“ჩიხურა” და “ტორპედო” ფინალისთვის ემზადებიან (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ “დავით ყიფიანის სახელობის” თასის ფინალში საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზემო იმერელთათვის ეს უკანასკნელი შანსია, რათა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. თავის მხრივ ქუთაისლები კი დუბლის გაფორმებასა და თავიანთი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას შეეცდებიან.

დღეს საჩხერლება მატჩის წინა ვარჯიში გორში “ბურჯანაძეზე” გამართეს, ხოლო ქუთაისლებმა ადგილობრივ “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე” ივარჯიშა.

შეხვედრა ხვალ გორში “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” 15:15 საათზე აიღებს სტარტს.

იხილეთ ფოთოები:

საქართველოს თასი – გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარე, მარიამ კომლაძე მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იმერეთი – ჩიხურა
ტორპედო – დინამო თბ

ნახევარფინალური შეხვედრები 1 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები კი, ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

Gff.Ge

სფფ-ში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა

7 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 კლუბის გარდა მესამე შესარჩევი ეტაპის მონაწილე გუნდებმაც მიიღეს. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, თამარ ტატუაშვილიც მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

კოლხეთი 1913 – დინამო ბათუმი
ზუგდიდი – ცხინვალი
შევარდენი 1906 / ბეთლემი – საბურთალო
სამეგრელო / მარგვეთი 2006 – გურია
საპოვნელა / მარკ სტარსი – ტორპედო
ლესიჭინე 2016 / დინამო სოხუმი – ჩიხურა
ლოკომოტივი-2 / ალგეთი – დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია – სამტრედია
სამგურალი-2 / კოლხი – დილა
გარეჯი / საბურთალო-2 – კოლხეთი ხობი / იმერეთი
გაგრა – მეშახტე
რუსთავი – მერანი
ლიახვი აჩაბეთი / სქური – სიონი
ვარკეთილი / ფკ გორი – შუქურა
გარდაბანი / ნორჩი დინამო – ლოკომოტივი
ჭიათურა / თელავი – სამგურალი

მერვედფინალისტები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, მატჩები 15 მარტს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ. 

წყარო: Gff.Ge

ქუთაისის “ტოპრედო” საქართველოს თასის გამარჯვებულია!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტოპრედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობა იმერლებს ჰქონდათ. ანგარიში სწორედ მათმა ფეხბურთელმა, გურულმა მე-16 წუთზე გახსნა. ზუსტად 20 წუთში ტუღუშმა “ტორპედო” ორი ბურთით გაიყვანა წინ.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე საბანაძემ საჯარიმო დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და იგი, ანგარიშით, 1-2 დასრულდა. ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა!

დღეს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება

21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის შვიდი და უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბი მიიღებს.

ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართება. ადგილობრივი „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის მესამე ტურში გამართული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

საინტერესო მატჩი გაიმართება ზედა ეწერშიც. სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში 1919“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს და პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი უმაღლეს ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობენ და ხუთ შეხვედრაში მოპოვებული ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

მერვედფინალის დარჩენილ შეხვედრებში „ლიახვი“ – „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, „ბორჯომი“ – თბილისის „დინამოს“, ხობის „კოლხეთი“ – „ჩიხურას“, „სულორი“ – „გურიას“, „ჩხერიმელა“ – „სამტრედიას“ და „მერანი“ – „დილას“.

ლიახვი – ლოკომოტივი

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ი. უკლება, პ. ბელთაძე, ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია: ფირუზ მარაქველიძე (ლიახვი)

ოდიში 1919 – ტორპედო

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჟვანია, თ. გუგუნაშვილი, კ. გიორგაძე

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

კოლხეთი ხ – ჩიხურა

ხობი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, მ. კუპატაძე, ვ. რუხაია, დ. ხარიტონაშვილი

სიონი – კოლხეთი ფ

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”, 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ჯ. ხორავა

ბორჯომი – დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მასჯები: გ. ვარდიძე, ზ. ბერულავა, დ. ახვლედიანი, მ. კიკორია

სულორი – გურია

ვანი, “გრიგოლ ნიკოლეიშვილი”, 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ს. სპიცინი, თ. მაღლაკელიძე, ტ. რუხაია

დისკვალიფიკაცია: ამირან როხვაძე (სულორი)

მერანი – დილა

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00

მსაჯები: დ. სანოძე, დ. გაბისონია, ა. ჟივიძე, ზვ. ტუღუში

ჩხერიმელა – სამტრედია

ხარაგაული, “სოსო აბაშიძე”, 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. კოკაია, ა. აფციაური, ი. ხერხაძე

წყარო: Gff.Ge

ყიფიანის თასი: მერვედფინალის მონაწილე 9 გუნდი ცნობილია!

