დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.

 

აგენტმა დუგლას კოსტას „ბაიერნში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველის დუგლას კოსტას აგენტმა კია ჯურაბჩანმა მისი კლიენტის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„კოსტა ჯერ არსად გადასულა. დაგიდასტურებთ, რომ „ბაიერნი“ ჩემი კლიენტით ინტერესდება, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“, – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, „ბაიერნი“ კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

„ბაიერნი“ დუგლას კოსტაში 35 მილიონს იხდის

როგორც გერმანული სპორტული ვებსაიტი Sport1.de წერს, მიუნხენის „ბაიერნი“ დონეცკის „შახტერის“ მცველის დუგლას კოსტას დამატებას გეგმავს

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენელები 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ტრანსფერის შემთხვევაში, მხარეები, სავარაუდოდ, ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე დუგლას კოსტას „ჩელსიში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებითაც იწერებოდა.

“ჩელსი” დუგლას კოსტაში 20 მილიონს იხდის

“ჩელსის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობას “შახტარიდან” დუგლას კოსტას გადაბირება სთხოვა. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონლები უკრაინულ კლუბს უახლოეს მომავალში ახალი სატრანსფერო წინადადებით მიმართავენ.

იანვარში კლუბებმა ბრაზილიელის თაობაზე ვერ მოილაპარაკეს, თუმცა ახალ ლოდნონელები იმედოვნებენ, რომ “შახტარი” ფასს 20 მილიონამდე დაწევს.

დუგლას კოშტა: “მოურინიოსთან მუშაობის შანსი – ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა”

დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმემა, დუგლას კოშტამ ზამთარში “ჩელსისთან” მოლაპარაკებებზე და ზოგადად უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჩელსის” მეორე კოშტას გადაბირება სურდა, მაგრამ მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

“დიახ, მქონდა “ჩელსისთან” კონტაქტი. ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ კლუბში ტიტულისთვის იბრძვის,”-განაცხადა დუგლასმა Goal.Com-თან.

“რა სიტუაციაა უკრაინაში? თავდაპირველად ეს ძალიან რთული და საშინელი იყო, მაგრამ “შახტარმა” უსაფრთხოების კარგი პირობები შეუქმნა თითოეულ მოთამაშეს”.

“რა თქმა უნდა, გვსურს საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გულშემატკივრების დახმარებით ძალიან ძლიერნი ვართ, მაგრამ ჩვენ სიძლიერეს სხვა სტადიონზეც დავამტკიცებთ”.

“ჩელსი” დუგალს კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონს იხდის, მაგრამ…

ლონდონის “ჩელსიმ” დონეცკის “შახტარს” ახალი წინადადებით მიმართა. “არისტოკრატებმა” უკრაინელებს დუგლას კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა დონეცკელებმა ინგლისურ კლუბს კვლავ უარით უპასუხეს.

უკრაინის ჩემპიონატის მიმდიანრე გათამაშებაში კოსტამ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

 

მონაკო შახტარის ბრაზილიელებში 65 მილიონს იხდის

საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი მზად არის “შახტარის” ორ ფეხბურთელში 65 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფრანგული პრესის ცნობით კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. “მონაკოს” მიზანი დუგლას კოსტა და ალექს ტეიშეირა არიან.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო კლუბში დაბრუნებას არ ჩქარობდა. თუმცა, ამჯამად კოსტაც და ტეიშეირაც დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობენ. მიუხედავად ამისა, უკრაინის დატოვების სურვილს ბრაზილიელები არ მალავენ.

 

არსენალს დუგლას კოსტას გადაბირება სურს

ლონდონის “არსენალი” დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი ლეგიონერის, დუგლას კოსტას გადაბირებით არის დაინტერესებული. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან 23 წლის ფეხბურთელში დონეცკელებს 20 მილიონი ევრო შესთავაზონ.

შეგახსენებთ, დუგლას კოსტამ და “შახტარის” სხვა ლეგიონერებმა საფრანგეთში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვეს. დუგლას კოსტა კლუბის შეცვლის სურვილს არ მალავს.

 

რომა დუგლას კოსტათი ინტერესდება

იტალიური პრესის ცნობით “რომას” ინტერესთა სფერაში დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი დუგლას კოსტა მოხვდა. რომაული კლუბის ხელმძღვანელების თქმით, ფეხბურთელი კლუბის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება.

გარდა ამისა, “რომაში” თვლიან, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება ტრასნფერს გააიოლებს.

23 წლის კოსტამ უკრაინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 27 მატჩი ჩაატარა და 4 გატანილ გოლთან ერთად 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.