ემრე ჯანი ბუნდესლიგაში ბრუნდება?

“ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ემრე ჯანი შესაძლოა ისევ ბუნდესლიგაში ვიხილოთ.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჯანის დამატებით “დორტმუნდი” ინტერესდება და ისინი გერმანელის აგენტთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ. ასევე ემრე შესაძლოა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდეს.

შეგახსნებთ, რომ ემრე ჯანს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება და კერკერობით მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. ემრე ინგლისში 2014 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდში ჯანმა 144 შეხვედრაში 11 გოლი და 9 ასისტი ჩაიწერა აქტივში.

ემრე ჯანი “სიტის” უახლოვდება

“ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ემრე ჯანი შესაძლოა პეპ გუარდიოლას გუნდში ვიხილოთ.

ინგლისური გამოცემა Calcio Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. საქმე იმაშია, რომ ემრე ჯანს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2017-2018 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. პრესაში კი იწერებოდა ცნობები, რომ “იუვენტუსი” ემრესთან უკვე კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ გერმანელის გადაბირება “მანჩესტერ სიტისაც” სურს. თავის მხრივ კლოპის გუნდიც შეეცდება იხეიროს ამ სიტუაციიდან და ამიტომაც დიდი ალბათობით ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველივე შემოთავაზებას დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი 2014 წელს “ლივერპულში” გერმანული “ლევერკუზენიდან” გადმოვიდა, მანამდე კი “ბაიერნში” თამაშობდა.

იურგენ კლოპი ემრე ჯანის უფასოდ გაშვებაზეც თანახმაა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ემრე ჯანის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც “იუვენტუსში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თანაც 23 წლის გერმანელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

“ემრე ჯანი კარგი ბიჭია, ის დინამიკური და ამავდროულად ძალიან ძლიერიცაა. რაც უფრო მეტი დრო გადის, ის უფრო მეტს სწავლობს და პიროვნულად უფრო იზრდება.

მანამ, სანამ ვერ შევნიშნავ, რომ მისი გონება სხვაგან არის, არ ვაპირებ ემრეს შესაძლო ტრანსფერზე საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი მისაღებია, როგორც ფეხბურთის ნაწილი.

ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება, თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილს არ გამოთქვამს, მასზე ზეწოლა არ უნდა განვახორციელოთ. კონტრაქტის ამოწურვის იდეასაც უდნა შევეგუოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 სექტემბერი

გრიზმანი “ოლდ ტრაფორდზე” იანვრის თვეში გადავა?

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელებას გეგმავს. Manchester Evening News-ის ცნობით ტრანსფერი 2018 წლის იანვრის თვეში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” ზაფხულშიც საკმაოდ ახლოს იყვნენ გრიზმანის ტრანსფერთან, თუმცა ანტუანმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა “როხიბლანკოში” დარჩენა, რომ “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი და მისი შემცვლელის მიყვანას ვერ შეძლებდა.


იოზილის ტრანსფერი მესიმ დაბლოკა

Don Balon-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ “ბარსელონელები” ძალიან ახლოს იყვნენ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის გადაბირებასთან, თუმცა ტრანსფერი ლეო მესიმ დაბლოკა.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” არგენტინელ გოლეადორს გერმანელი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაშის ვარიანტი დიდად არ ხიბლავს, რაც ამ უკანასკნელმა მაშინვე გაუმხილა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელთა შტაბს.


“იუვენტუსი” ემრე ჯანს არ ეშვება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” გერმანელ ნახევარმცველს, ემრე ჯანს კვლავ არ ეშვებიან. Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც შეეცდება მის გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანს “ენფილდელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტია საჭირო.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის ვარიანტს უბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ გარეთ ბეილის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ზრუნვას – ამ ინფორმაციას ბრიტანული, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა The Sun ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ვარსკვლავის სანაცვლოდ “წითელი ეშმაკები” 90 მილიონ ფუნტს იხდიან, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.


“ბარსელონამ” დიბალას დამატებაზე უარი განაცხადა

El Chiringuito-ს ცნობებს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ორჯერ მიეცათ პაულო დიბალას გადაბირების შანსი.

თუმცა, “ლურჯ-ბროწეულისფრების” პრეზიდენტთა საბჭო იმდენად იყო დარწმუნებული უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერებში, რომ დიბალას გადაბირების შანსი საკმაოდ მარტივად გაუშვეს ხელიდან.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივლისი


კოშტას “მილანი” ინათხოვრებს

ლონდონის “ჩელსისგან” უარყოფილმა დიეგო კოშტამ, შესაძლოა, ბინა იტალიური “მილანის” ჰპოვოს, სანამ თავის ყოფილ კლუბს, მადრიდის “ატლეტიკოს” არ დაუბრუნდება.

როგორც იცით, “არისტოკრატები” ესპანელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს ითხოვენ, რომლის გადახდასაც მხოლოდ ერთი კლუბი, “ატლეტიკო” აპირებს, თუმცა სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, “როხიბლანკოში” კოშტა თამაშს იანვრის თვემდე ვერ შეძლებს.


