მერებაშვილმა და ლორიამ პაოკი დაამარცხეს

გიორგი მერებაშვილის და გიორი ლორიას ოფი-მ საბერძნეთის ჩეპმიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერს, პაოკს უმასპინძლა. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, მასპინძლების გამარჯვებთ – 3:1 დასრუდა.

ლორია ოფი-ს ძირითადში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო მერებაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.

21 ტურის შედმეგ ოფი 13 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.

ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, „ოლიმპიაკოსსა“ და პაოკ-ში გადავიდნენ

კრეტას ოფი, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობენ, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელთა გამოც კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის.

ამასთან დაკავშირებით, ბერძნული პრესა კრეტული კლუბის მოთამაშეების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. მსგავსი საუბრები ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, ბერძნული ფეხბურთის გრანდებირს რიგებში გადავიდნენ. მეკარეს „ოლიმპიაკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო შემტევ ნახევარმცველს – პაოკ-ში.

თუმცა, კლუბის შეცვლის შემთხვევაში, ორივეს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება აღარ ექნება, რადგან 2014/15 წლების სეზონში მათ ორი კლუბის რიგებში ითამაშეს – მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო“ ლორიამ და მერებაშვილმა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვეს. წესების თანახმად, ფეხბურთელებს ერთ სეზონში სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაში ეკრძალებათ.

ცნობისთვის, ამჟამად საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის შესაძლო ახალ კლუბებს, „ოლიმპიაკოსი“ ამჟამად 45 ქულით პირველ ადგილზეა და სწორედ მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს.

მერებაშვილი საუკეთესო გახდა

საბერძნეთის ჩემპიონატის გადადებული, მე-6 ტურის შეხვედრაში მერებაშვილის და ლორიას ოფიმ “ერგოტელისი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა.

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე, 11-მეტრიანის ნიშნულიდან გავიდა. აღსანიშანვია, რომ პენალტი გიორგი მერებაშვილმა მოიპოვა მისი შესრულება კი მილაზეშმა ითავა და მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა.

ბერძნული პრესის ცნობით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ მერებაშვილი გახდა. მართალია, ბერძნები იმასაც წერენ, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი მსაჯის შეცდომა იყო, თუმცა ჩვენი კოლეგები იმასაც აღნიშნავენ, რომ ქართველი ნახევარმცველი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მისთვის “ერგოლეტესის” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა ბერძნულ კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო იყო.

გიორგი მერებაშვილი: “ამოვიდა ყელში უკვე”

ბერძნული “ოფის” ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 28 წლის ფეხბურთელი წერს, რომ მას ნაკრებში შანსი არასოდეს მისცემია.

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ მომდევნო მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებში გამოძახებულებს შორის ვერ მოხვდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

“ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, რომ ზედმეტი კითხვებისგან აღარ შემაწუხოთ. ნებისმიერ ადამიანს სადაც უნდა იქ დავუჯდები და დაველაპარაკები. ნაკრებში შანსი არასოდეს მომცემია და ყველგან დავწერ, ამოვიდა უკვე ყელში. თქვენ თუ შანსს ბოლო 15-25 წუთს ეძახით და ისიც იმ ადგილას თამაშს, სადაც ყველაზე ცუდად გამომდის, ესეიგი შანსი მართლაც ვერ გამომიყენებია”, – წერს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის 9 თებერვალს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა. თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

cats

მერებაშვილის გოლი საუკეთესოა (ვიდეო)

გულშემატკივართა გამოკითხვით საბერძნეთის სუპერლიგის მე-7 ტურის საუკეთესო გოლად გიორგი მერებაშვილის მიერ “პანათინაიკოსის” კარში გატანილი გოლი დასახელდა.

თბილისის “დინამოს” ყოფილმა შემტევმა ბერძნულ “ოფი”-ში დებიუტი საკმაოდ ეფექტურად აღნიშნა და საკუთარ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

 

გიორგი მერებაშვილმა “პანათინაიკოსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 ოქტომბერს, საბერძნეთის ჩემპიონატში “პანათინაიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორიასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა ამ მატჩში ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა.

მერებაშვილს თამშის უფლება მისცეს

ბერძნულმა ოფიმ გიროგი მერებაშვილის და აპონიოს ტრანსფერებთან დაკავშირებით აპელაცია მოიგო, რის შედეგადაც ორივე ფეხბურთელს საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება მიეცა.

შეგახსენებთ, ბერძნულმა კლუბმა ტრანსფერები გვიან გააფორმა, რის გამოც ახალწვეულების დარეგისტრირება ვერ ხერხდებოდა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

გიორგი მერებაშვილი ოფის ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს. შესაძალოა, ქართველი ნახევარმცველის დებიუტი “პანათინაიკოსთან” მატჩში შედგეს.

მერებაშვილი გატუზოსთან წავიდა

ბერძნული პრესის ცნობით გიორგი მერებაშვილი “ოფის” ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ნახევარმცევლმა ახალ გუნდს მომავალი ორი წლით დაუკავშირა.

შეგახსენებთ, ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ თბილისის “დინამომ” ძირითადის 12 მოთამაშე დაითხოვა. მათ შორის მერებაშვილიც იყო, რომელიც აქამდე ცხინვალის “სპარტაკში” ვარჯიშობდა.

“ოფის” მთავარი მწვრთნელი ცნობილი იტალიელი, ჯენარო გატუზოა, ხოლო კრეტას კლუბის კარს კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი, გიორგი ლორია იცავ.

გიორგი მერებაშვილი – სპარინგებიც კარგ გუნდებთან გვიწევს

დინამოელთა ჰოლანდიური შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუნდი სამშობლოსკენ გეზს 8 ივლისს აიღებს. წინა დღით კი დინამოელები უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს- დნიპროს შეხვედბიან, მაგრამ მანამდე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დინამოელი- გიორგი მერებაშვილი გვესაუბრება.

გიორგი მერებაშვილი – შეკრებისთვის მართლაც იდეალური ადგილია. აქ ყველა პირობაა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის და ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. სპარინგებიც კარგ გუნდებთან გვიწევს, სადაც ნათლად ჩანს ის მინუსები რისი გამოსწორებაც გვმართებს. აქტობემ მაშინაც ტორპედოსთან, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, ახლა უკეთესი გუნდი ჰყავთ. ყაზახეთის ჩემპიონატი კარგა ხნის დაწყებულია და მეორე მატჩსაც შინ ატარებენ, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ, ასე რომ იოლი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს.

მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, ცოტა იმედგაცრუებული ვარ იმ მხრივ, რომ გრანდებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს, უფრო სწორედ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მათთვის საკლუბო დონე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სანაკრებო, ძალიან გადაღლილები შეხვდნენ მუნდიალს. დარჩენილი 4 გუნდიდან, ჩემი აზრით, ყველას დაახლოვებით თანაბარი შანსი აქვს. ცოტა ნაკლები ჰოლანდიას, რომელიც მაინც ერთ ფეხბურთელზე, არიენ რობენზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ფინაალში ბრაზილია და არგენტინა გავლენ, სადაც ჩემპიონატის  მასპინძლების გამარჯვებას ვისურვებდი.

FCDinamo.GE