როგორც იქნა, რონალდინიომ ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი (უფრო სწორად გოლები!). ბრაზილიის სერია A-ს ეგიდით „ატლეტიკო მინეიროსა“ და „ვიტორიას“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის მე-6 წუთისთვის „ვიტორიას“ უკვე ორი ბურთი ჰქონდა გატანილი, თუმცა „მინეირომ“ რონალდინიოს დახმარებით სიტუაციის შემოტრიალება შეძლო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლამაზი საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, რონალდინიომ მეორე გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა – 2:2.
გთავაზობთ რონალდინიოს მიერ აღნიშნულ მატჩში გატანილი პირველი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.