ნაჩო და მოდრიჩი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ნაჩო ფერნანდესმა “ლას პალმასთან” კუნთის ტრავმა მიიღო და “რეალს” გამოაკლდა. საგულისხმოა, რომ “ბლანკოსის” უკანახაზელი ვარჯიშს დაუბრუნდა და დღეს მსუბუქად დაიტვირთა. შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდეს.

მადრიდელთა გულშემატკივრისათვის მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს მინდორზე ლუკა მოდრიჩიც გამოჩნდა. ხორვატმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ) მიიღო დაზიანება. მან ლა ლიგა სანტანდერის 32-ე ტურის თამაში (“მალაგასთან”) გამოტოვა. თუმცა, დღეს ლუკა ნაჩოს გვერდით გამოჩნდა. შესაძლოა, მან 33-ე ტურის მატჩში ითამაშოს, სადაც “რეალი” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.

 

ნაჩო: “კარიერის მადრიდის “რეალში” დასრულებაზე ვოცნებობ”

მადრიდის “რეალის” ესპანელი მცველი, ნაჩო როდრიგესი აცხადებს, რომ მისი ოცნება კარიერის მადრიდის “რეალში” დასრულებაა. თუმცა, ნაჩოს თქმით, 2016 წელს ის საკმაოდ ახლოს იყოს კლუბის გამოცვლასთან.

“რეალი” ჩემთვის ყველაფერია. ჩემს ადგილას ბევრი ფეხბურთელი სხვა კლუბში გადავიდოდა. 2016 წელს მეც მქონდა შემოთავაზება უცხოური კლუბისგან, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც “რეალში” დარჩენის სასარგებლოდ გავაკეთე, თუმცა სათამაშო დრო მცირე მქონდა.

ხელმძღვანელობასა და ზიდანს ჩემი სჯერათ. წასვლა ყოველთვის ყველაზე ადვილი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე ბრძოლა ავირჩიე და გავიმარჯვე კიდეც – კლუბთან ერთად ორჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლია და მას შემდეგ დაახლოებით 70 მატჩში მივიღე მონაწილეობა.

მართალია, გარკვეულ წინადადებებს ახლაც განვიხილავ, მაგრამ ჩემი ოცნება კარიერის მადრიდის “რეალში” დასრულებაა. ეს კლუბ ჩემთვის ყვლეაფერს ნიშნავს,” – აცხადებს ნაჩო.

ნაჩო: “სევილიასთან” ჩვენთვის დამახასიათებელ სტილში ვითამაშეთ”

გუშინ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში ანდალუსიის “სევილიას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“პირველი ნახევარი ჩვენთვის ამ სეზონის საუკეთესო მონაკვეთი იყო. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს და ვდომინირებდით. ეს ჩვეთვის დამახასიათებელი სტილია. გოლი? როცა ვიტან,, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მაისურით მეტოქის კარის აღება განსაკუთრებული რამაა.”

“გუნდში რამდენიმე ტრავმა იყო, თუმცა ბიჭები დღევანდელი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყავით და ეს კიდეც გამოჩნდა. აჩრაფი და ვალეხო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიანთ სამუშაოს მშვენივრად გაართვეს თავი. მათი დიდი დამსახურებაა, რომ კარი მშრალად შევინახეთ,” – აცხადებს ნაჩო.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

ნაჩო: “ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” – სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მცველი, ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ დამწუხრებულები ვართ, ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. მეორე ტაიმში, როცა ცოტა დავწყნარდით, ჩვენს სტილში დავიწყეთ თამაში, მეორე გოლი მივიღეთ. ამან უფრო აგვრია. ამ გოლამდე მშვენივრად გამოვიყურებოდით.”

“არაფრის თქმა აღარ შეგვიძლია, უბრალოდ დავმარცხდით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” და გვყავს მშვენიერი შემადგენლობა. გვჭირდება და შეგვიძლია, რომ ეს სიტუაცია შემოვაბრუნოთ,” – აცხადებს ნაჩო.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების სიურპრიზი გულშემატკივრებს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” სამმა ფეხბურთელმა – ასენსიომ, ნაჩომ და კაზემირომ გულშემატკივრებს ქუჩაში სიურპრიზი მოუწყვეს.

ფეხბურთელები მაღაზიის ვიტრინიდან “ესაუბრებოდნენ” გულშემატკივრებს. საქმე იმაში იყო, რომ ისინი სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანისა და დინამიკის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ ხალხს.

