U17: საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასზე რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

ყაზახეთში ჩატარებული პრეზიდენტის თასის გათამაშება საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა, თუმცა ფინალში 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა.

რუსეთთან მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა კარგად დაიწყეს, მე-2 წუთზევე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მაგრამ მეტოქემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. საბოლოოდ, გუნდებმა შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანეს, რაც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, 6 გოლით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა – ზურიკო დავითაშვილმა აიღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.

Gff.Ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პრეზიდენტის თასის ფინალშია!

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ყაზახეთში მიმდინარე “პრეზიდენტის თასის” ფინალში გავიდა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა ალბანეთთან (5:0) და ყირგიზეთთან (7:1) მოგებული მატჩების შემდეგ, დღეს 4:4 ითამაშა მასპინძლებთან და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი მატჩი ხვალ, 8 სექტემბერს ჩატარდება და ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთი იქნება.

ყაზახეთი U17 4:4 საქართველო U17

0:1 დავითაშვილი (15), 0:2 კვარაცხელია (17), 0:3 ნურსენტი (33 საკ. კარში), 1:3 ხამიტი (50), 2:3 სავჩენკო (57 პენ.), 2:4 დავითაშვილი (61 პენ.), 3:4 სავჩენკო (64 პენ.), 4:4 შვორევი (70)

საქართველო: ხარშილაძე (ბახტაძე 41), აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 41), კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი (ჩარკვიანი 80), კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

Gff,,Ge