პეპ გვარდიოლამ ჯანლუიჯი დონარუმასა და ხამეს როდრიგესს შეაქო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საუბრისას ხამეს როდრიგესისა და ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლებლობები შეაფასა.

“დონარუმა უმაღლესი დონის მეკარეა, ამაში ეჭვი არ მეპარება. 18 წლის ბიჭის კვალობაზე, მას უდიდესი ნიჭი აქვს,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას.

ხოლო, როდესაც ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა 25 წლის ხამეს როდრიგესი პრემიერ ლიგაში გაბრწყინებას, მან განაცხდა: “რა თქმა უნდა, მას ეს შეუძლია.

მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. გააჩნია, როგორ გუნდში მოხვდება და რა პოზიციაზე ითამაშებს,” – დაამატა მან.

“რეალის” რომელი ფეხბურთელის მაისური აქვს სახლში ჟერარდ პიკეს?

ხამეს როდრიგესის მეუღლემ პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაამჟღავნა, რომლის მიხედვითაც, ჟერარდ პიკე სახლში “ბლანკოსის” მაისურს ინახავს.

“ერთხელ, “ბარსელონაში” ყოფნისას შაკირასა და მის შვილს შევხვდი. სალომე (ხამესის ქალიშვილი) ძალიან ბედნიერი იყო, რადგანაც ის მისი მეგაფანიამ ისევე როგორც მე! (იცინის).

შაკირამ კი მილანს უთხრა: “შეხედე, ის ხამესის ქალიშვილია!”, მილანმა კი განაცხადა: “მე ხამესის 10-ნომრიანი მაისური მაქვს,” – ციტირებს დანიელ ოსპინას სიტყვებს Don Juan.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 იანვარი)

“იუვენტუსი” ემრე ჩანს აკვირდება

“ბიანკონერის” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ სკაუტებს “ლივერპულის” გერმანელი მაესტროსთვის, ემრე ჩანისთვის თვალყურის დევნება დაავალეს. აღსანიშნავია, რომ ჩანი იურგენის გეგმებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, ასე რომ, რაც მისი “ენფილდიდან” წასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

“პსჟ” ფრენკ კესიეს ტრანსფერზე მუშაობს

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან “ატალატას” ცენტრალური ნახევარმცველის, ფრანკ კესიესთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” გაუწიონ კონკურენცია. როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბი მას 30 მილიონ ფუნტად აფასებს.

პერიშიჩის ტრანსფერზე სამი ინგლისური კლუბი მუშაობს

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ინტერის” 27 წლის ლიდერის, ივან პერიშიჩის გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “ლივერპული”.

საქართველო

პსჟ ადამ ლალანასა და დელე ალის გადაბირებას აპირებს

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კვლავ აპირებენ სატრანსფერო ბაზარზე თავიანთი ჰეგემონიის დამყარებას. ამჯერად, ფრანგთა ინტერესთა სფეროში “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ფლეიმეიკერები ადამ ლალანა და დელე ალი მოხვდნენ.

დი მარია: “წავალ თუ არა ჩინეთში?”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიურ სუპერ ლიგაშე მოთამაშე რამდენიმე გუნდს “პსჟ”-ს შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა სურს. ამ თემაზე არგენტინელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ყველა ფეხბურთელს აქვს არჩევნის გაკეთების უფლება.ზოგ მათგანს უნდა, რომ ჩინეთში წავიდს, ითამაშოს და გაცილებით მეტი ფული იშოვოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე კი ჩემი გზა გამაჩნია, რომელსაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად მივყვები.”

“ინტერი” ხამესისთვის იბრძოლებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, რომ “ინტერის” მესვეურები მადრიდული “რეალის” კოლუმბიელი შემტევის, ხამეს როდრიგესის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. წყაროს ცნობით, “ნერაძური” მზადაა, ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 იანვარი)

ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩინელები ხამეს როდრიგესს მიუახლოვდნენ

“ტიანძინ ციუანძიანის”-ის პრეზიდენტი, შუ იუჰიუ მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავის, ხამეს როდრიგესის აგენტთან ერთად, ჩინეთში დააფიქსირეს. არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ვარსკვლავების გზას გაჰყვეს და კარიერას ფული ამჯობინოს.

კონტეს მორატა მოუნდა

Calciomercato იტყობინება, რომ ანტონიო კონტემ უკვე დაიწყო დიეგო კოშტას შემცვლელის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი. (Calciomercato)

“ვესტ ჰემი” სიგურდსონისა და ბატშუაის გადაბირებას აპირებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები დიმიტრი პაიეს ტრანსფერისგან მიღებული თანხის დახარჯვას “სუონსი სიტისა” ფლეიმეიკერის, გილფი სიგურდსონისა და “ჩელსის” ფორვარდის, მიში ბატშუაის ტრანსფერებში აპირებს. ლონდონურ კლუბს ამ ფეხბურთელების შეძენა დაახლოებით 20 მილიონი უნდა დაუჯდეს. (Daily Express)

