დე იონგი: “ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ ჰოლანდიელები ესპანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ მიღებული ეიფორიიდან უნდა გამოვიდნენ და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ.

“ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, ამიტომ ბედნიერები ვართ. ეიფორიაში ვიმყოფებით. ახლა, მთავარია, რომ ეს ყოველივე თავიდან მოვიშოროთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”, – ამბობს დე იონგი.