კეილორ ნავასი ბედნიერია

მადრიდის „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა „სელტასთან“ მატჩში თავისი თამაში შეაფასა.

„თავდაჯერებული ვიყავი, როდესაც ბურთს ვიგერიებდი, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ბედნიერი ვარ. პირველ რიგში, გუნდმა მოიგო, მეორე რიგში კი, ამ გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. ნოლიტომ ჩინებულად დაარტყა, ასეთი დარტყმის მოგერიება ადვილი არ არის.

თავდაჯერებულობა, რომელიც მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მიღწევა მძიმე სამუშაოთი და მთელი გუნდის დახმარებითაა შესაძლებელი“, – განაცხადა კოლუმბიელმა კიპერმა.

კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივი “სელტასთან” მატჩში (ვიდეო)

კეილორ ნავასმა „რეალში“ იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა

„გრანადასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა თავისი გუნდის კარი მშრალად შეინახა. ამით მან „ბლანკოსის“ ყოფილი კარის დარაჯის იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა, რომელსაც 2008/09 წლების სეზონში გოლი 450 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

გარდა ამისა, ნავასმა „რეალის“ კიდევ ერთი მეკარის მიგელ ანხელის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 1975/76 წლების სეზონში პრიმერას პირველ ოთხ ტურში კარი მშრალად შეინახა.

კეილორ ნავასის აგენტი „რეალისგან„ ხელფასის გაზრდას ითხოვს

მადრიდის „რეალის“ მეკარის კეილორ ნავასის აგენტმა რიკარდო კაბანიასმა კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან შეხვედრის დროს თავისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდა ითხოვა.

AS-ის ცნობით, ეს მოთხოვნა მან იმით ახსნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემთხვევაში, 28 წლის კარის დარაჯის ხელფასი ამჟამინდელზე უფრო მაღალი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პერესი ნავასს შეხვდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო მოუბოდიშა.

პერესმა კეილორ ნავასს მოუბოდიშა

როგორც სანდო ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტი პერესი მეკარე კეილორ ნავასს შეხვდა და მოუბოდიშა, რადგან მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ჩაიშალა.

წყაროს ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი კოლუმბიის ნაკრების გოლკიპერი კლუბის ბაზაზე მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ ნავასი „წითელ ეშმაკებში“ დავიდ დე ხეას „რეალში“ ტრანსფერის შემდეგ უნდა გადასულიყო.

“რეალში” 1 ნომერი გათავისუფლდა!

მადრიდის “რეალმა” კეილორ ნავასს პირველი ნომერი ჩამოართვა.

ეს იმის მანიშნელებია, რომ ფლორენტინო პერესი ვიღაცას ამ ნომერს უნახავს და დიდი ალბათობით, ის დავიდ დე ხეაა.

დავიდ დე ხეას ტრანსფერის ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პრესის ვარაუდით, ის მადრიდელებს 25 მილიონი დაუჯდათ.

რა გაუკეთა კეილორ ნავასმა იაია ტურეს (ვიდეო)

24 ივლისს, ავსრალიაში, “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (1:4), კეილორ ნავასმა იაია ტურე ასე წააქცია:

“რეალმა” გუნდის N1 მეკარე გამოაცხადა

როგორც ჩანს, ამ ზაფხულს დავიდ დე ხეა მადრიდის “რეალს” არ შეუერთდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაჭიანურდა. ინგლისელები დე ხეას სანაცვლოდ ნავასსა და რამოსს ითხოვდნენ, ხოლო მადრიდელები ამ შეთავაზებას ყაბულს არ არიან.

ასეთმა სცენარმა ფლორენტინო პერესს შემდეგი რამ გადააწყვეტინა. დაელოდება ზუსტად 1 სეზონს და “ატლეტიკოს” ექს-კიპერს უფასოდ გაიფორმებს.

“რეალის” მეკარეთა ნომრები დღეს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, კიკო კასილია მეორე ნორმად გათვლილი მეკარეა, რომელიც 13 ნომრიან მაისურს მიიღებს, ნომერს პირველი კეილორ ნავასი იქნება, ხოლო მესამე მეკარე ფერნანდო პაჩეკო 25 ნომერს მოირგებს.

DE GEA

კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივი სერხიო რამოსის დარტყმის შემდეგ (ვიდეო)

11 ივნისს, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კოსტა რიკის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სერხიო რამოსს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა მისი დარტყმა კეილორ ნავასმა მოიგერია.

ნავასმა არ იცის, დარჩება თუ არა კასილიასთან ერთად „რეალში“

მადრიდის „რეალის“ მეკარე კეილორ ნავასი დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა „სამეფო კლუბში“ კარიერას. კოსტა-რიკის ნაკრების წევრმა ამავდროულად იკერ კასილიასის თემაზე საუბარი არ ისურვა.

„კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მხოლოდ ღმერთმა იცის, დავრჩები თუ არა „რეალში“. იმედია, გუნდში შემადგენლობაში მოსახვედრად საბრძოლველად დარჩენა გამომივა. ის, რომ დღემდე ამ გუნდში უბრალოდ ვირიცხები, არ მაკმაყოფილებს ყველაფერი ისე არ განვითარებულა, როგორც მსურდა, მაგრამ ამ სიტუაციამ უფრო გამაძლიერა. რაც შეეხება კასილიასს, მის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვსაუბრობდე“, – ციტირებს კეილორს გამოცემა „მარკა“.

ნავასი “რეალში” რჩება

მეკარე კეილორ ნავასი მომდევნო სეზონსაც მადრიდული კლუბის შემადგენლობაში გაატარებს. ამის შესახებ მადრიდელებმა მოთამაშეს უკვე აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ კეილორი “სამეფო კლუბში” ერთი წლის წინ გადაბარგდა. მეკარემ, რომელმაც ბრაზილიურ მუნდიალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნავასის მდგომარეობა იმ შემთხვევაში გართულდება, თუ “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადაბირება შეძლო. კლუბთნა კოსტარიკელის მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლამდეა გათვლილი.

შოპინგი მადრიდში: ლივერპული ნავასისთვის იბრძვის

“სამეფო გუნდის” სარეზერვო მეკარე, შეიძლება, ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, “ლივერპული” კეილორ ნავასით ინტერესდება და არც კოსტა-რიკელი მეკარეა გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

მერსისაიდული გუნდი სიმონ მინიოლესთვის კარგ კონკურენტს ეძებს, რათა ბელგიელი სტაბილური გახდეს. ტრანსფერის ფასი 15 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში, ნავასმა ლა ლიგაში მხოლოდ ექვსჯერ ითამაშა.

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.