სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში „სარაგოსასთან“ მარცხის შემდეგ „ალავესის“ მთავარმა მაწვრნელმა ხოსე ბორდალასმა კარი გატეხა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა ბორდალასმა თავის შეკავება ვერ შეძლო.
აღნიშნულ ფოტოს გამოცემა „მარკა“ ავრცელებს:
„ბარსელონას“ დუბლების შემადგენლობამ გუშინ „ლეგანესთან“ საშინაო შეხვედრა ანგარიშით 2:5 წააგო, რის შემდეგაც სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი დაკარგა.
გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბარსელონა B“ 36 ქულით სეგუნდას ბოლო პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ესპანეთის რანგით მეორე ლიგას მადრიდის „რეალიც“ გამოეთიშა.
როგორც ჩანს, ხორვატი ვუნდერკინდი ალენ ჰალილოვიჩი მომავალში ლიონელ მესის შესაცვლელად ემზადება.
სეგუნდა დივიზიონის მე-16 ტურში „ბარსელონას“ მეორე გუნდმა „ჟირონა“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში სწორედ 18 წლის ტალანტმა გაიტანა, რომელსაც ლიონელ მესის მომავალ შემცვლელადაც კი მოიაზრევენ.
ამჟამად „ბარსელონას“ მეორე გუნდი სეგუნდას მე-12 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „მალიორკას“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
სეგუნდას საუკეთესო ბომბარდირი ბორხა ვიგერა კარიერას “ბილბაოში” გააგრძელებს.
ესპანური პრესისი ცნობით უახლოეს დღეებში კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ვიგერამ შედეგიანი თამაშით პრიმერას რამდენიმე კლუბის ინტერესი მიიპყრო, თუმცა ბასკმა ფეხბურთელმა არჩევანი “ბილბაოზე” შეაჩერა.