ბორჯღალოსნები მზარდ იტალიელებთან ითამაშებენ
დასკვნითი რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველო და მზარდი იტალია შეხვდებიან ერთმანეთს. გუნდებს თითო მოგება აქვთ. წინა რაუნდში მოპოვებული ბონუსით იტალიელები მეორე ადგილს იკავებენ.
იტალიელთა მწვრთნელი ანდრეა კავიტანო კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით ესპანელთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველ რაუნდში ისინი არგენტინასთან დამარცხდნენ – „ჩვენ შევდექით როგორც გუნდი. ესპანეთთან თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ. ახლა საჭიროა კიდევ ერთხელ დავდგეთ, რათა ჩვენი ძალები საქართველოს წინააღმდეგ გამოვცადოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან საქართველო მასიური და დიდი ფიზიკური ძალის მქონე გუნდია.”
მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც ელემენტარულად ვერ გამოვიყენეთ. განსაკუთრებით შერკინებაში მოვიკოჭლებდით. რეალურად რომ შევხედოთ, მოცემული შესაძლებლობებიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მოვიგებდით თამაშს. განხილვისას ბევრი პოზიტიური ასპექტიც დავინახეთ. მათი გადატანა აუცილებელია ხვალინდელ შეხვედრაში. მზარდი იტალია ძლიერი მოწინააღმდეგეა – კარგი შერკინება ჰყავს. წინ უკომპრომისო შეხვედრა გველის.”
იაგუარებს თასის მოპოვებამდე ერთი მატჩი დარჩათ
ხვალ 19:00 საათზე არგენტინელი იაგუარები ესპანეთს შეხვდებიან და ეცდებიან თბილისის თასი შინ გაიყოლონ.
იაგუარებმა ორი მატჩი უკვე მოიგეს, მათ შორის, ურთულესი შეხვედრა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ.
ვერნანდო ურდანეტამ განაცხადა: „ესპანეთთან რთული მატჩი გველის. კარგად დავიწყეთ ტურნირი და გვინდა გავიმარჯვოთ. გეგმასა და სტრატეგიას თუ მივყვებით, ამ მიზანს ადვილად მივაღწევთ. მიუხედავად ყველაფრისა ესპანეთის ნაკრები გულადი გუნდია და არაფერს დაგვითმობს.“
წინა ტურში იტალიელებთან პირწმინდად წაგებული მატჩის შემდეგ ესპანეთი ეცდება რამენაირად ღირსება აღიდგინოს. როგორც მწვრთნელმა, სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, წინა კვირას მათ უკუნაბიჯი გადადგეს.
ესპანელთა კაპიტანმა, პაბლო ფეიხომ დასძინა: „ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან არგენტინელებმა წინა ორი მატჩი მოიგეს. საქართველოსთან ყველაზე დაძაბული და რთული თამაში ჰქონდათ. ჩვენთვის, როგორც წინა კვირაში აღვნიშნე, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ექნება მოთამაშეებისათვის, გამოცდილების შესაძენად. არგენტინასთან კარგ თამაშს და ანგარიშში მცირე სხვაობას მიღწევად მივიჩნევდი.”
რაზმები
საქართველო – იტალია, 22 ივნისი, 17 საათი
საქართველო
15 ბექა წიკლაური, 14 მურაზ გიორგაძე, 13 მერაბ შარიქაძე, 12 რეზო გიგაური, 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე /
1 ზურაბ ჟვანია, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი; 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 შალვა სუთიაშვილი^კაპ, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა ბიწაძე *
16 გურამ კავთიძე, 17 დაჩი ყუფარაძე; 18 ლაშა ლომიძე, 19 გივი ბერიშვილი, 20 დიმიტრი ბასილაია / 21 გიორგი როხვაძე. 22 თამაზ მჭედლიძე
იტალია
15 დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14 სიმონე რაგუზი, 13 ტომაზო ბონი, 12 ტომაზო კასტელო (კაპ), 11 მიკელე ვიზენტინ; 10 ჯეიმზ ამბროზინი, 9 მარჩელო ვიოლი /
1 ანდრეა ლოვოტი, 2 ორნელ ჯეგა, 3 ლორენცო რომანო; 4 ფილიპო ჯეროზა, 5 მიკელე ანდრეოტი; 6 მაკსიმე მბანდა-მატა, 7 ემილიანო კაფინი, 8 მატეო ფერო *
16 ჯოვანი სკალვი, 17 ლუკა სკარსინი, 18 რუდი ბიანკოტი; 19 იაკოპო სარტო, 20 ენრიკო ბაკინ / 21 ალეკს მორსელინო, 22 კარლო კანა
არგენტინა – ესპანეთი, 22 ივნისი, 19 საათი
არგენტინა
15 რამირო მოჟანო, 14 ფაკუნდო ვარეა, 13 ხუან-იგნასიო ვრექს, 12 ხავიერ როხას, 11 დან ისაკ; 10 სებასტიან პოეტ, 9 მარკოს ვოჟინი /
1 სანტიაგო გარსია-ვოტა, 2 ტომას ვარავაჟე, 3 გასტონ კორტეს; 4 ფრანკო ვალდონი, 5 ლუკას პონსე; 6 ლუკას მაგვაიერ, 7 ლაუტარო კასადო, 8 ლისანდრო აუალი (კაპ) *
16 დამიან არიას, 17 ნაუელ ლოვო; 18 ნიკოლას პროტო; 19 ფაკუნდო ისა / 20 ფელიპე ესკურა, 21 მატიას მასერა, 22 ხუან კაპიელო
ესპანეთი
15 ხავიერ კარიონ, 14 ალბერტო დიას, 13 პაბლო ფონტეს, 12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს; 10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 პაბლო ფეიხო (კაპ)
1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 მანუელ მორა; 6 ხავიერ დე-ხუან, 7 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 8 ადამ-რობერთ ნიუთონ *
16 გიჯერმო ესპინოს, 17 რომენ აზენსი, 18 გაბრიელ-აგუსტინ ორტის, 19 ფრანსისკო ბლანკო; 20 იგნასიო-დუკო მოლინა / 21 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 22 ფაკუნდო მუნიჯა
Rugby.GE