23 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა იმერული დერბი გამოდგა. წყალტუბოში ჩატარებულ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი „სამგურალი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. მართალია ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ მათ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დარჩენილ დროში საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღეს. ქუთაისელთა მხრიდან დუბლით გრიგოლ დოლიძე გამოირჩა.

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა 4 შეხვედრაში. მარტვილის „მერანმა“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. „ლიახვი“ გორში „შუქურას“ დაუხვდა და ასევე 2-0 დაამარცხა მეტოქე. მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა „სულორმა“, ვანელთ მეტოქე უმაღლესლიგელი „ზუგდიდი“ გახლდათ. ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ თბილისის „საბურთალოს“ სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძეზე“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

23 აგვისტოს გამართული სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: გაგრა – გურია 1-2, ჭიათურა – კოლხეთი ფ 0-3, ვიტ-ჯორჯია – ლოკომოტივი 0-1, იმერეთი – სიონი 1-2.

წყარო: Gff.Ge

“სამტრედიამ” “ჩიხურა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს დავიდ ყიფიანის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა “ივანწმინდაზე”, სადაც სოსო ფრუიძის შეგირდები ზაზა ზამთარაძის “სამტრედიასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

მატჩს გაუძღვა ბრიგადა არსენ ნონიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც გულშემატკივრებისთვის სალაპარაკო თემა არ მიუცია.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, გუნდებს თანაბარი შანსები ჰქონდათ, მაგრამ “სამტრედიელებმა” რეალიზებაში იყოჩაღეს და 48-ე წუთზე, ახალგაზრდა 19 წლის მცველმა, გიორგი თევზაძემ მასპინძლებს ერთადერთი, გამარჯვებისმომტანი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ, საჩხერელებიც გააქტიურდნენ, თუმცა მათ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს.

“ჩიხურა”(საჩხერე) 0-1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: თევზაძე ’48

სპარტაკმა საპოვნელას აჯობა

დღეს, ქართულ სტადიონებზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი 1/8 ფინალური მატჩები შედგა.

საინტერესო გამოდგა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული ცხინვალის “სპარტაკისა” და პირველი ლიგის ერთადერთი წარმომადგენლის, თერჯოლის “საპოვენლას” დაპირისპირება.

სტუმრებმა რანგით მაღლა მყოფ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მატჩის სატარტო წუთებიდანვე საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შესთავაზეს მოწინააღმდეგეს. მეტიც, “საპოვენლას” ფეხბურთელები პირველ წუთებში ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ და ბურთსაც კარგად აკონტროლებდნენ. თუმცა, კლასმა თავისი მაინც გიტანა. მე-17 წუთზე “სპარტაკის” პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა. კაჭარავას გადაცემით გიორგაძესთან პირისპირ შინდაგორიძე დარჩა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა თერჯოლელებს ორჯერ სტანდარტული მდგომარეობიდან შეეძლოთ გატანა. პირველ შემთხვევევაში რიკოშეტის შემდეგ ბურთი ნადირაძის კარს მცირე მანძლით ასცდა, შემდეგ კი უკვე მეკარემ იყოჩაღა.

მეორე ნახევარი სტუმრებისთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო. 52-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ბერუაშვილი გააძევეს. “სპარტაკის” უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. მეორე გოლი უბრალოდ დროის საკითხი იყო.

71-ე წუთზე ივანიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთებზე კი ივანიშვილიასისტენტის როლში მოგვევლინა, შედეგიანი დარტყმის ავტორი ნიკა კაჭარავა გახდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:0.

