„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა „პორტლენდთან“ მატჩში მეტოქე დარლინგტონ ნეიჯიბის წაქცევისა და ფეხბურთელსითვის ტრავმის მიყენებისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ჭდე: ნაიჯელ დე იონგი
გვარდიოლამ და დე იონგმა გასახდელში იჩხუბეს – “გამოდი აბა გვერდით” (ვიდეო)
ამჟამად მიმდინარეობს აუდის თასი, სადაც შესვენებაზე “ბაიერნი” “მილანს” 1-0 ამარცხებს.
მატჩის შესვენებაზე, მიუნხენელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ და “მილანის” ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა გასახდელში იჩხუბეს.
ჩხუბის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჰოლანდიელმა ჯოშუა კიმიჩის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც შესაცვლელი გახდა და ამან გვარდიოლა გააცხარა.
“მილანმა” დე იონგს გაუხანგრძლივა
ნაიჯელ დე იონგმა “მილანთან” ახალი კონტრაქტი გააფრომა. 30 წლის ჰოლანდიელს მილანელებთან ხელშეკრულება 2015 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.
ახალი ხელშეკრულება სამ წელზეა გათვლილი და 2018 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. დე იონგი “მილანში” 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბის შემადგენლობაში 90 მატცი ჩაატარა და 8 გოლის გატანაც მოახერხა.
გასულ სეზონში დე იონგმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ შეძლო გაატანა.
დე იონგი: “მილანს” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება” (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის დასკვნითი მატჩი “სან სიროზე” შედგა, სადაც “მილანმა” გენუის “სამპდორია” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 58-ე წუთზე სტუმრები რობერტო სორიანომ დააწინაურა, ანგარიში 74-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გაათანაბრა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “როსონერის” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.
“ბოლო 15 წუთი დიდი სულისკვეთებით ვითამაშეთ, თუმცა უკვე გვიანი იყო. სეზონის დასრულებამდე რვა მატჩი დარჩა. ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება.
მოახლოებულ დერბის რაც შეეხება, ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია. აღნიშნული მატჩი ჩვენთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ფანებისთვისაც”, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს TMW.
დე იონგი: “ჰონდა კარგი შენაძენია”
იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ იაპონელი ნახევარმცველი, კეისუკე ჰონდა “როსონერისათვის” კარგი შენაძენი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში “შავ-წითლებმა” დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ჰონდა მალე “მილანის” მაისურს მოირგებს.
“კეისუკე ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “მილანისათვის” კარგი შენაძენი იქნება. ჰონდამ ჩემზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ის ძალინ ტექნიკური მოთამაშეა”, – ამბობს დე იონგი.