2017 წლის აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბურკინა ფასოსა და განის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
პორტ-ჟენტილში გამართული შეხვედრა ბურკინა ფასოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 89-ე წუთზე ალენ ტრაორემ მოჭრილი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ტურნირის ფინალური მატჩი ეგვიპტისა და კამერუნის ნაკრებებს შორის 5 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აფრიკის ერთა თასი
მატჩი მესამე ადგილისთვის
ბურკინა ფასო — განა 1:0 (0:0)
გოლი: ალენ ტრაორე 89′.