“ლივერპულის” ფორვარდი ამერიკისკენ მიიწევს

მერსესაიდული “ლივერპულის” ფორვარდი, ბრუკს ლენონი ამერიკულ MLS-ში გადადის. როგორც მერსესაიდული გამოცემები იუწყებიან, ლენონი, რომელიც აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, “რეალ სოლტ ლეიკში” სეზონის ბოლომდე, არენდის წესით ითამაშებს. (Liverpool Echo)

“პარის სენ-ჟერმენს” დეპაის გადაბირება უნდა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებით არიან დაინტერესებულები. როგორც იცით, დეპაის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ლიონისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებმა, მაგრამ პარიზელების ბიუჯეტის ფონზე, ამ კლუბებს მათთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაუჭირდებათ. (The Sun)

მოსალოდნელი ტრანსფერები (14.01.2017)

ხამესმა ჩინელების საოცნებო შემოთავაზებაზე უარი თქვა

ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი არც ისე წარმატებულად ჩაატარა. ფაქობრივად, მას ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა. ამის შემდეგ, დეკემბერში ძალიან ბევრი დაიწერა მადრიდის “რეალიდან” მის შესაძლო წასვლაზე. მისით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ჯერ ეს ფეხბურთელი ისევ “თეთრებს” ეკუთვნის.

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა – Macra. ირკვევა, რომ ორი კვირის წინ ხამესს ჩინური კლუბისგან, “ჰებეი ჩაინა ფორჩენისგან” შემოთავაზება ჰქონდა. ჩინელები კოლუმბიელში 80 მილიონ ევროს იხდიდნენ, ხოლო მას წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობდნენ ხელფასის სახით. ამაზე, როგორც ფეხბურთელმა, ასევე ფლორენტინო პერესმა უარი განაცხადეს. ამის შემდეგ აზიელებმა შემოთავაზება 110 მილიონამდე გაზარდეს, თუმცა ხამესის აგენტის თქმით, თავად სპორსმენს არ სურს ჩინეთში წასვლა.

აქევ გეტყვით, რომ ნახსენები ჩინური კლუბი 2010 წელს დაარსდა და 2015 წელს დაწინაურდა სუპერ ლიგაში.

ხამეს როდრიგესი: “ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ “რეალში” დავრჩები”

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, მან მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს კლუბი.

“დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ იანვარში “რეალს” არ დავტოვებ. რამდენიმე გუნდია ჩემით დაინტერესებული და მათზე საფიქრალად შვიდი დღე მაქვს.”

“მადრიდში ბედნიერი ვარ, მაგრამ თამაში მინდა! ცოტა იმედგაცრუვებული ვარ, რადგან ორი მატჩის ჯამში იაპონიაში ძალიან ცოტა დრო მომეცა სათამაშოდ. თუმცა, კარიერაში მე-15 ტიტულის მოგება ძალიან სასიხარულოა!” – განაცხადა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა.

ხამესისთვის ლონდონური “ჩელსიც” გაიბრძოლებს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” კოლუმბიელი შემტევის, ხამეს როდგირესის გულის მოგებაში შეეჯიბრონ.

Sunday Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც ზინედინ ზიდანის თაოსნობით პროგრესს ნამდვილად ვერ განიცდის, უკვე შეეხმიანა “არისტოკრატთა” დამრიგებელი, ანტონიო კონტე.

როგორც იცით, ხამესი მადრიდის დატოვების ვარიანტებს კარგა ხანია განიხილავს, რისი ძირითადი მიზეზიც ზიდანის მისდამი უნდობლობა გახლავთ (“რეალის” რიგებში მყოფი 24 ფეხბურთელიდან, მოედანზე ხამესზე ნაკლები დრო მხოლოდ 4 მათგანს აქვს გატარებული).

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “რეალს” სატრანსფერო ბანი ადევს, რაც მათ გუნდში ახალი ფეხბურთელის დამატების საშუალებას მომავალი წლის ზამთრამდე არ აძლევს.

რამდენი წუთი ითანაშა ხამესმა ახალ სეზონში “რეალის” მაისურით?

მართალია, კარიერის ამ მომენტში ხამეს როდრიგესი უნდა ბრწყინავდეს და მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერის როლში მოქმედებდეს, თუმცა ნაცვლად ამისა, მას სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდის “რეალის” რიგებში მყოფი 24 ფეხბურთელიდან, მოედანზე ხამესზე ნაკლები დრო მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს გატარებული.

საერთო ჯამში, 24 წლის კოლუმბიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად ახალ სეზონში 498 წუთი ითამაშა (ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სამეფო თასი და ევროპის სუპერთასი).

ზიდანმა ხამესზე ნაკლები დრო მოედანზე თავის გამოსაჩენად მარიანოს, კოენტრაოსა და კაზემიროს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას ტრავმის გამო ვერ ახერხებდა.

