„ატლეტიკომ“ მარტინესი ჩინურ კლუბში 42 მილიონ ევროდ გაუშვა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა კოლუმბიელის „გუანჩჟოუ ევერგრანდში“ ტრანსფერის თაოაბზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ტრანსფერის ფასი სარეკორდო 42 მილიონ ევროს შეადგენს.

29 წლის ფორვარდი, რომელიც ზაფხულში „პორტუდან“ „ატლეტიკოში“ 30-35 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა პრიმერას სეზონის პირველ ნაწილში ვერაფრით გამორჩეულა. აქედან გამომდინარე, მადრიდელებმა მისი გაშვება ამჯობინეს.

ოფიციალურად: ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

მადრიდელებმა “პორტუს” კოლუმბიელი ფორვარდი გაიფორმეს.

როგორც “ატლეტიკოს” ოფიციალური საიტი იტყობინება, 28 წლის შემტევი 35 მილიონის სანაცვლოდ ახალ კლუბშია.

მარტინესმა “ლეიბებთან” ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

პორტუგალიის ჩემპიონატში, მარტინესმა 89 მატჩში 67 გოლი გაიტანა.

ჯექსონ მარტინესმა „ატლეტიკოსთან“ ოფიციალურად გააფორმა

თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა. ფორვარდის წინა კლუბი „პორტუ“ იყო, რომლის შემადგენლობაში ის 2012 წლიდან 2015 წლამდე გამოდიოდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

განვლილ სეზონში მარტინესმა „პორტუს“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 29 გოლი გიატანა.

„ატლეტიკოს“ გარდა, კოლუმბიელის შეძენა ასევე „მილანის“ ხელმძღვანელობას სურდა.

“პორტუმ” მარტინესის ტრანსფერი დაადასტურა

უახლოეს მომავალში ჯექსონ მარტინესი ახალ გუნდში ოფიციალურად გადაბარგდება. “პორტუს” ოფიციალურმა ვებგვერდმა ფორვარდის “ატლეტიკოში” გადაბარგება დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიურმა კლუბმა მარტინესის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღო და იძულებული იყო წამყვანი ბომბარდირი გაეშვა.

უახლოეს მომავალში ტრანსფერის დეტალების და კონტრაქტის ვადების შესახებ ინფორმაციას მადრიდელები გაავრცელებენ.

ჯექსონ მარტინესმა „ატლეტიკოში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალწვეულმა ჯექსონ მარტინესმა თავისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„იმედია, „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ტრიუმფი მელის. აქ ჩინებული გუნდი და კარგი მწვრთნელია. კარგი იქნებოდა, თუ აქ ისეთივე შედეგიანობით გამოვირჩევი, როგორი შედეგიანობითაც „პორტუში“ გამოვირჩეოდი.

ვფიქრობ, „ატლეტიკოს“ ამბიციები ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ხელს შემიწყობენ“, – განაცხადა მარტინესმა.

ჯექსონ მარტინესმა გადაწყვეტილება მიიღო

“პორტუს” ფორვარდი ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოში” გადასვლას უახლოვდება. 28 წლის ფეხბურთელი მადრიდელებს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და პორტუგალიური პრესის ცნობით ის 5-წლიანი იქნება.

ჯექსონ მარტინესი “პორტუს” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ფორვარდი 21 გოლით პორტუგალიაში გასული ეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ცოტა ხნის წინ მისი “მილანში” ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა შემდეგ კოლუმბიელით “ატლეტიკო” დაინტერესდა.

„მილანს“ კონკურენტი უჩნდება – მარტინესით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის გამო მადრიდის „ატლეტიკო“ თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი „პორტუს“ ფორვარდით ჯექსონ მარტინესით დაინტერესდა, რომელსაც ბოლო დროს „მილანს“ უკავშირებენ.

როგორც წყარო წერს, ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად „კოპა ამერიკაზე“ იმყოფება, თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, კლუბი მზადაა, მარტინესში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯექსონ მარტინესი “მილანში” მიდის

“პორტუს” პრეზიდენტმა ჟორჟი ნუნუ პინტუ და კოშტამ განაცხადა, რომ კლუბის თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას “მილანში” გააგრძელებს. პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებენ.

“ჯექსონმა გვაცნობა, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ჩვენ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ვითხოვთ და ეს თანხა სრულად უნდა დაიფაროს. სულ ახლახან გავიგე, რომ ჯექსონმა “მილანი” აირჩია. ეს მისი სურვილია, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს ადგილი მას არ შეეფერება. ამის მიუხედავად, ჩემთვის მთავარია, ჯექსონი ბედნიერი იყოს”, – ციტირებს და კოშტას სიტყვებს Porto Canal-ი.

 

ჯექსონ მარტინესი: „მეორე ტაიმში „პორტუმ“ აჩვენა, რომ 1/2 ფინალისთვის ბრძოლა შეეძლო“

„პორტუს“ თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა „ბაიერნთან“ გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 წაგებული მატჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

„მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ნახევარფინალისთვის ბრძოლას შევძლებდით. ყველაფერი გამოგვივიდოდა, თუ პირველ ტაიმში ამდენ შეცდომას არ დავუშვებდით. გვესმოდა, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ მაინც ბევრს ვცდებოდით. შესვენების შემდეგ უკეთესად ვმოქმედებდით და აქტიურ პრესინგსაც მივმართეთ, რის შემდეგაც გავიტანეთ კიდეც“, – განაცხადა მარტინესმა.

ჯექსონ მარტინესმა ცარიელ კარს ორი მეტრიდან ააცილა (ვიდეო)

18 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუსა” და “აკადემიკას” შორის გამართულ შეხვედრაში (1:0), ჯექსონ მარტინესმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ორი მეტრიდან ვერ შეძლო.

ჯექსონ მარტინესმა შეიძლება, “ბაიერნთან” მატჩი გამოტოვოს

“პორტუს” მთავარმა მეგოლემ, ჯექსონ მარტინესმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ტრავმა.

ამჟამად კოლუმბიელ წინახაზელს საზარდულის ტრავმა აქვს, რომელიც მარტის დასაწყისში აქვს.

ფორვარდი ვერ ეხმარება თავის გუნდს, რადგან ლაზარეთში იმყოფება.

A Bola-ს ინფორმაციით, მარტინესი სავარაუდოდ ვერ დაეხმარება პორტუგალიურ გუნდს “ბაიერნთან” მატჩში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება.

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 24 მატჩში ჯექსონმა 17 გოლი გაიტანა და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გოლით გამოირჩა.

ჯექსონ მარტინესმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

1 მარტს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუსა” და “სპორტინგს” შორის გამართულ მატჩში ჯექსონ მარტინესმა ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა.