კეისუკე ჰონდამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პენალტი შეასრულა (ვიდეო)

23 იანვარს, აზიის თასის მეოთხედფინალში, იაპონიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც არაბებმა დარტყმები უფრო ზუსტად შეასრულეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

იაპონელთა მხრიდან, ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი კეისუკე ჰონდამ შეასრულა, მისი დარტყმული კი არაზუსტი გამოდგა.

კეისუკე ჰონდამ რამდენიმე მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა (ვიდეო)

აზიის თასზე ერაყისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში კეისუკე ჰონდამ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა რამდენიმე მეტრიდან ვერ მოახერხა.

ჰონდა, მენეზი, მონტოლივო და რამი ორიგინალურ რეკლამაში (ვიდეო)

იტალიური “მილანის” ფეხბურთელები – კეისუკე ჰონდა, ჟერემი მენეზი, რიკარდო მონტოლივო და ადილ რამი TOYO TIRES-ის ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ჰონდა მთვრალია? იაპონელი ფეხბურთელის საშინელი კუთხურები

“მილანსა” და “ვალენსიას” შორის გამართულ შეხვედრაში კეისუკე ჰონდამ ორჯერ კუთხური ძალიან ცუდად ჩააწოდა.

ზეედორფი როტაციას მიმართავს

“მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი “უდინეზესთან” რამდენიმე მოთამაშის დასვენებას აპირებს. ჰოლანდიელი სპეციალისტი ლიდერებს “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის ინახავს.

“როტაცია აუცილებელია. ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ეს გასათვალისწინებელია.

“ჰონდა აუცილებლად ითამაშებს. ბევრ ფეხბურთელს უჭირს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება, მაგრამ კეისუკე ძალიან ნიჭიერია” – განაცხადა ზეედორფმა.

კეისუკე ჰონდას შესანიშნავი საგოლე პასი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

5 მარტს, იაპონიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:2), “მილანის” ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ თანაგუნდელ ოკაზაკის მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

ზეედორფი: “ჰონდას დრო სჭირდება”

“მილანის” ახალმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფა კეისუკე ჰონდასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“ჰონდას თამაშს მრავალი წელია ვაკვირდები. ყოველთვის მომწონდა მისი სტილი. ნამდვილად ძალიან რთულია რუსეთის ლიგიდან იტალიაში გადასვლა. მინდა, რომ ხალხა რეალურად შეაფასოს სიტუაცია.
ჰონდას უნდა ესმოდეს, რომ იტალიური ფეხბურთი ძალიან რთულია და მაქსიმალურ ძალისხმებას მოითხოვს. ის ნამდვილი მებრძოლია დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ათამაშდება. ჰონდას დრო სჭირდება” – განაცხადა ზეედორფმა.

ჰონდა: “ჯერ მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვავლენ”

იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელი, კეისუკე ჰონდა აცხადებს, რომ “როსონერიში” გადასვლის შემდეგ, მან მხოლოდ მისი შესაძლებლობების ნახევარი გამოვლინა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი “შავ-წითლებს” იანვარში, მოსკოვის “ცსკა”-დან შეუერთდა.

“ვიტყოდი, რომ ჯერ ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს ვიყენებ. რა თქმა უნდა, კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ გუნდს უკეთესად შევეწყო. რაც შეეხება მთლიანად გუნდს, “მილანი” უფრო მეტ აქცენტს შეტევაზე გააკეთებს, რაც კარგია”, – ამბობს ჰონდა.

ტასოტი: “ჰონდა შესანიშნავი ფეხბურთელია”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მაურო ტასოტი აცხადებს, რომ კეისუკე ჰონდა ბრწყინვალე ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ იაპონელი ნახევარმცველი “როსონერის” მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ხოლო 15 იანვარს, “სპეციას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა.

“მე რომ მკითხოთ, კეისუკე შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც გამოირჩევა თავისი ტექნიკით და განსაკუთრებული თვისებებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად “როსონერი” არაერთ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ტასოტი.

ჰონდასა და ფერარის გოლები “მილანსა” და “სპეციას” შორის გამართულ შეხვედრაში

15 იანვარს, იტალიის თასზე, “მილანმა” საკუთარ მოედანზე სერია B-ს ბინადარი “სპეცია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ამ მატჩმა გულშემატკივრების ყურადღება უფრო მეტად იმიტომ მიიპყრო, რომ გუნდების სასტარტო შემადგენლობებში ჰონდა და ფერარი იყვნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მათგანმა გოლის გატანა მოახერხა. კეისუკე ჰონდამ “სპეციას” კარი 47-ე წუთზე დალაშქრა, ხოლო ნიკოლა ფერარიმ “როსონერის” კარი 91-ე წუთზე აიღო.



ნაგატომო: “ჰონდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია”

მილანის “ინტერის” მცველი იუტო ნაგატომო აცხადებს, რომ ძალიან გახარებულია ჰონდას მილანში გადაბარგებით. შეგახსენებთ, რომ “მილანში” ჰონდა მოსკოვის “ცსკა”-დან გადავიდა.

“ძალიან გახარებული ვარ. მე და კეისუკე იაპონიის ნაკრებში პარტნიორები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ჰონდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთსო მეგობარია. “მილანში” გადმოსვლამდე მე მას იტალიაზე ბევრი რამ მოვუყევი” – განაცხადა ნაგატომომ.

გალიანი: “ჰონდა ვარსკვლავია”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კლუბის ახალწვეული კეისუკე ჰონდა ვარსკვლავია.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” იაპონელი ნახევარმცველი საზოგადოებას 8 იანვარს წარუდგინა.

“ბოლო თვეში იაპონიაში იმდენი “მილანის” მაისური გაიყიდა, რამდენიც მთელი წლის განმავლობაში არ გაყიდულა. ეს ყოველივე ნიშნავს იმას, ჰონდა ვარსკვლავია. ყველამ კარგად ვიცით, რომ კეისუკე შესანიშნავი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “როსონერის” წარმატების მიღწევაში დაეხმარება”, – ამბობს გალიანი.