ზინედინ ზიდანი: “ხამესი ითამაშებს, ის თავის შანსს აუცილებლად მიიღებს”

ზინედინ ზიდანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მომავალ მატჩებში ხამეს როდრიგესს სასტარტოში მოხვედრისა და მოედანზე თავის გამოჩენის შანსები მიეცემა, რაც ძირითადად გარეთ ბეილის ლაზარეთში ყოფნითაა გამოწვეული.

“თავის გამოჩენის უფლება “რეალში” კლუბის თითოეულ ფეხბურთელს აქვს და ექნება, კარი არავისთვის არ მიმიხურია. მათ შორის არც ხამესისთვის, ის მზადაა და ითამაშებს კიდეც.

მას შანსს ყოველთვის ვაძლევდი. ვფიქრობ, ხამესს კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ აქვს. შეიძლება ფორმაში შესვლის პროცესმა დიდი ხანი გასტანოს, თუმცა თუ მოდნომება იქნება, სასურველ შედეგს ყველა მიიღებს.

მომავალ მატჩში ის ითამაშებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველამ იცის, რამდენის გაკეთება შეუძლია გუნდისთვის. ჩემთვის გასაგებია, რომ ის მეტ სათამაშო დროს ითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც მიწევს.”

ხამეს როდრიგესი: “მინდა მეტს ვთამაშობდე, მაგრამ…”

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ფლეიმეიკერმა, ხამეს როდრიგესმა უკმაყოფილება გამოთქვა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო და ყველაფერში ზინედინ ზიდანი დაადანაშაულა (ირიბად).

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხამესმა ლა ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან ორში მან თამაში მატჩის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

“მინდა მეტს ვთამაშობდე, მაგრამ გუნდში არის ვიღაც (ზიდანი), ვინც ბრძანებებს სცემს და ვიზეც არის დამოკიდებული ის, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. ჩვენ კი ამას პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა? ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას პრესაში წერენ. ჩვენ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მე ვარ კლუბში, რომელშიც ყველას უნდა გამარჯვების მოპოვება, რითიც ბედნიერი ვარ.” – განაცხადა მან.

ხამეს როდრიგესი: “რეალს” ჩემს სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო შესთავაზეს”

ხამეს როდრიგესმა ესპანურ Marca-ს გაუმხილა, რომ მადრიდის “რეალს” უცხოურმა კლუბმა 85 მილიონი ევრო შესთავაზა მის სანაცვლოდ, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი თავად მან ჩაშალა.

“ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ადგილისათვის. ეს ჩემი ოცნებაა. “რეალ მადრიდში” დავრჩები, რადგან ვიცი, რომ აქ წარმატებებს მივაღწევ.

ვიცი, რომ კლუბს 85 მილიონი ევრო შესთავაზეს ჩემს სანაცვლოდ, მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ.” – განაცხადა კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, რომელიც “რეალში” 2014 წელს გამოჩნდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო სიახლეები: პოლ პოგბა და ხამეს როდრიგესი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცი, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე გადმოიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი, თუმცა ის ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებასთან (5-ბალიანი სისტემა) …


1. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 4.7

ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი კარგა ხანია, რაც პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ის უკვე საკმაოდ დაწინაურდა. დიდი ალბათობით, “იუვენტუსი” 100 მილიონი ფუნტის მიღებას დათანხმდება ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

v

მიუხედავად პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებისა, რომლის მიხედვითაც “იუვესთან” ფრანგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს “რეალიც” აწარმოებს და რომ, პოლ პოგბა “მანჩესტერში” გადაბარგებას “რეალში” გადასვლას ამჯობინებს, Sky Sports-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ პოგბას “რეალში” გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია.

პოლ პოგბა ერთადერთია მოურინიოს იმ ოთხ მთავარ სამიზნეთაგან, რომლის გადაბირებაც “მანჩესტერმა” ვერ მოახერხა. თუმცა, Sky Sports-ი სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება და ქულასაც შესაბამისს ანიჭებს – 4.7.


2. ხამეს როდრიგესი (“რეალ მადრიდი”) – 2.8

v

მართალია, ხამესის “მანჩესტერში” გადასვლის შანსები გაცილებით უფრო ცოტაა, თუმცა ბოლო დროს კოლუმბიელის კოეფიციენტი 1.1-დან 2.8-მდე ავიდა, რაც ნამდვილად ყურადსაღებია.

როგორც იცით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა “რეალში” ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მას ორი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მოუწია თამაში.

კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰერნან დარიო გომესი კი მას ისეთ გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდებს, სადაც მას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემენ. დიდია შანსი, რომ ხამესმა ეს რჩევა გაითვალისწინოს.


3. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”) – 1.3

ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის მოყვანასაც აპირებს. ჩვენს სიაში ეს ტრანსფერი მესამე პოზიციას იკავებს 1.3 ქულით.

v

ამ ტრანსფერის განხორციელებას წინ ის ფაქტი უდგას, რომ სერბ ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ამ კონტრაქტის გასაბათილებლად კი “წითელ ეშმაკებს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.


Untitled-1