“სიტი” მზადაა, მენდისთვის ყველაფერი გაიღოს

L’Equipe-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან ბემჟამინ მენდი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახადონ

როგორც იცით, “ქალაქელებმა” უკვე გადაიხადეს 50 მილიონი ფუნტი კაილი უოკერის ტრანფერში, რაც რეკორდული მაჩვენებელია (ამდენივე გადაიხადა დავიდ ლუისში “პარი სენ-ჟერმენმა”).


“იუვენტუსი” ემრე ჯანს არ ეშვება

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად აპირებენ. ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, ამ მიზნით “ბებერი ქალბატონი” ემრე ჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ჯანის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, “იუვენტუსს” კი მისი გადაბირება 25 მილიონ ევროდ სურს. რაც შეეხება ინგლისური კლუბის პოზიციას, იურგენ კლოპს არანაირი სურვილი არ აქვს გერმანელ ფეხბურთელთან განშორების.


“ტოტენჰემი” რიად მარეზის გულის მოგებას ცდილობს

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები კვლავ განაგრძობენ მოლაპარაკებებს “ლესტერშირელებთან” რიად მარეზის ტრანსფერის თაობაზე. ამ ინფორმაციას Evening Standard ადასტურებს.

წყაროს ცნობით, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან უნდა გუნდში კიდევ ერთი ნახევარმცველის მოყვანა, მაგრამ “მამლები” 50 მილიონი ფუნტის გადახდას ნამდვილად არ აპირებენ. ასე რომ, ფასის შეთანხმების შემთხვევაში, შეგვიძლია, ტრანსფერი ოფიციალურადაც გამოვაცხადოთ.


“ვოლფსბურგს” ანტონი მარსიალი მოუნდა

გერმანული “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “წითელმა ეშმაკებმა” გერმანულ კლუბს მარსიალის არენდით აყვანის შანსი შესთავაზეს, მაგრამ “ვოლფსბურგს” ფრანგ ფეხბურთელზე სრული უფლებების ქონა სურს.


“იუვენტუსი” ემრე ჩანის გადაბირებითაა დაინტერესებული

მერსესაიდული “ლივერპულის” გერმანელი ფეხბურთელი, ემრე ჯანი ბოლო ნახევარმცველია, რომელიც მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსს” დაუკავშირეს.

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ “ბიანკონერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყების დღიდან აქტიურად ცდილობს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას.

ტურინულ La Stampa-ს თუ დავუჯერებთ, “ბებერმა ქალბატონმა” საბოლოოდ არჩევანი ემრე ჯანზე შეაჩერა. 22 წლის “ლივერპულელს” როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, რაც მისი კიდევ ერთი პლიუსი გახლავთ.

მართალია მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე არ იწურება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გერმანელი “ენფილდზე” თავს არც ისე კარგად გრძნობს, ტურინელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

პრემიერ ლიგის 7 ახალწვეული, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს

Fanebi.Com გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელებიც პრემიერ ლიგაში იმაზე უკეთესად თამაშობენ, ვიდრე მათგან ამას ელოდნენ.

7. ფრეიზერ ფორსტერი – “საუთჰემპტონი”

fraser

6. მარკოს როხო – “მანჩესტერი”

marco

5. ალექსის სანჩესი – “არსენალი”

alexis

4. ფრენკ ლამპარდი – “მან.სიტი”

Frank Lampard

3. გრაციანო პელე – “საუთჰემპტონი”

pelle

2. ემრე ჯანი – “ლივერპული”

emre

1. დიაფრა სახო – “ვესტ ჰემი”

diafra

ემრე ჯანი “ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შესახებ

“ლივერპულის” ახალწვეულმა ემრე ჯანმა ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდული გუნდის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს ასპარეზობა და ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ. მთელი გუნდი, მთელი კლუბი და ქალაქი მოუთმენლად ელის ამ ტურნირზე დაბრუნებას, ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წელია, არ გვითამაშია.

პირადად მე გასულ წელს ჩემს ძველ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პატივი მქონდა. მართლაც განსაკუთრებული რამ გახლავთ ამ ტურნირზე ასპარეზობა”, – ციტირებს ემრე ჯანის სიტყვებს Liverpool Echo.

 

ოფიციალურად: „ლივერპულმა“ ემრე ჯანი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი ინგლისურ „ლივერპულში“ გადავიდა.

თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

„ვამაყობ, რომ „ლივერპულის“ ოჯახის წევრი გავხდი. დიდებული კლუბია, ქომაგების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო. მოუთმენლად ველი პირველ შეხვედრასა და პირველ თამაშს „ენფილდის“ მინდორზე“, – ციტირებს ემრე ჯანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ცნობისთვის, 20 წლის ნახევარმცველმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ემრე ჯანი „ლივერპულის“ მესამე შენაძენია. „ენფილდროუდელებმა“ მანამდე „საუთჰემპტონიდან“ რიკი ლამბერტი და ადამ ლალანა დაიმატეს.