თუ “პარის სენ-ჟერმენის” მცველ დავიდ ლუიზს დავუჯერებთ, მის კლუბს სააამსეზონოდ მეტისმეტად ამბიციური გეგმები ჰქონია.
მისი თქმით, პარიზელები ყველა იმ ტურნირის მოგებას უმიზნებენ, რომელშიც დღემდე ასპარეზობენ. ესენია: საფრანგეთის I ლიგა, ქვეყნის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, “პსჟ”-მ “მონაკოს” საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში 2-0 სძლია და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
“ძალიან კარგია, რომ ასპარეზობას ოთხივე ტურნირზე გავაგრძელებთ, თუმცა სეზონის წარმატებულობაზე საუბარი მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ვეცდებით, თითოეული მატჩი მოვიგოთ, რათა ჩვენს მიზანს მივუახლოვდეთ. რა არის ეს მიზანი? ოთხივე ტურნირის მოგება!,”-აცხადებს ლუიზი.