სპარტაკი 3-0 საპოვნელა

გოლები: შინდაგორიძე 17′ ; ივანიშვილი 71′ ; კაჭარავა 87′ 

სპარტაკი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, მახარობლიძე (კოჩლაძე 80′), ივანიშვილი, თექთურმანიძე (მაქაცარია 85′), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 74′), კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ჩხიკვაძე, იობაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ფურთუხია, ცქიფურიშვილი (შუგლაძე 50′), მურადაშვილი (სულაბერიძე 66′), კენჭოშვილი, ტყეშელაშვილი, ლაბაძე (დარსაველიძე 87′)

მთავარი მწვრთნელი: მირიან გეწაძე

დღის სხვა მატჩები:

სამტრედია 1-4 დინამო ბათუმი

ვიტ ჯორჯია 1-0 სიონი

დილა 0-0 კოლხეთი

მარტვილი 0-3 ტორპედო

ზუგდიდი 0-2 მეტალურგი

ჩიხურა 0-0 ზესტაფონი

ხვალ

შუქურა – დინამო თბილისი

დღეს ფინალისტთა ვინაობა გახდება ცნობილი

დღეს გორში და ივანწმინდაში საქართველოს თასისი ნახევარფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართება.

“თენგიზ ბურჯანაძეზე” გორის “დილა” თბილისის “დინამოს” უმაპსინძლებს. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამაჯრვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი “დილას” კარში მაშინ ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. ასე რომ, ამ წყვილში ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც “დინამოელთა” მხარეს არის.

“დილასთვის” ჩაგდებული სეზონის გადარჩენის ერთადერთი გზა თასზე წარმატებული ასპარეზობაა. ამიტომ, დღეს გასამართ შეხვედრას გორში დიდი ინტერესით ელიან. თბილისში მყოფ გულშემატკივარს კი, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში 16:00 საათიდან შეეძლებათ.

 

დღის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ივანწმიდის სტადიონზე “ჩიხურა” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს ინტრიგა ნაკლებია, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არც აქ არის.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი “ჩიხურამ” სტუმრად, 2:1 მოიგო, “შუქურა” დღეს უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებს. ისიც ფაქტია, რომ პირველი ლიგის წარმომადგენელისთვის ნახევარფინალში ასპარეზობა უკვე კარგი შედეგია. შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეროზიას შეგირდები არ განიცდიან.

ჩაშლილი მერანი – შუქურა (ვიდეო)

საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალური შეხვედრა მერანსა და შუქურას შორის  94-ე წუთზე ჩაიშალა. ანგარიში 2-2 იყო, მარტვილელებმა გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, მოედანზე დაახლოებით 200 გულშემატკივარი შემოიჭრა და მსაჯებს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა.

თასის ცენტრი ივანწმინდაშია

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მერვედფინალები შედგება. ორ შეხვედრაში გამარჯვებული ბედი ფაქტობრივად გარკვეულია, “მერანი” – “შუქურას” და განსაკუთრებით საინტერესო “ჩიხურა” – “სიონის” დაპირისპირებაში ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია.

 

 

 

ჩიხურა – სიონი

20 მარტი. ივანწმინდა. ცენტრალური. 14:30

პირველი მატჩი: 1:1

დილა – ტორპედო

20 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:30

პირველი მატჩი: 2:1

მერანი – შუქურა

20 მარტი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:30

პირველი მატჩი: 0:0

დინამო თბილისი – მეტალურგი

20 მარტი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

პირველი მატჩი: 2:0

თასის მატჩები ლოგიკური შედეგებით დასრულდა

დღეს საქართველოს ოთხ ქალაქში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მატჩები გაიმართა. შეხვედრები ლოგიკური შედეგებით დასრულა. “დინამომ” რუსთავში ადგილობრივ “მეტალურგს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა და საპასუხო მატჩის წინ კარგი ფორა მიიღო.  “მიხეილ მესხზე” “სიონმა” და “ჩიხურამ” მეორე ტაიმში თითო გოლი გაცვალეს. ქუთაისში “ტორპედომ” გორის “დილას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ქობულეთში კი, ადგილობრივმა “შუქურამ” მარტვილის “მერანი” მიიღო და უგოლოდ გაეყარა.


სიონი 1-1 ჩიხურა 

გოლები: ლობჯანიძე 54′ (1:0); ხმალაძე 72′ (1:1)

ტორპედო 1-2 დილა

გოლები: კვახაძე 36′ (0:1); კორღალიძე 83′ (0:2); კვერნაძე 90′ (1:2)

მეტალურგი 0-2 დინამო

გოლები: ჩისკო 71′ (0:1); ძარია 90′ (0:2)

შუქურა 0-0 მერანი