ბრიტანული “დეილი მირორის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ მარუან ფელაინის იჯარის წესით “ნაპოლიში” გაუშვებს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი ბელგიელ ფეხბურთელს ჯამაგირის სახით “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებული ხელფასის 50 პროცენტს გადაუხდის.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ახალ სათამაშო კონცეფციაში ფელაინის ადგილს ვერ ხედავს და სწორედ მისი ინიციატივით დააყენეს 26 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” შარშან ლივერპულის “ევერტონიდან” გადავიდა, თუმცა “ოლდ ტრაფორდზე” ფეხი საფუძვლიანად ვერ მოიკიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ფელაინიმ მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.