სერხიო რომერო: “როცა აქ მოვედი, არავინ მიცნობდა”

სერხიო რომერო “მანჩეტსერ უნაიტედში” გასულ სეზონში მივიდა. სათამაშო დრო კი მას გუდნში ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ გაეზარდა. არგენტინელი მეკარე, განსაკუთერბით, აქტიური ევროპის ლიგაზეა, სადაც მან თერთმეტი შეხვედრა ჩაატარა. პრემიერ ლიგის უკანასკნელ მატჩში კი “საუთჰემპტონთან” ძირითად შემადგენლობაში იყო და მეექვსე წუთზე მანოლო გაბიადინის დარტყმული თერთმეტმეტრიანიც მოიგერია.

სერხიო რომერომ ჟურნალისტებთან მის მანჩესტერულ კარიერაზე ისაუბრა.

“ჩემთვის ევროპის ლიგის ფინალი ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დავამახსოვრო თავი. როცა აქ მოვედი, მაშინ, ფაქტობრივად, არავინ მიცნობდა. ახლა კი, ის თავდაჯერებულობა, რომელსაც ჟოზე და ფეხბურთელები მაძლევენ, რომელსაც მე ვაძლევ საკუთარ თავს, უფრო და უფრო, ძლიერს და ლაღს მხდის. ყოველდღიურად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და საუკეთესო ფორმაში ვიყო, რათა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.”

“ფინალი ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენი მიზანი სტოკჰოლმში ფანების გულის გახარებაა,” – აცხადებს არგენტინელი.

რომერო: „ვან გაალმა ჩემი აკრიერა გადაარჩინა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ სერხიო რომერომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვან გაალის მადლიერი ვარ. ზაფხულში ახალი კლუბის პოვნა რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე კარგად ვითამაშე. არ მგონია, რომ გუნდში ნომერ პირველი ვარ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბისგან მხარდაჭერას ვხედავ. მეკარისთვის მწვრთნელის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვან გაალს ჩემი სჯერა, ეს კი სწორედ ისაა, რაც მჭირდება“, – განაცხადა რომერომ.

სერხიო რომერომ “ასტონ ვილასთან” კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩი, სადაც “ასტონ ვილა” 0-1 “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხდება.

მატჩის წინ, ვარჯიშზე “წითელი ეშმაკების” მეკარემ, სერხიო რომერომ კურიოზული ბურთი გაუშვა.

ოფიციალურად: რომერო “მანჩესტერის” ფეხბურთელია

“წითელმა ეშმაკებმა” მეკარის პოზიცია გააძლიერეს.

“მანჩესტერის” ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ სამწლიან შეთანხმებას მიაღწიეს არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარესთან.

ბოლო კლუბი, სადაც სერხიო რომერო ასპარეზობდა გენუის “სამპდორია” იყო, რომელთანაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.

გასულ სეზონში 28 წლის მეკარემ სერია ა-ში 10 მატჩი ჩაატარა.

პარასკევს „რომა“ არგენტინის ნაკრების მეკარის აგენტს შეხვდება

როგორც ცნობილი იტალიური სპორტული პორტალი „ტუტომერკატოვები“ იუწყება, „რომას“ ხელმძღვანელობა მეკარე სერხიო რომეროთი ინტერესდება.

პარასკევს „ჯალოროსის“ წარმომადგენლები აგრნეიტინელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდებიან და მასთან შესაძლო კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ.

სავარაუდოდ, რომაელები არგენტინის ნაკრების მეკარეს ორწლიან შეთანხმებასა და პირველი ნომრის პოზიციას შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ რომეროთი „მანჩესტერ იუნაიტედით“ ინტერესდება, რომელიც გოლიპერს „რომაზე“ ორი მილიონით მეტს სთავაზობს, თუმცა სასტარო შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ვერ აძლევს. „წითელი ეშმაკების“ გარდა, არგენტინელის დამატების სურვილი ასევე „რეალსაც“ ჰქონდა.

 

„რეალი“ არგენტინის ნაკრების მეკარით ინტერესდება

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი არგენტინის ნაკრების მეკარით სერხიო რომეროთ ინტერესდება, რის შესახებაც ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება.

სავარაუდოდ, „სამეფო კლუბი“ სამხრეთ ამერიკელი გოლკიპერის გადაბირებაზე სერიოზულად მუშაობას იმ შემთვხევაში დაიწყებს, თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯის დავიდ დე ხეა გადაბირებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, აქამდე „ბლანკოსს“ ინტერესი „ესპანიოლის“ მეკარის კიკო კასილიას მიმართაც ჰქონდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

რომერო, რომელიც ბოლოს „სამპდორიაში“ თამაშობდა, „რომაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, როგორც ცნობილია, „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკება „რეალის“ წარმოამდგენელთა ზარის შემდეგ შეფერხდა.

ვინ გახდება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე?

უკვე ცნობილია, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე რომელი მეკარეები იბრძოლებენ “ოქროს ხელთათმანის” მოსაგებად. კანდიდატებს შორის გერმანელი მანუელ ნოიერი, არგენტინელი სერხიო რომერო და კოსტა რიკელი კეილორ ნავასი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკის ნაკრებმა მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, კეილორ ნავასმა კი მართლაც მშვენივრად იასპარეზა. ნავასი ტურნირის მიმდინარეობისას მატჩის საუკეთესო მეკარედ სამჯერ დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოიერის შესაძლებლობების შესახებ თითქმის ყველამ იცის, მან გულშემატკივრების გაკვირვება მაინც შეძლო. გერმანელი კარის დარაჯი რამდენიმე მატჩის განმავლობაში მცველის პოზიციაზეც გვევლინებოდა.

რაც შეეხება სერხიო რომეროს, მან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პენალტების სერიაში, თერთმეტმეტრიანები სნეიდერსა და ვლაარს აუღო, რის შემდეგაც მისი გუნდი ფინალში გავიდა.

სერხიო რომეროს პენალტების სერიის დროს რჩევები ფურცელზე ეწერა

9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრებს პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლია.

ერთ-ერთი არგენტინული სატელევიზიო არხი ირწმუნება, რომ პენალტების სერიის დროს არგენტინელთა მეკარე სერხიო რომეროს ფურცელი თან ჰქონდა, სადაც კითხულობდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

ჰოლანდია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ მეკარე სერხიო რომერო დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რაც შეეხება ტურნირის ფინალურ მატჩს, ის 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა მესამე ადგილისთვის წინა დღის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.