-13 წლების სეზონში ლამბერტმა 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გაკეთა. საერთოდ კი, ინგლისელ ფეხბურთელს „საუთჰემპტონის“ რიგებში 2009 წლიდან მოყოლებული 235 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 117 გოლი – გატანილი.

ბექა დოგრაშვილი