ნაჩო: “პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ალავესი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“ჩვენში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ეს ის გუნდია, რომელმაც გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, ბევრი იშრომა და ახლაც იმავეს გამეორებას აპირებს. პრობლემა ბოლო ფაზაშია – შარშან უფრო ადვილად ვიტანდით გოლს. თუმცა, იგივე ფეხბურთელები ვართ და კიდევ უფრო შევთამაშდით ერთმანეთში. სწორედ ამიტომ, უკეთეს შედეგს უნდა ველოდოთ.”

“ალავესს” ორი კარგი მომენტი  ჰქონდა, თუმცა ჩვენ ბევრი შანსი შეგვექმნა. მთავარი ისაა, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ!” – აცხადებს ნაჩო.

 

“რეალს” ტრავმის გამო მარსელოც გამოაკლდა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დაპირისპრიებაში ტრავმა მიიღო “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ. მას დაზიანება ფეხის კუნთზე აქვს. ამის გამო ბრაზილიელს 72-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იგი ლუკას ვასკესმა ჩაანაცვლა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მარსელოს უქმობა. მას გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს.

ასევე, ტრავმირებულია თეო ერნანდესი. მას მხრის ტრავმა აქვს, რის გამოც ორი კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში, სადაც “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდება, დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგს ნაჩო ფერნანდესი ჩაიბარებს.

“რეალი”: “ლევანტესთან” მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ნავასი და კაზემირო არ გამოჩენილან

დასრულდა სანაკრებო ბატალიები და მადრიდის “რეალს” ფეხბურთელები უბრუნდებიან.

დღეს “ბლანკოსმა” კვირის რიგით მეოთხე ვარჯიში გამართა, თუმცა, აღნიშნულ სესიაზე არ იმყოფებიდნენ ბრაზილიის ნაკრების საყრდენი, კაზემირო და კოსტა-რიკელი გოლკიპერი, კეილორ ნავასი. ამის მიზეზი კი ის დაზიანებებია, რომლებიც მათ აღენიშნებათ. შესაბამისად, კაზიმროსა დ კეილორის თამაში შაბათს, “ლევანტესთან” გასამართ (15:00 საათი, თბილისის დროით) შეხვედრაში, საკითხავია.

საეჭვოა რაფაელ ვარანის ასპარეზობა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში, “ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო ტრავმა.

სამაგიეროდ, მზად ყოფნაში არიან ვალეხო და ნაჩო, რომელთაც დაცვის ხაზის გამაგრება შეუძლიათ. კლუბს დაუბრუნდა სერხიო რამოსიც. ასევე, თავის შანსს ელოდება ახალაგზრდა მარკოს ლორენტე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში კაზემიროს ნაცვლად შესაძლოა, შაბათს მოგვევლინოს.

ნაჩო: “12 წლის ასაკში მითხრეს, შენი კარიერა დასრულებულიაო”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, ნაჩომ საკუთარ ბავშვობაზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“სულ რაღაც 12 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ შაქრიანი დიაბეტით ვიყავი დაავადებული. “რეალში” ორი წლის მისული ვიყავი და რთული პერიოდი მქონდა.

მახსოვს, როდესაც საავადმყოფოში მივედი – ნაცვლად იმისა, რომ “რეალთან” ერთად ტურნირზე გავსულიყავი – ექიმმა მითხრა, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის დღეები დათვლილი იყო.

იმ დროს თავს საშინლად ვგრძნობდი. შემდეგ კი ექიმი რამირესი გავიცანი, რომელმაც სულ სხვა რამ მითხრა, მითხრა, რომ ფეხბურთის თამაშს კვლავ შევძლებდი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და დიდი მოტივაციაც შემძინა. იმ დღეს მეორედ დავიბადე, ცხოვრება თავიდან დავიწყე,” – აცხადებს ნაჩო.

ნაჩომ “ლეონესას” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 ოქტომბერს ესპანეთის თასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლეონესა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი, საბოლოდ, მასპინძლების განადგურებუთ, ანგარიშთ, 7-1 დასრულდა.

68-ე წუთზე სამეფო კლუბის მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

 

ნაპოლი ნაჩოს გადაბირებას აპირებს

იტალიური პრესის ცნობით მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მოთამაშის ნაჩოს გადაბირებას სურს. ფეხბურთელის აგენტმა “ნაპოლის” ინტერესი უკვე დაადასტურა.

მისივე თქმით, ინტერეს “ნაპოლის” გარდა სხვა კლუბებიც იჩენენ. საუბარია ესპანური, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ გუნდებზე. თუმცა, საბოლოო სიტყვას მადრიდის “რეალი” იტყვის და ფეხბურთელის მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.