ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს.
30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი “ალ-რაიანის” ფორმას მოირგებს. ხამესმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. სოციალურ ქსელში “ალ-რაიანის” ოფიციალურმა გვერდმა ვიდეოფორმატში ფეხბურთელის წარდგენაც დაანონსა.
ხამეს როდრიგესმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა “ევერტონის” ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს, როგორც ჩანს, კოლუმბიელი ფეხბურთელი არ სჭირდება.
قريبًا
Soon pic.twitter.com/OqcPyGFFQj— AlRayyanSC (@AlrayyanSC) September 22, 2021