ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

ლავესიმ ალეხანდრო საბელას დასცინა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დასცინის ეზიკელ ლავესი არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

ალეხანდრო საბელა იგუაინის გამოუყენებელმა მომენტმა კინაღამ წააქცია

5 ივლისს, არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, გონსალო იგუაინმა გოლის გატანის ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა, რაზეც მწვრთნელ ალეხანდრო საბელას სახალისო რეაქცია ჰქონდა.