29 იანვარს, ესპანეთის თასზე ბილბაოს “ატლეტიკსა” და “მალაგას” შორის გამართულ მატჩში გილერმო ოჩოამ შესანიშნავი სეივი განახორციელა.
ჭდე: გილერმო ოჩოა
Express-ი: „ლივერპული“ გილერმო ოჩოას გადაიბირებს
„Express“-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „მალაგას“ მექსიკის ნაკრების მეკარის გილერმო ოჩას ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა.
გარიგების ფასი სამ მილიონ ფუნტს შეადგენს. ოჩოა „ლივერპულში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გადაბარგდება. წყაროს მტკიცებით, „წითლების“ მენეჯერებმა ახალი მეკარის დამატება სიმონ მინოლეს არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის გამო გადაწყვიტეს. გარდა ამისა, გუნდის თავკაცის ბრენდან როჯერსის იმედი ვერც მეორე მეკარე ბრედ ჯონსმა გაამართლა.
მიმდინარე სეზონში ოჩამ „მალაგას“ რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი გარსია მეკარე კარლოს კამენის ენდობა.
ოფიციალურად: ოჩოა “მალაგას” შეუერთდა
ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი გილერმო ოჩოა ფრანგული “აიაჩოდან” “მალაგაში” გადავიდა. მექსიკის ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარემ ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოჩოა “მალაგას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ვინაიდან მას “აიაჩოსთან” ხელშეკრულება ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დაუმთავრდა.
ბრაზილიის მუნდიალზე ოჩოამ ოთხი მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაუშვა და ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ მატჩებში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ოჩოას ბუნდესლიგაში თამაში სურს
მექსიკის ნაკრების მეკარემ გილერმო ოჩოამ გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა.
„მე ბუნდესლიგაზე ვოცნებობ. გერმანიის ჩემპიონატი მსოლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იქ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი“, – განაცხადა 28 წლის გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად გილერმო თავისუფალი აგენტია. განვლილ სეზონში მან ფრანგული „აიაჩოს“ შემადგენლობაში ითამაშა, რომლის ღირსებასაც 2011 წლიდან იცავდა.
ჰოლანდია — მექსიკა (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.
ოჩოამ მატჩი სრულად ჩაამათვრა.
ოჩოა: „ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:0) საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელთა კიპერი გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.
„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშის ჩატარება, თან როცა შენს წინააღმდეგ ტურნირის მასპინძლები გამოდიან და კარს მშრალად ინახავ, ადვილი არაა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე წარიმართა. გახარებული ვარ. მატჩის მიმდინარეობისას არ მოვდუნებულვარ, ვაგრძელებდი ბურთის მოგერიებას. ახლა უბრალოდ მინდა, რომ დავტკბე თანაგუნდელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებმაც იგივე განიცადეს, რაც მე“, – აღნიშნა გილერმო ოჩოამ.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.
მექსიკის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.
ოჩოა: „ბრაზილიასთან საბრძოლველად მზად ვართ“
მექსიკის ნაკრების მეკარეს გილერმო ოჩოას სჯერა, რომ კამერუნის დამარცხების შემდეგ მიის გუნდი ბრაზილიასთან მატჩისთვის უფრო მშვიდად მოემზადება.
„ბრაზილიასთან შეხვედრის წინ არ ვნერვიულობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტარტო თამაშის შედეგმა დაგვამშვიდა. მექსიკის ნაკრები უფრო უნდა განვითარდეს.
მოახლოებულ მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით, ბრაზილიელებთან საბრძოლველად მზად ვართ“, – განაცხადა ოჩოამ.
ალექსანდრე მატევოსოვი