7 დეკემბერს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვიოლინმა” საკუთარ მოედანზე ხარკოვის “მეტალისტი” მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 32-ე წუთზე ალექსანდრე კობახიძემ “მეტალისტის” კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა.
ჭდე: სანდრო კობახიძე
კობახიძე: „ბევრი გოლის გატანა და გაშვება მირჩევნია“
„ვოლინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის პრესსამსახურს გაესაუბრა.
„ოლიმპიკთან“ გამარჯვებაზე:
„რა თქმა უნდა, ამ მატჩის წინ, საბრძოლო ხასიათზე ვიყავით. „ოლიმპიკი“ თამაშით ცუდად არ გამოიყურებოდა და ასეთ მარცხს არ იმსახურებდა. საერთოდ, ეს გუნდი დისციპლინირებულია და სატურნირო ცხრილში მისი ადგილი ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ სათანადოდ მოვემზადეთ და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინეთ. ასეთი გამარჯვებები მომავალში დაგვეხმარებიან“.
„ვოლინის“ მაისურით სადებიუტო გოლის შესახებ:
„ცუდი მატჩი არ ჩამიტარებია, თუმცა ეს მაინც ჩემი დონე არ იყო. უკეთესად გამოსვლაც შემიძლია, უბრალოდ, ადაპტაციაზე საკმარისი დრო დავხარჯე. შესაძლოა, გვიანია, თუმცა, როგორც იქნა, გუნდის სქემას მოვერგე“.
ნაკრებისა და კლუბის შესახებ:
„ამ მხვრივ, ყველაფერი რიგზეა. ეს უბრალო პრაქტიკაა, რადგან მსგავსი გასვლები რეგულარულად ხდება. მსგავს სიტუაციას შევეჩვიე. როდესაც ნაკრების რიგებიდან დავბრუნდი, მაშინვე დონეცკის „მეტალურგთან“ მატჩისთვის მომზადება დავიწყე“.
დონეცკის „მეტალურგზე“:
„სიმართლე რომ გითხრათ, „მეტალურგი“ თავისი სისწრაფით, კომბინირებითა და შემსრულებლებით ყოველთვის მომწონდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი მეტოქე ძალიან საინტერესოა. მოგების შანსი ორივეს გვექნება, რადგან დონეცკელები ერთნაირ თამაშს ყოველ მატჩში ვერ აჩვენებენ“.
შეტევის თაობაზე:
„სჯობს, ბევრი გავუშვათ და ამადროულად ბევრი გავიტანოთ. მწვრთნელი ისე გვამზადებს, რომ ანგარიშით 0:2 მარცხს 5:7 გვირჩევნია. რა თქმა უნდა, ეს პირობითად ვთქვი. მწვრთნელი შეტევას ნამდვილად ბევრ დროს უთმობს, მას უყვარს, როცა ვიტანთ და ამ განხრით ჩვენთან ბევრს მუშაობს. ჩვენ მაშინ ვუშვებთ, როდესაც მცველებს ყველა მოთამაშე ვერ ეხმარება“.
მიმდინარე ჩემპიონატში „ვოლინის“ პერსპექტივებზე:
„ხუთეულზე ფიქრი შეიძლება. ჩემი აზრით, თუ მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადებით, საჭირო შედეგს მივიღებთ“.
დნიპრო დინამოსთან კობახიძის გარეშე
უკრაინული “დნიპრო”, რომლის რიგებში ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანაკავა და სანდრო კობახიძე ირიცხებიან შეკრებაზე გაემგზავრა.
მირონ მარკევიჩის შეგირდები მოსამზადებელ ეტაპს გერმანულ დიუსელდორფში გაივლიან და 7 ივლისს ამხანაგურად თბილისის “დინამოსაც” დაუპირისპირდებიან.
აღსანიშანვაი, რომ აღნიშნულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი ქართველი, ჯაბა კანაკავა გაემგზავრა. ალექსანდე კობახიძე კი მწვრთნელმა 24-კაციან სიაში არ შეიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაგარძელდება კობახიძის კარიერა.