ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრაში ბორისოვის „ბატე“ შინ დონეცკის „შახტართან“ კატასტროფული ანგარიშით 0:7 დამარცხდა.
„ბატე“ – „შახტარი“ 0:7 (0:6)
გოლები: ტექსეირა 11′, ლუის ადრიანო 27′ (პენ), 36, 40, 44, 82 (პენ), დუგლას კოსტა 35′
ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრაში ბორისოვის „ბატე“ შინ დონეცკის „შახტართან“ კატასტროფული ანგარიშით 0:7 დამარცხდა.
„ბატე“ – „შახტარი“ 0:7 (0:6)
გოლები: ტექსეირა 11′, ლუის ადრიანო 27′ (პენ), 36, 40, 44, 82 (პენ), დუგლას კოსტა 35′
„ჯენოას“ ოფიციალური საიტის ცნობით, 12 ოქტომბერს დონეცკის „შახტართან“ დაგეგმილი მატჩი არ ჩატარდება.
ამხანაგული შეხვედრის გადადების მიზეზი კი, წყალდიდობაა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გენუის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საკმაოდ დრამატული გამოდგა დაპირისპირება დონეცკში ”დონბას არენაზე”, სადაც ადგილობრივი ”შახტარი” ”პორტუს” მასპინძლობდა. მასპინძლები 85-ე წუთისთვის 2-0 იგებდნენ და ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ სტუმრება, ბოლო 5 წუთში, 2 გოლის გატანა მოახერხეს და თამაში გადაარჩინეს.
გოლები: ალექს ტეიშეირა 1-0 52′; ლუიზ ადრიანო 2-0 85; ჯექსონ მარტინესი 2-1 89′(პენ,) 2-2 93;
უკრაინის ჩრდილოეთ მხარეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას, დონეცკის ”შახტარის” სტადიონი, ”დონბასს არენა” დაბომბვის დროს კვლავ დაზიანდა. ინფორმაცია ამის შესახებ, ”შახტარის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
”19 სექტემბერს, 12:45 საათზე, ”დონბასს არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჭურვი აფეთქდა. დაბომბვის შედეგად, სტადიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტრიბუნა დაზიანდა.”
”სტადიონის თამაშრომლების ევაკუაცია დროულად მოხეხრდა და აფეთქების შედეგად არავინ დაზიანებულა.” – ნათქვამია ”შახტარის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, დაბომბვის შედეგად სტადიონის გარკვეული ნაწილი დაზიანდა. მაშინ, ზარალმა 1 მილიონი დოლარი შეადგინა.
29 აგვისტოს, ღამით ჩამოყრილმა ჭურვებმა, ”შახტარის” სავარჯიშო ბაზის მთავარი კორპუსი გაანადგურა.
29 ივნისს, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი “ზესტაფონი” დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
მე-6 წუთზე დონეცკელები ლუის ადრიანომ დააწინაურა. 54-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. ზუსტად ორ წუთში, “შახტარი” ისევ წინ გავიდა – პენალტის გატანა შეძლო გლადკიმ. 77-ე წუთზე ზესტაფონელებმა კვლავ გაათანაბრეს, თავი მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა. 82-ე წუთზე გლადკიმ დუბლი გაიფორმა – 3:2, მაგრამ ერთ წუთში თედორე გრიგალაშვილმა თავით ზუსტად ითამაშა და ანგარიში ისევ საყაიმო გახდა. ამის შემდეგ, “ზესტაფონს” გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პირიქით, 89-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს – ალექს ტეიშეირამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ახალი სეზონისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ავსტრიული ალპების კარგად ნაცნობ გარემოში საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”Das Seiwald ”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმროს სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ…
ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კიევის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 30 ივნისს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას ევროპალიგის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი “შახტარი” იქნება. ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ავსტრიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები რუმინული “ბოტოშანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი რუმინეთის ჩემპიონატის მერვე გუნდთან 6 ივლისსაა დანიშნული. წლევანდელი ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ დაპირისპირებაში “ასტერას ტრიპოლისთან ” მოსინჯავენ ძალებს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური