სერბეთი უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას ასაჩივრებს

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. სერბული მხარე უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას ასაჩივრებს.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი 13 მაისს შევიდა. სერბებმა ოთხშაბათამდე დამატებითი არგუმენტაცია უნდა წარადგინონ. სერბული მხარე კოსოვოს სერბეთის ნაწილად განიხილავს და დაუშვებლად მიიჩნევს უეფაში მის დამოუკიდებელ წევრად მიღებას.

შეგახსენებთ, რომ უეფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მაისის დასაწისში მიიღო. უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას 28 ფედერაციამ დაუჭირა მხარი, 24-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. რამდნეიმე დღის წინ კოსოვო ფიფაშიც მიიღეს.

კოსოვოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი დაგეგმა

უეფას მიერ აღიარებულმა კოსოვოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი დაგეგმა. გუნდი პირველ შეხვედრას ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩი 3 ივნისს, ფრანკფურტში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს კოსოვო უეფას 55-ე წევრი გახდა. მას მხარი ორგანიზაციაში შემავალმა 28 ფედერაციამ დაუჭირა. 24 წევრმა, მათ შორის საქართველომ, უეფაში კოსოვოს მიღების წინააღმდეგ მისცა ხმა.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს წევრი გახდა

ბუდაპეშტში გამართულ უეფა-ს კონგრესზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციის ახალ წევრად მიიღეს. უეფა-ში კოსოვოს წევრობას ხმა 28 პირმა მისცა, წინააღმდეგი კი 24 იყო. ასევე 2 ბიულეტენი გაბათილდა. ამით კოსოვო უეფა-ს 55-ე წევრი გახდა.

„ეს ისტორიული დღეა, ჩვენ ევროპულ საფეხბურთო ოჯახს ვუერთდებით. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელების სახელით გამოვდივარ. ჩვენს რეგიონში უფრო საფეხბურთო ღირებულებების გასავითარებლად გამოსვლას გავაგრძელებ. ფეხბურთი ჩვენს ერებს შერიგების საშუალებას მისცემს. საფეხბურთო ოჯახში სწორედ ამ პოზიციით შევდივართ“, – განაცხადა კოსოვოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა ფადელ ვოკრიმ.

აქედან გამომდინარე, კოსოვოს ფიფა-ში შესვლა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა შეუძლია. აღნიშნულ საკითხს ფიფა-ს სხდომაზე 12-13 მაისს განიხილავენ.

ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.

კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.

„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.

ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.