საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ პრეზიდენტმა ვერნერ შპინერმა თავის დროზე განაცხადა, რომ კლუბში ლუკას პოდოლსკის ნომრით აღარავინ ითამაშებდა, მაგრამ…
ბუნდესლიგაში გადმობარგებულმა კლუბმა 10-ნომრიანი ფორმა პატრიკ ჰელმესს უბოძა, რითაც „კიოლნის“ პრეზიდენტმა სიტყვა გატეხა.
„ლუკასმა ჰერ შპინერის განაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით მიიღო. გასაკვირია, რომ დაპირება დაირღვა, თანაც ასე უსინდისოდ. ეს ჩვენთვის მეტად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. „კიოლნის“ ხელმძღვანელობის ამ საქციელის მიუხედავად, კლუბის მიმართ ლუკასის დამოკიდებულება არ შეიცვლება“, – განაცხადა პოდოლსკის აგენტმა.
თავად ფეხბურთელი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.